საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სწორედ ასეთი განცხადებებია ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა" - პაატა ქურდაძე ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსს
"სწორედ ასეთი განცხადებებია ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა" - პაატა ქურდაძე ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსს

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბაპ­ტის­ტურ-ევან­გე­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სის, რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ა­კე­თა. "სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რაც არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძე, სკან­და­ლურ მი­მარ­თვას, სა­დაც ოთხი ქარ­თვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ემუქ­რე­ბა.

"ამ ქა­ლის (არ ვიცი ბაპ­ტის­ტე­ბი რო­გორ მი­მარ­თა­ვენ ეპის­კო­პო­სებს) აზ­რით, სა­ხელ­მწი­ფოა დამ­ნა­შა­ვე იმა­ში, რომ ის ოთხი აჭა­რე­ლი კრე­ტი­ნი პო­ტენ­ცი­ურ კა­ცი­ჭა­მი­ად გა­და­იქ­ცა და ქარ­თვე­ლებს ყე­ლის გა­მოჭ­რით ემუქ­რე­ბა, რად­გან რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც მოხ­და აჭა­რის ქრის­ტი­ან და მუს­ლიმ მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის ის ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლურ დო­ნემ­დე აზო­გა­დებს, აბა­ნა­ლუ­რებს. ეს რომ რ2 ნაც­ვლად, რო­მე­ლი­მე ნორ­მა­ლურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ხდე­ბო­დეს და ჟურ­ნა­ლის­ტიც სხვა იყოს, ამ ეპის­კო­პოსს, რო­მე­ლიც მე პი­რა­დად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აქ­ტი­ვისტს უფრო მა­გო­ნებს, ალ­ბათ პირ­ველ რიგ­ში შე­ე­კი­თხე­ბო­და: - საფ­რან­გეთ­ში რაღა მოხ­და მა­შინ? აქაც სა­ხელ­მწი­ფოა დამ­ნა­შა­ვე მუს­ლიმ­თა დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­ში და ამი­ტომ და­იმ­სა­ხუ­რა ფრან­გმა ხალ­ხმა მის სკო­ლა­ში გაზ­რდი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან ის ბარ­ბა­რო­სო­ბა, რა­საც ასე­თი მა­სი­უ­რი და სის­ხლი­ა­ნი ხა­სი­ა­თი აქვს დღეს მი­ღე­ბუ­ლი? ან და თუ ეს ახალ­გაზ­რდე­ბი რე­ლი­გი­უ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პლნი არი­ან და ამი­ტომ შე­უ­ერ­თდნენ ისისს, მა­შინ რა­ტომ ვამ­ბობთ მა­შინ ტე­რო­რიზმს რე­ლი­გია არა აქვს?... იქ­ნებ კი­თხვე­ბი ის­ლა­მის შიგ­ნი­თაც არის და­სას­მე­ლი, რა­საც აკე­თე­ბენ კი­დეც ფრან­გი მუს­ლი­მე­ბი?... ჩემი აზ­რით, სწო­რედ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბია ყვე­ლა­ზე დიდი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­დე­საც მუს­ლი­მურ თემს თავ­ზე ხელს უს­ვამ და მის წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რის ნაც­ვლად პო­ლი­ტი­კურ პო­პუ­ლიზმს ეწე­ვი. სწო­რედ ეს იწ­ვევს გა­უ­გებ­რო­ბას, წყე­ნას და აგ­რე­სი­ას ყვე­ლას მხრი­დან და ყვე­ლას მი­მართ, მათ შო­რის ბა­ბტისტ- ევან­გე­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც.

ნუ ამ გა­ბუ­ნი­ა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, ეგ მარ­თლა ფე­ნო­მე­ნია ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ისე­დაც ფე­ნო­მე­ნა­ლურ ის­ტო­რი­ა­ში", - წერს ქურ­და­ძე.

თოქ-შოუ არ­ჩე­ვან­ში სა­უბ­რის დროს გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბამ "ყვე­ლა­ნა­ი­რად უბიძ­გა სა­ქარ­თვე­ლოს, ზუს­ტად ის საფრ­თხე შექ­მნო­და, რა­ზეც იმ ვი­დე­ო­ში არის სა­უ­ბა­რი".

"სამ­წუ­ხა­როდ, სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რაც არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ყვე­ლა ის ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რისი გა­დად­გმაც არ შე­იძ­ლე­ბო­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად უბიძ­გა სა­ქარ­თვე­ლოს, ზუს­ტად ის საფრ­თხე შექ­მნო­და, რა­ზეც იმ ვი­დე­ო­ში არის სა­უ­ბა­რი. მე ვფიქ­რობ, რომ დღე­ვან­დელ დღეს მუს­ლი­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, მათ შო­რის უმ­რავ­ლე­სო­ბის ქრის­ტი­ან ღვდელმსა­ხურს ვგუ­ლის­ხმობ, ვი­საც ჭკუა მო­ე­კი­თხე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბას სიმ­შვი­დის­კენ უნდა მო­უ­წო­დოს. ძა­ლი­ან დიდი ნი­ა­და­გი არ­სე­ბობს იმი­სა, რომ რე­ლი­გი­უ­რი ნი­ა­დაგ­ზე ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე შე­იქ­მნას. თუ ქრის­ტი­ა­ნებს გა­უჩ­ნდე­ბათ გან­ცდა, რომ საფრ­თხე­ში იქ­ნე­ბა, ეს ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა. შიში და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბის მი­მარ­თვა ვი­თა­რე­ბას კი­დევ უფრო გამ­წვა­ვებს ვი­თა­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძემ.

"სწორედ ასეთი განცხადებებია ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა" - პაატა ქურდაძე ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსს

"სწორედ ასეთი განცხადებებია ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა" - პაატა ქურდაძე ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსს

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გოცირიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა. "სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა", - ასე გამოეხმაურა რუსუდან გოცირიძე, სკანდალურ მიმართვას, სადაც ოთხი ქართველი საქართველოს ემუქრება.

"ამ ქალის (არ ვიცი ბაპტისტები როგორ მიმართავენ ეპისკოპოსებს) აზრით, სახელმწიფოა დამნაშავე იმაში, რომ ის ოთხი აჭარელი კრეტინი პოტენციურ კაციჭამიად გადაიქცა და ქართველებს ყელის გამოჭრით ემუქრება, რადგან რამდენიმე ძალიან სამწუხარო ინციდენტს, რომელიც მოხდა აჭარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის ის ინსტიტუციონალურ დონემდე აზოგადებს, აბანალურებს. ეს რომ რ2 ნაცვლად, რომელიმე ნორმალურ ტელევიზიაში ხდებოდეს და ჟურნალისტიც სხვა იყოს, ამ ეპისკოპოსს, რომელიც მე პირადად არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტს უფრო მაგონებს, ალბათ პირველ რიგში შეეკითხებოდა: - საფრანგეთში რაღა მოხდა მაშინ? აქაც სახელმწიფოა დამნაშავე მუსლიმთა დისკრიმინაციაში და ამიტომ დაიმსახურა ფრანგმა ხალხმა მის სკოლაში გაზრდილი ახალგაზრდებისგან ის ბარბაროსობა, რასაც ასეთი მასიური და სისხლიანი ხასიათი აქვს დღეს მიღებული? ან და თუ ეს ახალგაზრდები რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და ამიტომ შეუერთდნენ ისისს, მაშინ რატომ ვამბობთ მაშინ ტერორიზმს რელიგია არა აქვს?... იქნებ კითხვები ისლამის შიგნითაც არის დასასმელი, რასაც აკეთებენ კიდეც ფრანგი მუსლიმები?... ჩემი აზრით, სწორედ ასეთი განცხადებებია ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, როდესაც მუსლიმურ თემს თავზე ხელს უსვამ და მის წილ პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად პოლიტიკურ პოპულიზმს ეწევი. სწორედ ეს იწვევს გაუგებრობას, წყენას და აგრესიას ყველას მხრიდან და ყველას მიმართ, მათ შორის ბაბტისტ- ევანგელისტების წინააღმდეგაც.

ნუ ამ გაბუნიაზე არაფერს ვამბობ, ეგ მართლა ფენომენია ქართული ტელევიზიის ისედაც ფენომენალურ ისტორიაში", - წერს ქურდაძე.

თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გოცირიძემ განაცხადა, რომ მთავრობამ "ყველანაირად უბიძგა საქართველოს, ზუსტად ის საფრთხე შექმნოდა, რაზეც იმ ვიდეოში არის საუბარი".

"სამწუხაროდ, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. ყველა ის ნაბიჯი გადადგა, რისი გადადგმაც არ შეიძლებოდა. ყველანაირად უბიძგა საქართველოს, ზუსტად ის საფრთხე შექმნოდა, რაზეც იმ ვიდეოში არის საუბარი. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს მუსლიმა სასულიერო პირებთან ერთად ყველა სასულიერო პირმა, მათ შორის უმრავლესობის ქრისტიან ღვდელმსახურს ვგულისხმობ, ვისაც ჭკუა მოეკითხება, მოსახლეობას სიმშვიდისკენ უნდა მოუწოდოს. ძალიან დიდი ნიადაგი არსებობს იმისა, რომ რელიგიური ნიადაგზე ურთიერთდაპირისპირების საფრთხე შეიქმნას. თუ ქრისტიანებს გაუჩნდებათ განცდა, რომ საფრთხეში იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. შიში და ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის მიმართვა ვითარებას კიდევ უფრო გამწვავებს ვითარებას", - აღნიშნა რუსუდან გოცირიძემ.

"არაჩვეულებრივი იყო, როცა ეს წერილები წაიკითხა, გაოცდა და გულში ჩაიკრა ნაგროვები სიყვარული" - ეკა ბესელია შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

"სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათი... ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს შეიძლება კატასტროფის მიზეზი გახდეს" - ზურაბ გურული შეზღუდვების საფრთხეებზე

"კულტურული სტერეოტიპებით გაჟღენთილ საქართველოში, მაგარი ბანძობაა იყო ცოლი" - მარიამ კუკუნაშვილი