წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ჩრდილოეთ კორეის შესახებ:
ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი დროის სარტყელი შექმნა
15 აგვისტოდან მოყოლებული ქვეყანა ფხენიანის დროზე გადავიდა.
საზღვარგარეთ გაქცევა 8000 დოლარი ჯდება
მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი მოვიდა ძალაუფლებაში, ქვეყნიდან გაქცევა გაძვირდა. ჩინეთში გადასვლა 8000 დოლარი ჯდება, რაც გაცილებით ძვირია, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ჩრდილოეთ კორეელს შეუძლია რომ გადაიხადოს.
კიმ ჩენ ირის წლიური დანახარჯი კონიაკზე 800-ჯერ აღემატება ჩრდილოეთ კორეელის საშუალო წლიურ შემოსავალს
კიმ ჩენ ირი 700 000 ევროს ხარჯავდა წელიწადში კონიაკზე. ეს დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარია. საშუალო წლიური შემოსავალი ჩრდილოეთ კორეაში 1000 დოლარიდან 2000 დოლარამეა.
კორეული ომის შემდეგ დაბადებული ჩრდილოეთ კორეელები სამხრეთ კორეელებზე 5 სანტიმეტრით დაბლები არიან
სიმაღლეში სხვაობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 6 მილიონი ჩრდილოეთ კორეელი საკვების ნაკლებობას განიცდის.
ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის ყველა მოქალაქეს შეუძლია წერა-კითხვა
სახელმწიფო 28 ვარცხნილობის ტარების უფლებას იძლევა
ქალებს 14 ვარცხნილობის არჩევის ნებართვა აქვთ, გათხოვილმა ქალებმა მოკლე თმა უნდა ატარონ, გასათხოვრებმა კი გრძელი.
მამაკაცებს ეკრძალებათ ხუთ სანტიმეტრზე მეტი სიგრძის თმის ტარება. ხნიერ მამაკაცებს 7 სანტიმეტრამდე შეუძლიათ თმის გაზრდა.
ჩრდილოეთ კორეამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიას გოლი გაუტანა
მაგრამ 2-1-ით დამარცხდა.
ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შტატ პენსილვანიის ზომისაა
ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანების რიცხვი 2.5-ჯერ აღემატება ნორვეგიის მოსახლეობას
6.515 მილიონი მამაკაცია სამხედრო სამსახურისთვის მზად და 6.418 ქალი. ჯამში 12.933 მილიონი. ნორვეგიის მოსახლეობა კი 5.1 მილიონია.
ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა
2014 წელს ჩრდილოეთ კორეა სომალთან ერთად ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად დასახელდა.
მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.