რუსეთმა თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა

რუსეთმა თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა

თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა. აღნიშნული კოლონა სირიელ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ ტვირთს სირიის ქალაქ აზაზში აწვდიდა.

არსებული ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა. მსხვერპლის შესახებ სხვადასხა ინფორმაცია ვრცელდება. სავარაუდოდ, დაღუპულთა რაოდენობა 7-დან 10-მდეა.

რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და არც მომხდარი დაუდასტურებია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა