კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი მედვედევის თქმით, თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად რუსეთ-ნატოს ურთიერთობას საფრთხე შეექმნა
დიმიტრი მედვედევის თქმით, თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად რუსეთ-ნატოს ურთიერთობას საფრთხე შეექმნა

რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად საფრ­თხე შე­ექ­მნა რუ­სეთ-ნა­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბას. კე­თილ­მი­ზე­ბუ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კი "შე­ირ­ყა".

"თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას სამი შე­დე­გი მოჰ­ყვა. პირ­ვე­ლი, ეს არის რუ­სეთ-ნა­ტოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ში­ში და­ძაბ­ვა, რა­საც ვერც ერთი ინ­ტე­რე­სით, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბის დაც­ვით ვერ გა­ა­მარ­თლებ. მე­ო­რე, თურ­ქეთ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბით "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძოლ­თა დაც­ვის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, რაც გა­საკ­ვი­რი არ არის იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ზო­გი­ერთ თურ­ქი მა­ღალ­ჩი­ნო­სანს პირ­და­პი­რი ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" კუთ­ვნილ სა­წარ­მო­ებ­ზე ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბას.

მე­სა­მე, შე­ირ­ყა ხან­გრძლი­ვი კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის, მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კურ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სფე­რო­ებ­ში. ამ ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ამის პირ­და­პი­რი შე­დე­გი შე­საძ­ლოა გახ­დეს უა­რის თქმა მნიშ­ვნე­ლო­ვან ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებ­ზე. თურ­ქულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა კი შე­საძ­ლოა, რუ­სულ ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბი და­კარ­გონ", - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დიმიტრი მედვედევის თქმით, თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად რუსეთ-ნატოს ურთიერთობას საფრთხე შეექმნა

დიმიტრი მედვედევის თქმით, თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად რუსეთ-ნატოს ურთიერთობას საფრთხე შეექმნა

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად საფრთხე შეექმნა რუსეთ-ნატოს ურთიერთობას. კეთილმიზებულური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კი "შეირყა".

"თურქეთის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებას სამი შედეგი მოჰყვა. პირველი, ეს არის რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობის საშიში დაძაბვა, რასაც ვერც ერთი ინტერესით, მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დაცვით ვერ გაამართლებ. მეორე, თურქეთმა ფაქტობრივად, საკუთარი ქმედებებით "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა დაცვის დემონსტრირება მოახდინა, რაც გასაკვირი არ არის იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ თურქი მაღალჩინოსანს პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვს, რომელიც უკავშირდება "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილ საწარმოებზე ნავთობპროდუქტების მიწოდებას.

მესამე, შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამ ზარალის ანაზღაურება რთული იქნება. ამის პირდაპირი შედეგი შესაძლოა გახდეს უარის თქმა მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე. თურქულმა კომპანიებმა კი შესაძლოა, რუსულ ბაზარზე პოზიციები დაკარგონ", - განაცხადა მედვედევმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა