მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხოელი ექსპერტები "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ქართულენოვან გზავნილებს აფასებენ
უცხოელი ექსპერტები "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ქართულენოვან გზავნილებს აფასებენ

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ხე­ლით ქარ­თულ ენა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო რგო­ლის სა­ვა­რა­უ­დო გზავ­ნი­ლებ­ზე, რა­დი­კა­ლიზ­მის გავ­რცე­ლე­ბა­სა და ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ამე­რი­კის ხმამ ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი მო­ის­მი­ნა.

"ამე­რი­კის ხმის" ქარ­თუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილან ბერ­მა­ნი ვა­შინგტონ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ში გან­სწავ­ლუ­ლი მკვლე­ვა­რია. მა­ირ­ბეკ ვა­ჩა­გა­ე­ვი კი ჩე­ჩე­ნი ის­ტო­რი­კო­სია, ამ­ჟა­მად ვა­შინგტონ­ში არ­სე­ბუ­ლი ჯე­იმსთა­უ­ნის ფონ­დის ანა­ლი­ტი­კო­სი და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ რა დგას ქარ­თულ ენა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო მი­მარ­თვის უკან და რო­გორ უნდა აღიქ­ვან ის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გზავ­ნი­ლი მრა­ვალ­მხრი­ვია.

ილან ბერ­მა­ნი: ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ვი­დეო მი­მარ­თა ნა­თე­ლი სიგ­ნა­ლია იმი­სა, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სტრა­ტე­გი­ულ ხედ­ვას აფარ­თო­ებს სი­რი­ი­სა და ერა­ყის საბ­რძო­ლო ტრა­ექ­ტო­რი­ის მიღ­მა იქ, სა­დაც მას პო­ტენ­ცი­ა­ლი და ინ­ტე­რე­სი აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით. ასე ხდე­ბო­და ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. ახლა, გზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი აშ­კა­რა ინ­დი­კა­ცი­აა რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცეს აკ­ვირ­დე­ბა და გა­ფარ­თო­ე­ბას ცდი­ლობს. პა­რიზ­სა და სხვა­გან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მსგავ­სი თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ დავ­რწმუნ­დით, რომ ბრძო­ლა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­ამ­დეგ სი­ნამ­დვი­ლე­ში ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არ არის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, არა­მედ ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის რე­გი­ო­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აკე­თებს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვის ეგი­დით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და ამ დაჯ­გუ­ფე­ბის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას შე­ამ­ცი­რებს, მაგ­რამ ეს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა გლო­ბა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვა­ში ამ ქვე­ყა­ნა­საც მო­უ­ტანს სარ­გე­ბელს, რა­მე­თუ ტე­რო­რის ქსე­ლის ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვა მის გავ­რცე­ლე­ბა­საც აღ­მო­ფხვრის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ვა­ჩა­გა­ევს მი­აჩ­ნია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ქარ­თვე­ლებ­მა პა­ნი­კის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვონ და რომ ვი­დეო რგო­ლის გავ­რცე­ლე­ბა და მისი მე­სი­ჯი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ გუ­ლის­ხმობს "ბო­ე­ვიკ­თა" მყი­სი­ერ მოქ­მე­დე­ბებს. ვა­ჩა­გა­ე­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ანა­ლო­გი­ურ გზავ­ნი­ლებს "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" შე­ფი­ცუ­ლი სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის წევ­რე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში აგ­ზავ­ნი­ან და ეს ერ­თგვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა ყვე­ლას­თვის, ვინც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დრო­შის ქვეშ ერ­თი­ან­დე­ბა.

მა­ირ­ბეკ ვა­ჩა­გა­ე­ვი: ყვე­ლა­ფე­რი ეს უნდა გან­ვი­ხი­ლოთ იმ კონ­ტექ­სტში, რომ დაჯ­გუ­ფე­ბის ყვე­ლა უცხო­ელ­მა წევ­რმა ერ­თგვა­რი ან­გა­რი­ში უნდა ჩა­ა­ბა­როს, თუ რას ეკე­თებს ხა­ლიფ აბუ ბაქრ ალ ბაღ­და­დის ["ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­თა­უ­რი-მ.ვ.] სამ­სა­ხურ­ში. ამ ტი­პის ჩა­ნა­წე­რი მე აღ­ვიქ­ვი, რო­გორც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ქარ­თვე­ლი წევ­რე­ბის პრო­პა­გან­და.

რა­დი­კა­ლიზ­მის ნიშ­ნე­ბის გა­და­ტა­ნას პან­კი­სის სა­ზღვრებს მიღ­მა და შე­სა­ტყვი­სი მუ­შა­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მთავ­რო­ბის მხრი­დან, ორი­ვე ექ­სპერ­ტი ანა­ლო­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის გან­ცხა­დე­ბე­ბით ეხ­მი­ა­ნე­ბა:

ილან ბერ­მა­ნი: ის­ლა­მუ­რი რა­დი­კა­ლიზ­მის, და არა ჯი­ჰა­დის, საფრ­თხე სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ გა­რე­დან არის პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, ბოლო ათი წე­ლია პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ის­ლა­მუ­რი რა­დი­კა­ლე­ბის შეს­ვლით დღე­ვან­დელ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­გო და ერ­თგვა­რად, ამ ახა­ლი ნა­კა­დის წევ­რე­ბიც პან­კი­სის სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ამ­ზა­და. მაგ­რამ, მუს­ლი­მი თემი არც ისე დი­დია, და რო­გორც ჩანს ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ ფიქ­რობს. ვი­ტყო­დი პი­რი­ქით: ის, რაც ხდე­ბა, პირ­ველ რიგ­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ამ­ბი­ცი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, რომ მას რე­გი­ო­ნუ­ლი ხა­ლი­ფა­ტის შექ­მნა სურს და უნდა რე­გი­ო­ნის მთავ­რო­ბე­ბი გა­აფრ­თხი­ლოს, რომ სწო­რედ ასე­თი ზრახ­ვე­ბი ამოძ­რა­ვებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მთავ­რო­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას: მე გე­ტყვით, რომ "ალ-ქა­ი­და" და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ გაძ­ლი­ერ­დნენ, რომ ქვეყ­ნებ­ში მუს­ლი­მებს შე­სა­ტყვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ გა­აჩ­ნდათ, ისი­ნი არც საკ­მა­რი­სად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რაც არ უნდა მცი­რე ზო­მის იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლი­მუ­რი თემი, გა­სა­კე­თე­ბე­ლი ბევ­რია იმის­თვის, რათა ამ თემ­მა თავი სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლად, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად იგ­რძნოს ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.

მა­ირ­ბეკ ვა­ჩა­გა­ე­ვი: სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რო­გორ შე­წყვი­ტონ მსგავ­სი გზავ­ნი­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ან ის, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი რა­ღა­ცას აკე­თე­ბენ ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია და ისი­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. არც სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა, არც არა­ვინ მთავ­რო­ბა­ში არ იცის, რას­თან აქვს საქ­მე. ერ­თა­დერ­თი საღი აზრი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ამ თე­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ გა­აჟ­ღე­რა, რო­მელ­მაც ბრძა­ნა, რომ არ ღირს ის­ლა­მის, რო­გორც რე­ლი­გი­ის გა­შა­ვე­ბა და რომ ტე­რო­რის­ტებს რე­ლი­გია ან ეროვ­ნე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ. სხვა სი­ტყვე­ბით, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს არა­კო­რექ­ტუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის­გან ის­ლა­მის მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჭი­რო ძა­ლის­ხმე­ვას, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა იბ­რძო­ლონ თი­თო­ე­უ­ლი ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად, და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა უშ­ვე­ლოს, გა­კეთ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, რათა ის მარ­ტო არ დარ­ჩეს, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ერ­თოს მუს­ლი­მე­ბით და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ზე იმის­თვის, რათა მათ [მუს­ლი­მე­ბის თემ­მა] თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან ნა­წი­ლად იგ­რძნოს და მათ, რო­გორც ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, და­ი­ნა­ხონ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შემ­ხვედ­რი ინ­ტე­რე­სი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

არის თუ არა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა იმა­ში, რომ ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დო­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი მუს­ლიმ თემს ამ­დე­ნად რა­დი­კა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა ის­ლამ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ არის თან­მიმ­დევ­რუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ნა­ირ ზო­მებს არ მი­მარ­თავს, მა­ინც, ის თვალს ხუ­ჭავს ფსევ­დო პატ­რი­ო­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბებ­ზე ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან. წინ­წყა­რო­ში, მოხ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვე­ბი კარ­გი მა­გა­ლი­თია, თუ რო­გორ აძ­ლევს მთავ­რო­ბა დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილს აბუ­ჩად აიგ­დოს მე­ო­რე მხა­რე, და ეს მა­შინ, როცა ორი­ვე მხა­რე ქარ­თვე­ლია. მინ­და კარ­გად გა­მი­გონ მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­მა: თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი აქ­ცია მო­რიგ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­წყო­ბილ ადა­მი­ანს აყა­ლი­ბებს.

მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ის­ტო­რი­უ­ლად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბა და არ მის­ცეს სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს დის­კუ­სი­ა­ში, თუ რო­მე­ლი ის­ლა­მია კარ­გი ან ცუდი. დაე თი­თო­ე­ულ­მა ქარ­თველ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ში სწო­რედ ქარ­თვე­ლი და­ი­ნა­ხოს და არა იმით გან­სა­ჯოს ის, თუ რა აღმსა­რებ­ლო­ბის არის ეს ადა­მი­ა­ნი. და ბო­ლოს, მე ვფიქ­რობ პან­კი­სი და აჭა­რა გახ­დე­ბა ის ხიდი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას უსაფრ­თხო­ე­ბას მო­უ­ტანს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

უცხოელი ექსპერტები "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ქართულენოვან გზავნილებს აფასებენ

უცხოელი ექსპერტები "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ქართულენოვან გზავნილებს აფასებენ

"ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართულ ენაზე გავრცელებული ვიდეო რგოლის სავარაუდო გზავნილებზე, რადიკალიზმის გავრცელებასა და ქართველი მუსლიმების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამერიკის ხმამ ექსპერტების შეფასებები მოისმინა.

"ამერიკის ხმის" ქართული სამსახურის ინფორმაციით, ილან ბერმანი ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და აღნიშნულ საკითხებში განსწავლული მკვლევარია. მაირბეკ ვაჩაგაევი კი ჩეჩენი ისტორიკოსია, ამჟამად ვაშინგტონში არსებული ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი და სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი. გამოცემის ინფორმაციით, თუ რა დგას ქართულ ენაზე გავრცელებული ვიდეო მიმართვის უკან და როგორ უნდა აღიქვან ის საქართველოში, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გზავნილი მრავალმხრივია.

ილან ბერმანი: ისლამური სახელმწიფოს ვიდეო მიმართა ნათელი სიგნალია იმისა, რომ ეს ორგანიზაცია სტრატეგიულ ხედვას აფართოებს სირიისა და ერაყის საბრძოლო ტრაექტორიის მიღმა იქ, სადაც მას პოტენციალი და ინტერესი აქვს პოლიტიკური სტრუქტურების დამხობის მიზნით. ასე ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში. ახლა, გზავნილი საქართველოსადმი აშკარა ინდიკაციაა რომ ეს ორგანიზაცია პოსტ-საბჭოთა სივრცეს აკვირდება და გაფართოებას ცდილობს. პარიზსა და სხვაგან განვითარებული მსგავსი თავდასხმების შემდეგ დავრწმუნდით, რომ ბრძოლა "ისლამური სახელმწიფოს" წინაამდეგ სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში არ არის კონცენტრირებული, არამედ ევროპისა და ევრაზიის რეგიონებში მიმდინარეობს. ის, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევის ეგიდით, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს და ამ დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას შეამცირებს, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდება, თუმცა საქართველოს ჩართულობა გლობალურ ძალისხმევაში ამ ქვეყანასაც მოუტანს სარგებელს, რამეთუ ტერორის ქსელის ბრძოლისუნარიანობის შეზღუდვა მის გავრცელებასაც აღმოფხვრის საქართველოში.

ვაჩაგაევს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ქართველებმა პანიკისგან თავი უნდა შეიკავონ და რომ ვიდეო რგოლის გავრცელება და მისი მესიჯი, სავარაუდოდ, არ გულისხმობს "ბოევიკთა" მყისიერ მოქმედებებს. ვაჩაგაევი დარწმუნებულია, რომ ანალოგიურ გზავნილებს "ისლამურ სახელმწიფოს" შეფიცული სხვადასხვა ეროვნების წევრები მთელს მსოფლიოში აგზავნიან და ეს ერთგვარი მოვალეობაა ყველასთვის, ვინც "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ქვეშ ერთიანდება.

მაირბეკ ვაჩაგაევი: ყველაფერი ეს უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ დაჯგუფების ყველა უცხოელმა წევრმა ერთგვარი ანგარიში უნდა ჩააბაროს, თუ რას ეკეთებს ხალიფ აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ["ისლამური სახელმწიფოს" მეთაური-მ.ვ.] სამსახურში. ამ ტიპის ჩანაწერი მე აღვიქვი, როგორც "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი წევრების პროპაგანდა.

რადიკალიზმის ნიშნების გადატანას პანკისის საზღვრებს მიღმა და შესატყვისი მუშაობის საჭიროებას საზოგადოებისა და მთავრობის მხრიდან, ორივე ექსპერტი ანალოგიური ხასიათის განცხადებებით ეხმიანება:

ილან ბერმანი: ისლამური რადიკალიზმის, და არა ჯიჰადის, საფრთხე საქართველოში მხოლოდ გარედან არის პროვოცირებული. რა თქმა უნდა, ბოლო ათი წელია პანკისის ხეობაში ისლამური რადიკალების შესვლით დღევანდელმა სიტუაციამ მოიგო და ერთგვარად, ამ ახალი ნაკადის წევრებიც პანკისის სიტუაციამ მოამზადა. მაგრამ, მუსლიმი თემი არც ისე დიდია, და როგორც ჩანს ყველა ეს ადამიანი "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანებას არ ფიქრობს. ვიტყოდი პირიქით: ის, რაც ხდება, პირველ რიგში "ისლამური სახელმწიფოს" ამბიციის გამოვლინებაა, რომ მას რეგიონული ხალიფატის შექმნა სურს და უნდა რეგიონის მთავრობები გააფრთხილოს, რომ სწორედ ასეთი ზრახვები ამოძრავებს.

რაც შეეხება ქართული საზოგადოებისა და მთავრობის გამოხმაურებას: მე გეტყვით, რომ "ალ-ქაიდა" და "ისლამური სახელმწიფო" განსაკუთრებით იმიტომ გაძლიერდნენ, რომ ქვეყნებში მუსლიმებს შესატყვისი შესაძლებლობები არ გააჩნდათ, ისინი არც საკმარისად ინტეგრირებული ყოფილან საზოგადოებაში. რაც არ უნდა მცირე ზომის იყოს საქართველოს მუსლიმური თემი, გასაკეთებელი ბევრია იმისთვის, რათა ამ თემმა თავი სრულად რეალიზებულად, ინტეგრირებულად იგრძნოს ქვეყნის ცხოვრებაში.

მაირბეკ ვაჩაგაევი: საუბარი იმაზე, თუ როგორ შეწყვიტონ მსგავსი გზავნილების გავრცელება ან ის, რომ სპეცსამსახურები რაღაცას აკეთებენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, არასერიოზულია და ისინი ქართველი ხალხის ყურადღებას არ იმსახურებს. არც სპეცსამსახურებმა, არც არავინ მთავრობაში არ იცის, რასთან აქვს საქმე. ერთადერთი საღი აზრი, რომელიც არსებობს ამ თემასთან მიმართებაში პატრიარქმა ილია მეორემ გააჟღერა, რომელმაც ბრძანა, რომ არ ღირს ისლამის, როგორც რელიგიის გაშავება და რომ ტერორისტებს რელიგია ან ეროვნება არ გააჩნიათ. სხვა სიტყვებით, ქართული საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს არაკორექტული ბრალდებებისგან ისლამის მიმართ.

რაც შეეხება საჭირო ძალისხმევას, საქართველოში უნდა იბრძოლონ თითოეული ახალგაზრდა ადამიანის გადასარჩენად, და გააცნობიერონ, რომ თითოეულ ადამიანს მთელმა საზოგადოებამ უნდა უშველოს, გაკეთდეს ყველაფერი, რათა ის მარტო არ დარჩეს, როცა საზოგადოებისგან იმედგაცრუებული აღმოჩნდება. სასურველი იქნებოდა, რომ მთელი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ყურადღება გადაერთოს მუსლიმებით დასახლებულ რაიონებზე იმისთვის, რათა მათ [მუსლიმების თემმა] თავი საზოგადოების პასუხისმგებლიან ნაწილად იგრძნოს და მათ, როგორც ქვეყნის მოქალაქეებმა, დაინახონ სამოქალაქო საზოგადოების შემხვედრი ინტერესი და პასუხისმგებლობა.

არის თუ არა კანონზომიერება იმაში, რომ ერთი შეხედვით მშვიდობიან საქართველოში მცირერიცხოვანი მუსლიმ თემს ამდენად რადიკალური შეხედულებები ახასიათებს. სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ისლამთან მიმართებაში არ არის თანმიმდევრული. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუსლიმების წინააღმდეგ არანაირ ზომებს არ მიმართავს, მაინც, ის თვალს ხუჭავს ფსევდო პატრიოტების მოქმედებებზე ეკლესიის მხრიდან. წინწყაროში, მოხში, ქობულეთში მომხდარი შემთხვევები კარგი მაგალითია, თუ როგორ აძლევს მთავრობა დროს საზოგადოების ერთ ნაწილს აბუჩად აიგდოს მეორე მხარე, და ეს მაშინ, როცა ორივე მხარე ქართველია. მინდა კარგად გამიგონ მართლმადიდებლებმა: თითოეული ასეთი აქცია მორიგ, რადიკალურად განწყობილ ადამიანს აყალიბებს.

მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ შეინარჩუნოს ისტორიულად დამახასიათებელი ტოლერანტობა და არ მისცეს საკუთარ თავს უფლება ჩაერთოს დისკუსიაში, თუ რომელი ისლამია კარგი ან ცუდი. დაე თითოეულმა ქართველმა თანამემამულეში სწორედ ქართველი დაინახოს და არა იმით განსაჯოს ის, თუ რა აღმსარებლობის არის ეს ადამიანი. და ბოლოს, მე ვფიქრობ პანკისი და აჭარა გახდება ის ხიდი, რომელიც ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია