საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ დავგეგმოთ წარმატებული დღე - რჩევები დავით კენჭაძისგან"
"როგორ დავგეგმოთ წარმატებული დღე - რჩევები დავით კენჭაძისგან"

1.როცა ადა­მი­ანს დღის მან­ძილ­ზე ბევ­რი სხვა­დას­ხვა საქ­მის გა­კე­თე­ბა უწევს, მეტი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბი­სათ­ვის, სა­ჭი­როა თუ არა გეგ­მის ჩა­მო­წე­რა და თი­თო­ე­უ­ლი წუ­თის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გან­სა­ზღვრა?

თუ შე­ვა­და­რებთ წარ­მა­ტე­ბულ და სა­შუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან, მივ­ხვდე­ბით, რომ ერთ-ერთი მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა მათ შო­რის მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რად იყე­ნე­ბენ დროს. იმი­სათ­ვის, რომ გა­ვი­გოთ, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ დრო ეფექ­ტუ­რად, ვნა­ხოთ, თუ რო­გორ აკე­თე­ბენ ამას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლი­დე­რე­ბი.

ერთ-ერთი მთა­ვა­რი წესი, რაც მათ წარ­მა­ტე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, არის წი­ნას­წარ საქ­მის და­გეგ­მვა. ძა­ლი­ან ბევ­რი მსოფ­ლიო დო­ნის ლი­დე­რი საქ­მე­ებს გეგ­მავს არა მხო­ლოდ ერთი დღით ადრე, არა­მედ კვი­რით, თვით, წლი­თაც კი. მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­წე­რი­ლი აქვთ და იცი­ან, რო­დის რა და რო­გორ გა­ა­კე­თონ. რო­დე­საც იწყებთ საქ­მე­ე­ბის წი­ნას­წარ და­გეგ­მვას, ამავდრო­უ­ლად სწორ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას იღებთ, შე­ას­რუ­ლოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნე­ბი. რო­გორ გან­ვსა­ზღვროთ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი? ამის­თვის არ­სე­ბობს 80/20-ის, იგი­ვე პა­რე­ტოს წესი, რაც გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს - ჩვე­ნი შე­დე­გე­ბის 80% ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბის 20%-შია და­მა­ლუ­ლი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, კარ­გად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, თუ რო­მე­ლია ეს 20%. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, თუ ირ­ჩევთ სწორ პრი­ო­რი­ტე­ტებს და ხართ ბო­ლომ­დე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ამ საქ­მე­ებ­ზე, მი­ი­ღებთ ძა­ლი­ან მა­ღალ შე­დე­გებს. ეს ხდე­ბა სწო­რედ და­გეგ­მვის დროს, რო­დე­საც აა­ნა­ლი­ზებთ, რა უნდა გა­ა­კე­თოთ მომ­დევ­ნო კვი­რებ­ში. დრო შე­ზღუ­დუ­ლია და ყვე­ლას ამ მხრივ ერთი და იგი­ვე რე­სურ­სი აქვს, თუმ­ცა და­გეგ­მა­რე­ბის დროს თქვენ სა­ზღვრავთ პრი­ო­რი­ტე­ტებს და გა­მო­ყოფთ დროს მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად, რაც მის უფრო ეფექ­ტურ გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. რაც უფრო ზუს­ტად ახორ­ცი­ე­ლებთ და­გეგ­მვას, მით უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხდე­ბით, იზ­რდე­ბა და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხიც, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გათ­ვა­ლეთ. ამავდრო­უ­ლად, მცირ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი შფოთ­ვაც, რაც იმ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას ახა­სი­ა­თებს, ვი­საც ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე აქვს ერ­თდრო­უ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

2. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, რა დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, გან­წყო­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი რა როლს თა­მა­შობს?

თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მათი უმე­ტე­სო­ბა ფლობს გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ თვი­სე­ბებს - არი­ან პო­ზი­ტი­უ­რად გან­წყო­ბი­ლე­ბი და მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც პო­ზი­ტი­უ­რი ხედ­ვა აქვთ. თუმ­ცა ამას ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვით ყვე­ლა ლი­დერ­ზე, რად­გან არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ქა­რიზ­მა­ტუ­ლე­ბი, არ გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, არ ცდი­ლო­ბენ გუნ­დის მარ­თვას ე.წ."Emotional intelligent"-ის მეშ­ვე­ო­ბით, მაგ­რამ მათ მა­ინც გა­მოს­დით საქ­მე. პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად აკე­თე­ბენ საქ­მეს, როცა პო­ზი­ტი­უ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი. რო­დე­საც იცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­ვა, ეს და­მა­ტე­ბი­თი ად­რე­ნა­ლი­ნი და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბია, სხვა სი­ტყვე­ბით - გო­ნებ­რი­ვი ენერ­გე­ტი­კა, რო­მე­ლიც გამ­ხნე­ვებთ, და­მა­ტე­ბით სტი­მულ­სა და სურ­ვილს გაძ­ლევთ, უფრო მეტი საქ­მე უფრო ეფექ­ტუ­რად გა­ა­კე­თოთ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

აგ­რეთ­ვე არის მე­ო­რე სა­კი­თხი - ხედ­ვა, რო­მე­ლიც აქვს ლი­დერს. ხედ­ვა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია გუნ­დის სა­მარ­თა­ვად, რად­გა­ნაც გუნდს ვერ მარ­თავ, თუ არ გაქვთ სა­ერ­თო ხედ­ვა. გუნ­დმა უნდა იცო­დეს, სად მი­დის, რა არის მო­მა­ვა­ლი და რა მოხ­დე­ბა ამ მო­მა­ვალ­ში, რაც ამო­ტი­ვი­რებს გუნ­დის და­ნარ­ჩენ წევ­რებს. ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც იმარ­თე­ბა ძა­ლი­ან დიდი გუნ­დე­ბი. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა ის, რომ ბევ­რი ლი­დე­რი ამ პრინ­ცი­პებს პრაქ­ტი­კა­ში არ იყე­ნებს. მო­მავ­ლის ხედ­ვის გა­რე­შე ურ­თუ­ლე­სია წარ­მა­ტე­ბუ­ლი გუნ­დის შეკ­ვრა და მისი გა­მარ­ჯვე­ბის­კენ წაყ­ვა­ნა.

3. რო­გორ გავ­მიჯ­ნოთ ერ­თმა­ნე­თის­გან პი­რა­დი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რომ ორი­ვე სა­კი­თხში გარ­კვე­ულ ბა­ლანსს მი­ვაღ­წი­ოთ?

ძა­ლი­ან კარ­გი შე­კი­თხვაა. რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დი, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვას ყვე­ლა ადა­მი­ან­მა ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. უნდა დავ­ტო­ვოთ პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი სახ­ლში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი კი სამ­სა­ხურ­ში. მეს­მის, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია და ალ­ბათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ინ­ტერ­ვი­უს კი­თხუ­ლობს, ფიქ­რობს, რომ ამის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­აჩ­ნი­ათ. რა თქმა უნდა, ზოგ­ჯერ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ცაა პრობ­ლე­მის ზო­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუ ის ძა­ლი­ან დი­დია და სა­ნერ­ვი­უ­ლო, ამ შემ­თხვე­ვა­ში და­გე­თან­ხმე­ბით. თუმ­ცა, სხვა შემ­თხვე­ვებ­ში ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან დიდი პრობ­ლე­მე­ბი მთლი­ა­ნი პრობ­ლე­მე­ბის სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის 5-10%-ს შე­ად­გენს ხოლ­მე.

არის მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლი­თაც შე­გიძ­ლი­ათ ეს სა­კი­თხი და­ა­ბა­ლან­სოთ. წესი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - რა­ტომ უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ პრობ­ლე­მებ­ზე? ან რა არის სა­ერ­თოდ პრობ­ლე­მა? და­ვი­წყოთ სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამით. პრობ­ლე­მა არის სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც რა­ღაც არ გა­მო­დის ისე, რო­გორც ჩვენ გვინ­და. შე­სა­ბა­მი­სად, არის ორი გა­მო­სა­ვა­ლი: შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ეს სა­კი­თხი და და­ვუს­ვათ ჩვენს თავს შე­კი­თხვა - არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა? თუ პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ რა აზრი აქვს მას­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბას? მაგ­რამ, თუ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, უნდა მო­ვიქ­ცეთ ისე, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ცე­ვი­ან - გავ­ხდეთ მოქ­მე­დე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი და გა­ვა­კე­თოთ ყო­ველ­დღი­უ­რად/ყო­ველ­სა­ა­თობ­რი­ვად (სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე) რა­ღაც იმის­თვის, რომ მო­ვაგ­ვა­როთ ეს პრობ­ლე­მა. ამი­ტომ გირ­ჩევთ, რომ გა­მიჯ­ნოთ პრობ­ლე­მე­ბი საქ­მის­გან და გახ­სოვ­დეთ, რაც უფრო მე­ტად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი ხართ საქ­მე­ზე, უფრო მარ­ტი­ვად გა­ვი­წყდე­ბათ პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი და პი­რი­ქით, რაც უფრო მე­ტად ფი­კუ­სი­რე­ბუ­ლი ხართ ოჯახ­ზე და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, უფრო მარ­ტი­ვად გა­ვი­წყდე­ბათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ახ­დი­ნეთ ფო­კუ­სი­რე­ბა, და­ფიქ­რდით, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და თუ ისი­ნი მოგ­ვა­რე­ბა­დია, მა­შინ უბ­რა­ლოდ იმოქ­მე­დეთ.

4. არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი, რომ­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დე­გაც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, დღე ნამ­დვი­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა?

აღ­ვნიშ­ნავ, რომ მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვაა. მო­დით, პირ­ველ რიგ­ში, რად­გან ახ­სე­ნეთ წარ­მა­ტე­ბა, გან­ვსა­ზღვროთ, რას ნიშ­ნავს წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე. ეს არის დღე, რო­დე­საც ჩვენ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ფიქ­რე­ბულ ამო­ცა­ნებს ისე შე­ვას­რუ­ლებთ, რო­გორც გვსურ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე დავ­ფიქ­რდეთ, თუ რო­გორ ვი­მოქ­მე­დოთ ისე, რომ ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. პირ­ველ რიგ­ში სა­ჭი­როა მო­ტი­ვა­ცია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა, რად­გან ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბის გა­რე­შე შე­სა­ბა­მი­სი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა. თქვენ დი­ლი­დან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოთ, რომ ეს დღე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და თქვენ სა­უ­კე­თე­სო ხართ. იყა­ვით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ თქვენ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას შეძ­ლებთ და გა­მო­ავ­ლენთ თქვენს უნი­კა­ლურ თვი­სე­ბას, რო­მე­ლი­ცაა ბრძო­ლის ჟინი, რაც არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­გა­ხე­ვი­ნებთ უკან და ბო­ლომ­დე მი­გაყ­ვა­ნი­ნებთ და­წყე­ბულ საქ­მეს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა, რაც სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

მას შემ­დეგ, რაც დარ­წმუნ­დე­ბით და ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და ქა­რიზ­მით აღივ­სე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრეთ, თუ რა არის სა­ჭი­რო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თვის. ეს არის გარ­კვე­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ უნდა შე­ვას­რუ­ლოთ. ასე­ვე უნდა გან­სა­ზღვროთ ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც მი­ი­ღებთ დღის სა­სურ­ველ შე­დეგს.

უმე­ტე­სად ადა­მი­ა­ნე­ბი არ აკე­თე­ბენ ბო­ლომ­დე გათ­ვლას, თუ რა წი­ნა­პი­რო­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბია სა­ჭი­რო მიზ­ნის მიღ­წე­ვი­სათ­ვის. შემ­დეგ კი უკ­ვირთ, რა­ტომ ვერ აღ­წე­ვენ ამა თუ იმ მი­ზანს. სწო­რედ ამი­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვა­ლოთ და და­გეგ­მოთ კარ­გად იმი­სათ­ვის, რომ ეს დღე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს.

ასე­ვე არის მე­სა­მე ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია - ყო­ველ­დღე და­თე­სეთ მარ­ცვა­ლი თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის. ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი და­უთ­მეთ თქვე­ნი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბას. თუ ამას გა­ა­კე­თებთ, თქვენ 10 წლის შემ­დეგ წა­კი­თხუ­ლი გექ­ნე­ბათ 30-50 პრო­ფე­სი­უ­ლი წიგ­ნი და უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გაქ­ცევთ სუ­პერ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად. თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ ამ პრინ­ცი­პებს, მერ­წმუ­ნეთ, რომ ყო­ვე­ლი შემ­დე­გი დღე წი­ნა­ზე ბევ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ქრის­ტი­ნა გამ­თე­ნა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"როგორ დავგეგმოთ წარმატებული დღე - რჩევები დავით კენჭაძისგან"

"როგორ დავგეგმოთ წარმატებული დღე - რჩევები დავით კენჭაძისგან"

1.როცა ადამიანს დღის მანძილზე ბევრი სხვადასხვა საქმის გაკეთება უწევს, მეტი ორგანიზებულობისათვის, საჭიროა თუ არა გეგმის ჩამოწერა და თითოეული წუთის  მიზანმიმართულად განსაზღვრა?

თუ შევადარებთ წარმატებულ და საშუალო ადამიანებს ერთმანეთთან, მივხვდებით, რომ ერთ-ერთი მთავარი განსხვავება მათ შორის მდგომარეობს იმაში, რომ წარმატებული ადამიანები გაცილებით ეფექტურად იყენებენ დროს. იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ დრო ეფექტურად, ვნახოთ, თუ როგორ აკეთებენ ამას წარმატებული ლიდერები.

ერთ-ერთი მთავარი წესი, რაც მათ წარმატებას განაპირობებს, არის წინასწარ საქმის დაგეგმვა. ძალიან ბევრი მსოფლიო დონის ლიდერი საქმეებს გეგმავს არა მხოლოდ ერთი დღით ადრე, არამედ კვირით, თვით, წლითაც კი. მათ ყველაფერი გაწერილი აქვთ და იციან, როდის რა და როგორ გააკეთონ. როდესაც იწყებთ საქმეების წინასწარ დაგეგმვას, ამავდროულად სწორ გადაწვეტილებას იღებთ, შეასრულოთ მნიშვნელოვანი ამოცანები. როგორ განვსაზღვროთ პრიორიტეტული ამოცანები? ამისთვის არსებობს 80/20-ის, იგივე პარეტოს წესი, რაც გულისხმობს შემდეგს - ჩვენი შედეგების 80% ჩვენი საქმეების 20%-შია დამალული. ჩვენი ამოცანაა, კარგად გავაანალიზოთ, თუ რომელია ეს 20%. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ირჩევთ სწორ პრიორიტეტებს და ხართ ბოლომდე ფოკუსირებული ამ საქმეებზე, მიიღებთ ძალიან მაღალ შედეგებს. ეს ხდება სწორედ დაგეგმვის დროს, როდესაც აანალიზებთ, რა უნდა გააკეთოთ მომდევნო კვირებში. დრო შეზღუდულია და ყველას ამ მხრივ ერთი და იგივე რესურსი აქვს, თუმცა დაგეგმარების დროს თქვენ საზღვრავთ პრიორიტეტებს და გამოყოფთ დროს მათ შესასრულებლად, რაც მის უფრო ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს. რაც უფრო ზუსტად ახორციელებთ დაგეგმვას, მით უფრო წარმატებული ხდებით, იზრდება დავალებების შესრულების ხარისხიც, რადგან ყველაფერი წინასწარ გათვალეთ. ამავდროულად, მცირდება ყოველდღიური შფოთვაც, რაც იმ ადამიანთა უმეტესობას ახასიათებს, ვისაც ძალიან ბევრი საქმე აქვს ერთდროულად გასაკეთებელი.

2. წარმატებული ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა დასკვნების გაკეთება შეგვიძლია, განწყობა და პოზიტიური მოლოდინები რა როლს თამაშობს?

თუ დავაკვირდებით წარმატებულ ადამიანებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უმეტესობა ფლობს გამორჩეული ლიდერებისათვის დამახასიათებელ თვისებებს - არიან პოზიტიურად განწყობილები და მომავალთან დაკავშირებითაც პოზიტიური ხედვა აქვთ. თუმცა ამას ცალსახად ვერ ვიტყვით ყველა ლიდერზე, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ქარიზმატულები, არ გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, არ ცდილობენ გუნდის მართვას ე.წ.“Emotional intelligent”-ის მეშვეობით, მაგრამ მათ მაინც გამოსდით საქმე. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანები გაცილებით მარტივად აკეთებენ საქმეს, როცა პოზიტიურად არიან განწყობილები. როდესაც იცი, რომ ყველაფერი კარგად გამოვა, ეს დამატებითი ადრენალინი და დადებითი ემოციებია, სხვა სიტყვებით - გონებრივი ენერგეტიკა, რომელიც გამხნევებთ, დამატებით სტიმულსა და სურვილს გაძლევთ, უფრო მეტი საქმე უფრო ეფექტურად გააკეთოთ დასახული მიზნების მისაღწევად.

აგრეთვე არის მეორე საკითხი - ხედვა, რომელიც აქვს ლიდერს. ხედვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია გუნდის სამართავად, რადგანაც გუნდს ვერ მართავ, თუ არ გაქვთ საერთო ხედვა. გუნდმა უნდა იცოდეს, სად მიდის, რა არის მომავალი და რა მოხდება ამ მომავალში, რაც ამოტივირებს გუნდის დანარჩენ წევრებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რომლითაც იმართება ძალიან დიდი გუნდები. თუმცა, სამწუხარო რეალობაა ის, რომ ბევრი ლიდერი ამ პრინციპებს პრაქტიკაში არ იყენებს. მომავლის ხედვის გარეშე ურთულესია წარმატებული გუნდის შეკვრა და მისი გამარჯვებისკენ წაყვანა.

3. როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პირადი და სამსახურებრივი ყოველდღიური პრობლემები, რომ ორივე საკითხში გარკვეულ ბალანსს მივაღწიოთ?

ძალიან კარგი შეკითხვაა. რეალურად არსებობს ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელიც უნდა დაიცვას ყველა ადამიანმა ასეთ სიტუაციაში. უნდა დავტოვოთ პირადი პრობლემები სახლში, სამსახურებრივი კი სამსახურში. მესმის, ეს ძალიან რთულია და ალბათ ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ინტერვიუს კითხულობს, ფიქრობს, რომ ამის გაკეთება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ წარმოუდგენლად მიაჩნიათ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ წარმოუდგენელიცაა პრობლემის ზომიდან გამომდინარე. თუ ის ძალიან დიდია და სანერვიულო, ამ შემთხვევაში დაგეთანხმებით. თუმცა, სხვა შემთხვევებში ამის გაკეთება შესაძლებელია, რადგან დიდი პრობლემები მთლიანი პრობლემების სრული რაოდენობის 5-10%-ს შეადგენს ხოლმე.

არის მეორე მნიშვნელოვანი საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ ეს საკითხი დააბალანსოთ. წესი ძალიან მარტივია - რატომ უნდა ვინერვიულოთ პრობლემებზე? ან რა არის საერთოდ პრობლემა? დავიწყოთ საუბარი სწორედ ამით. პრობლემა არის სიტუაცია, როდესაც რაღაც არ გამოდის ისე, როგორც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, არის ორი გამოსავალი: შეგვიძლია გავაანალიზოთ ეს საკითხი და დავუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა - არის თუ არა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება? თუ პასუხი უარყოფითია და პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, მაშინ რა აზრი აქვს მასზე ნერვიულობას? მაგრამ, თუ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც წარმატებული ადამიანები იქცევიან - გავხდეთ მოქმედებაზე ორიენტირებულნი და გავაკეთოთ ყოველდღიურად/ყოველსაათობრივად (სიტუაციიდან გამომდინარე) რაღაც იმისთვის, რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ამიტომ გირჩევთ, რომ გამიჯნოთ პრობლემები საქმისგან და გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად ფოკუსირებული ხართ საქმეზე, უფრო მარტივად გავიწყდებათ პირადი პრობლემები და პირიქით, რაც უფრო მეტად ფიკუსირებული ხართ ოჯახზე და პირად ცხოვრებაზე, უფრო მარტივად გავიწყდებათ სამსახურებრივი პრობლემები. შესაბამისად, მოახდინეთ ფოკუსირება, დაფიქრდით, არის თუ არა შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება და თუ ისინი მოგვარებადია, მაშინ უბრალოდ იმოქმედეთ.

4. არსებობს კონკრეტული პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც, დიდი ალბათობით, დღე ნამდვილად წარმატებული იქნება?

აღვნიშნავ, რომ მართლაც საინტერესო შეკითხვაა. მოდით, პირველ რიგში, რადგან ახსენეთ წარმატება, განვსაზღვროთ, რას ნიშნავს წარმატებული დღე. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ დღის განმავლობაში ჩაფიქრებულ ამოცანებს ისე შევასრულებთ, როგორც გვსურდა. აქედან გამომდინარე დავფიქრდეთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ ჩვენი ჩანაფიქრი განვახორციელოთ. პირველ რიგში საჭიროა მოტივაცია, ფსიქოლოგიური მიდგომა, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. წარმოუდგენელია ფსიქოლოგიური განწყობის გარეშე შესაბამისი მიზნების მიღწევა. თქვენ დილიდან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს დღე წარმატებული იქნება და თქვენ საუკეთესო ხართ. იყავით დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ და გამოავლენთ თქვენს უნიკალურ თვისებას, რომელიცაა ბრძოლის ჟინი, რაც არცერთ შემთხვევაში არ დაგახევინებთ უკან და ბოლომდე მიგაყვანინებთ დაწყებულ საქმეს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა, რაც სასურველი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით და ენთუზიაზმითა და ქარიზმით აღივსებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა არის საჭირო ჩაფიქრებული მიზნების მიღწევისთვის. ეს არის გარკვეული ამოცანები, რომლებიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. ასევე უნდა განსაზღვროთ ქმედებები, რომლის შესრულების შემდეგაც მიიღებთ დღის სასურველ შედეგს.

უმეტესად ადამიანები არ აკეთებენ ბოლომდე გათვლას, თუ რა წინაპირობები და ქმედებებია საჭირო მიზნის მიღწევისათვის. შემდეგ კი უკვირთ, რატომ ვერ აღწევენ ამა თუ იმ მიზანს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ყველაფერი გათვალოთ და დაგეგმოთ კარგად იმისათვის, რომ ეს დღე წარმატებული იყოს.

ასევე არის მესამე ფაქტორი, რომელიც მნიშნელოვანია - ყოველდღე დათესეთ მარცვალი თქვენი მომავალი წარმატებისთვის. ყოველდღიურად მინიმუმ ნახევარი საათი დაუთმეთ თქვენი თავის განვითარებას. თუ ამას გააკეთებთ, თქვენ 10 წლის შემდეგ წაკითხული გექნებათ 30-50 პროფესიული წიგნი და უამრავი საინტერესო მასალა, რომელიც გაქცევთ სუპერ პროფესიონალად. თუ გაითვალისწინებთ ამ პრინციპებს, მერწმუნეთ, რომ ყოველი შემდეგი დღე წინაზე ბევრად წარმატებული იქნება.

ქრისტინა გამთენაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია