პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობას
იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ ვდგა­ვართ თურ­ქე­თის გვერ­დით და პა­ტივს ვცემთ თურ­ქე­თის – ნა­ტოს პარტნი­ო­რის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ, ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა გა­ა­კე­თა.

სტოლ­ტენ­ბერ­გმა მხა­რე­ებს სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვი­სა­კენ მო­უ­წო­და. მი­სი­ვე თქმით, ნა­ტოს სამ­ხედ­რო სა­ზღვრე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი გაგ­რძელ­დე­ბა.

"თურ­ქე­თის ელჩმა მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. ასე­ვე ვე­სა­უბ­რე თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. თურ­ქეთ­მა მოგ­ვახ­სე­ნა რუ­სე­თის ბომბდამ­შე­ნის მიერ თურ­ქე­თის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ. მე მაქვს ჩემი მო­საზ­რე­ბა იმ ყვე­ლა­ფერ­ზე, რა­საც რუ­სე­თი ნა­ტოს სა­ზღვრებ­თან ახ­ლოს ახორ­ცი­ე­ლებს, იმ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ზე. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ინ­ცი­დენ­ტე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მო­ხერ­ხდე­ბა. ჩვენ ვდგა­ვართ თურ­ქე­თის გვერ­დით და პა­ტივს ვცემთ თურ­ქე­თის – ნა­ტოს პარტნი­ო­რის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. გა­ვაგ­რძე­ლებთ ნა­ტოს სამ­ხედ­რო სა­ზღვრე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ძა­ლი­ან ახ­ლოს. ვე­ლო­დე­ბი, რომ შედ­გე­ბა შემ­დგო­მი კონ­ტაქ­ტე­ბი ან­კა­რა­სა და მოს­კოვს შო­რის. მო­ვუ­წო­დებ მხა­რე­ებს სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის­კენ", - გა­ნა­ცხა­და იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა. თურ­ქე­თის მიერ რუ­სე­თის "სუ-24"-ის ჩა­მოგ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­უ­სელ­ში, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გა­მოს­ვლის ქარ­თულ თარ­გმანს "რუს­თა­ვი2"-ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობას

იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ მის ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის – ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას, - აღნიშნული განცხადება გუშინ, ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

სტოლტენბერგმა მხარეებს სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგი გაგრძელდება.

"თურქეთის ელჩმა მოგვაწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე. ასევე ვესაუბრე თურქეთის პრემიერ-მინისტრს. თურქეთმა მოგვახსენა რუსეთის ბომბდამშენის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. მე მაქვს ჩემი მოსაზრება იმ ყველაფერზე, რასაც რუსეთი ნატოს საზღვრებთან ახლოს ახორციელებს, იმ სამხედრო ოპერაციებზე. იმედია, მომავალში ინციდენტების თავიდან აცილება მოხერხდება. ჩვენ ვდგავართ თურქეთის გვერდით და პატივს ვცემთ თურქეთის – ნატოს პარტნიორის ტერიტორიულ მთლიანობას. გავაგრძელებთ ნატოს სამხედრო საზღვრების მონიტორინგს ძალიან ახლოს. ველოდები, რომ შედგება შემდგომი კონტაქტები ანკარასა და მოსკოვს შორის. მოვუწოდებ მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. თურქეთის მიერ რუსეთის "სუ-24"-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი" იენს სტოლტენბერგის გამოსვლის ქართულ თარგმანს "რუსთავი2"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა