მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუფტი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გამოქვეყნებული ვიდეოს ორი მონაწილის შესახებ საუბრობს
მუფტი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გამოქვეყნებული ვიდეოს ორი მონაწილის შესახებ საუბრობს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუფ­ტის, ბეგ­ლარ ქა­მა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ხე­ლით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ორი მო­ნა­წი­ლე მე­ჩეთ­ში ლოც­ვებ­ზე და­დი­ო­და. მისი თქმით, სა­უ­ბა­რია ხვი­ჩა გო­ბა­ძე­ზე და მა­მუ­კა ან­თი­ძე­ზე. რო­გორც მუფტ­მა დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, გო­ბა­ძე­ზე და­დე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და, თუმ­ცა რამ გა­ნა­პი­რო­ბა მისი წას­ვლა უც­ნო­ბია.

"ოჯა­ხებ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს. ორი პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ვიცი, რად­გან ისი­ნი და­დი­ოდ­ნენ მე­ჩეთ­ში და იყ­ვნენ მორ­წმუ­ნე­ნი. რამ გა­და­ა­წყვე­ტი­ნათ მათ ასე­თი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა, ჩე­მამ­დე ვერ მო­დის. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი უცებ ამას გა­და­წყვეტ­და. მე გო­ბა­ძე­ში ვხე­დავ­დი კარგ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს. მის შე­სა­ხებ არც შე­ვიწ­რო­ე­ბა გა­მი­გო­ნია. თუმ­ცა, რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა ეს ქმე­დე­ბა უც­ნო­ბია", - გა­ნა­ცხა­და მუფტ­მა.

მი­სი­ვე თქმით, უც­ნო­ბია თუ რა­ტომ იღე­ბენ სი­რი­ა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"არ ვიცი რა­ტომ მი­დი­ან ეს ადა­მა­ი­ნე­ბი. თქვეს, რომ პან­კი­სი­დან ფუ­ლის გამო მი­დი­ა­ნო, თუმ­ცა ჩემ­თვის უც­ნო­ბია სა­ერ­თოდ უხ­დი­ან თუ არა რა­ი­მეს ან რამ­დენს. ასე­ვე, გვაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე შე­საძ­ლოა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა ხდე­ბო­დეს, ასე­ვე სა­უ­ბა­რია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დარ­წმუ­ნე­ბა­ზე. ჩვენ თუ შე­ვამ­ჩნევთ ასეთ პრობ­ლე­მებს ადა­მი­ან­ში, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა გა­მო­ვას­წო­როთ", - გა­ნა­ცხა­და ბეგ­ლარ ქა­მა­ში­ძემ. მუფ­ტის­თვის უც­ნო­ბია რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია წა­სუ­ლი და გეგ­მა­ვენ თუ არა მუს­ლი­მი ახალ­გაზ­რდე­ბი მსგავ­სი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას.

"ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი, რომ იყოს სა­ხელ­მწი­ფოს ვე­ტყო­დი. მე არ ვარ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე, მე ვარ სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რი და სა­ხელ­მწი­ფო უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დი­ნე­ბა არ მოხ­დეს. მე არ ვიცი რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია წა­სუ­ლი ან რა­ტომ წა­ვი­და. ეს არის ბოლო ერთი წლის ამ­ბა­ვი, რაც ასე­თი გა­დი­ნე­ბა და წას­ვლა და­ი­წყო", - აღ­ნიშ­ნა ბეგ­ლარ ქა­მა­ში­ძემ.

მუფ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლო მუ­შა­ობს, რომ მუს­ლი­მებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს ჭეშ­მა­რი­ტი ის­ლა­მის შე­სა­ხებ, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს შე­უშ­ლის სი­რი­ა­ში გა­დი­ნე­ბას.

"ჩვენ ვმუ­შა­ობთ, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ იყოს მო­მა­ვალ­ში. ჩვენ გვყავს თე­ო­ლო­გე­ბი, გვაქვს რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც აკონ­ტრო­ლებს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოც. ვცდი­ლობთ, რომ ის ის­ლა­მი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლის მქა­და­გე­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­გონ. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ვეხ­მა­რე­ბით, ის ის­ლა­მი, რაც სიყ­ვა­რულს ქა­და­გებს, ჩა­ვუ­ნერ­გოთ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ ლი­ტე­რა­ტუ­რით, გვაქვს თვე­ში ერთხელ რე­ლი­გი­უ­რი გა­ზე­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქა­და­გე­ბე­ბით. ყო­ველ პა­რას­კევს წი­ნამ­ძღვრებს ვუ­რი­გებთ ქა­და­გე­ბებს, რო­მელ­შიც არის ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მი მო­ცე­მუ­ლი და ამით ვცდი­ლობთ, ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ გა­ე­დი­ნონ და აღარ გა­ა­კე­თონ ღვთის წი­ნა­შე მი­უ­ღე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­მართ მუ­ქა­რას - მე ღმერ­თმა მა­ჩუ­ქა ერთი სული და თუ წა­მარ­თვეს, ჩემი ღმერ­თი წა­მარ­თმევს იმ სულს", - გა­ნა­ცხა­და მუფტ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის­ლა­მი და ტე­რო­რიზ­მი გა­ი­მიჯ­ნოს ერ­თმა­ნე­თის­გან - ის­ლა­მი არას­დროს არ ყო­ფი­ლა ტე­რო­რიზ­მი და მუს­ლი­მი ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა ტე­რო­რის­ტი.

"ღმერ­თი გვიბ­რძა­ნებს – ვინც მოკ­ლას ერთი ადა­მი­ა­ნი, ისე­თი­ვე ცოდ­ვაა რო­გორც მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, ვინც გა­და­არ­ჩენს ერთ ადა­მი­ანს, ისე­თი­ვე მად­ლია რო­გორც მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა. რო­დე­საც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ტე­რო­რიზ­მზე, უნდა გა­ი­მიჯ­ნოს ის­ლა­მი და ტე­რო­რიზ­მი ერ­თმა­ნე­თის­გან. არის პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ ტე­რო­რის­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი, პი­როვ­ნე­ბე­ბი აშა­ვე­ბენ, მათი ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი რე­ლი­გი­ას არ უნდა მი­ვა­წე­როთ. ის­ლა­მი ყო­ველ­თვის გმობ­და და გმობს ძა­ლა­დო­ბას", - აღ­ნიშ­ნა მუფტ­მა. მი­სი­ვე თქმით, სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რე­ბი ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ლა­მი არ გა­მო­ი­ყე­ნონ ისე­თი ფორ­მით, რომ ვინ­მეს ის­ლა­მი შე­ძულ­დეს.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ის­ლა­მო­ფო­ბი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი საქ­ცი­ე­ლი. შე­საძ­ლოა ეს იყოს გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე, რომ­ლებ­საც სურთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ა­ძუ­ლოს ის­ლა­მი. მე ძა­ლი­ან ვთხოვ ყვე­ლას, მათ შო­რის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ ვე­ცა­დოთ ჩვენ თვი­თონ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბით არ შევ­ქმნათ პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც კი­დევ მეტ და­ძა­ბუ­ლო­ბას მო­ი­ტანს სა­ხელ­მწი­ფო­ში. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა შე­საძ­ლოა ისე­თი ფონი შექ­მნან, რომ ტე­რო­რის­ტებ­მა თქვან - ყუ­რა­დღე­ბას გვაქ­ცე­ვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ვა­ში­ნე­თო. მე­დია უნდა ეცა­დოს ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს, ხოლო სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­იც­ვას უსაფრ­თხო­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მუფტ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მუფტი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გამოქვეყნებული ვიდეოს ორი მონაწილის შესახებ საუბრობს

მუფტი "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გამოქვეყნებული ვიდეოს ორი მონაწილის შესახებ საუბრობს

სრულიად საქართველოს მუფტის, ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გამოქვეყნებული ვიდეოს ორი მონაწილე მეჩეთში ლოცვებზე დადიოდა. მისი თქმით, საუბარია ხვიჩა გობაძეზე და მამუკა ანთიძეზე. როგორც მუფტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გობაძეზე დადებითი ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა რამ განაპირობა მისი წასვლა უცნობია.

"ოჯახებთან არანაირი შეხება არ მაქვს. ორი პიროვნების შესახებ ვიცი, რადგან ისინი დადიოდნენ მეჩეთში და იყვნენ მორწმუნენი. რამ გადააწყვეტინათ მათ ასეთი ქმედების ჩადენა, ჩემამდე ვერ მოდის. ვერ წარმომედგინა, რომ მორწმუნე ადამიანი უცებ ამას გადაწყვეტდა. მე გობაძეში ვხედავდი კარგ მორწმუნე ადამიანს. მის შესახებ არც შევიწროება გამიგონია. თუმცა, რატომ ჩაიდინა ეს ქმედება უცნობია", - განაცხადა მუფტმა.

მისივე თქმით, უცნობია თუ რატომ იღებენ სირიაში საბრძოლველად წასვლის გადაწყვეტილებას.

"არ ვიცი რატომ მიდიან ეს ადამაინები. თქვეს, რომ პანკისიდან ფულის გამო მიდიანო, თუმცა ჩემთვის უცნობია საერთოდ უხდიან თუ არა რაიმეს ან რამდენს. ასევე, გვაქვს ინფორმაციები, რომ ამ ადამიანებზე შესაძლოა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდეს, ასევე საუბარია სოციალური ქსელების მეშვეობით დარწმუნებაზე. ჩვენ თუ შევამჩნევთ ასეთ პრობლემებს ადამიანში, ეს ადამიანები უნდა გამოვასწოროთ", - განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ. მუფტისთვის უცნობია რამდენი ადამიანია წასული და გეგმავენ თუ არა მუსლიმი ახალგაზრდები მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.

"ჩემთვის ცნობილი, რომ იყოს სახელმწიფოს ვეტყოდი. მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე, მე ვარ სასულიერო ლიდერი და სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რომ ადამიანების გადინება არ მოხდეს. მე არ ვიცი რამდენი ადამიანია წასული ან რატომ წავიდა. ეს არის ბოლო ერთი წლის ამბავი, რაც ასეთი გადინება და წასვლა დაიწყო", - აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.

მუფტის განცხადებით, მუსლიმთა სამმართველო მუშაობს, რომ მუსლიმებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ჭეშმარიტი ისლამის შესახებ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის სირიაში გადინებას.

"ჩვენ ვმუშაობთ, რომ პრობლემები არ იყოს მომავალში. ჩვენ გვყავს თეოლოგები, გვაქვს რამდენიმე სასწავლებელი, რომელსაც აკონტროლებს მუსლიმთა სამმართველოც. ვცდილობთ, რომ ის ისლამი, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სიყვარულის მქადაგებელია, ადამიანებმა გაიგონ. სასულიერო პირები ვეხმარებით, ის ისლამი, რაც სიყვარულს ქადაგებს, ჩავუნერგოთ ჩვენ საზოგადოებას. ამ მიმართულებით ვმუშაობთ ლიტერატურით, გვაქვს თვეში ერთხელ რელიგიური გაზეთი ტრადიციული ქადაგებებით. ყოველ პარასკევს წინამძღვრებს ვურიგებთ ქადაგებებს, რომელშიც არის ტრადიციული ისლამი მოცემული და ამით ვცდილობთ, ადამიანები აღარ გაედინონ და აღარ გააკეთონ ღვთის წინაშე მიუღებელი ქმედებები. რაც შეეხება სასულიერო პირების მიმართ მუქარას - მე ღმერთმა მაჩუქა ერთი სული და თუ წამართვეს, ჩემი ღმერთი წამართმევს იმ სულს", - განაცხადა მუფტმა.

მისივე თქმით, აუცილებელია ისლამი და ტერორიზმი გაიმიჯნოს ერთმანეთისგან - ისლამი არასდროს არ ყოფილა ტერორიზმი და მუსლიმი ვერასდროს იქნება ტერორისტი.

"ღმერთი გვიბრძანებს – ვინც მოკლას ერთი ადამიანი, ისეთივე ცოდვაა როგორც მთელი კაცობრიობის განადგურება, ვინც გადაარჩენს ერთ ადამიანს, ისეთივე მადლია როგორც მთელი კაცობრიობის გადარჩენა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტერორიზმზე, უნდა გაიმიჯნოს ისლამი და ტერორიზმი ერთმანეთისგან. არის პრობლემები, მაგრამ ტერორისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი. თუ ადამიანები, პიროვნებები აშავებენ, მათი ჩადენილი დანაშაული რელიგიას არ უნდა მივაწეროთ. ისლამი ყოველთვის გმობდა და გმობს ძალადობას", - აღნიშნა მუფტმა. მისივე თქმით, სასულიერო ლიდერები ყურადღებას აქცევენ, რომ საქართველოში ისლამი არ გამოიყენონ ისეთი ფორმით, რომ ვინმეს ისლამი შეძულდეს.

"ეს ყველაფერი არის ისლამოფობიისკენ მიმართული საქციელი. შესაძლოა ეს იყოს გარკვეული პოლიტიკური ძალებიდან მომდინარე, რომლებსაც სურთ, რომ საზოგადოებას შეაძულოს ისლამი. მე ძალიან ვთხოვ ყველას, მათ შორის მედიასაშუალებებს, რომ ვეცადოთ ჩვენ თვითონ ჩვენი გადაცემებით არ შევქმნათ პრობლემები, რომელიც კიდევ მეტ დაძაბულობას მოიტანს სახელმწიფოში. მედიასაშუალებებმა შესაძლოა ისეთი ფონი შექმნან, რომ ტერორისტებმა თქვან - ყურადღებას გვაქცევენ და საზოგადოება შევაშინეთო. მედია უნდა ეცადოს ნაკლები ყურადღება დაუთმოს, ხოლო სახელმწიფომ უნდა დაიცვას უსაფრთხოება", - აღნიშნა მუფტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ