მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის დედა შვილის უკანასკნელ დანაბარებსა და მის გაუჩინარებაზე საუბრობს
ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის დედა შვილის უკანასკნელ დანაბარებსა და მის გაუჩინარებაზე საუბრობს

გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლის, ბად­რი ირე­მა­ძის დე­დის, მერი ირე­მა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მისი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან აგ­ვის­ტოს ბო­ლოს წა­ვი­და. მერი ირე­მა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ოთხი მებ­რძო­ლი­დან ერთ-ერთი თა­ვი­სი შვი­ლია. მი­სი­ვე თქმით, წას­ვლი­სას ბად­რი ირე­მა­ძემ უთხრა, რომ თურ­ქეთ­ში ჩაის საკ­რე­ფად მი­დი­ო­და, რათა ვა­ლე­ბი გა­და­ე­ხა­და.

"ჩაის საკ­რე­ფად მივ­დი­ვა­რო, და­მემ­შვი­დო­ბა. ვა­ლე­ბი მაქ­ვსო, თქვა და უნდა გა­და­ვი­ხა­დოო. აგ­ვის­ტოს ბოლო იქ­ნე­ბო­და. შემ­დეგ, ერთ-ერთი სი­რი­ა­ში წა­სუ­ლის მშობ­ლის­გან გა­ვი­გე, რომ სი­რი­ა­ში არი­ა­ნო", - გა­ნა­ცხა­და ირე­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, შვილ­მა წე­რი­ლიც გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც დე­დას პა­ტი­ე­ბას სთხოვს.

"წე­რილ­ში წერს, რომ მა­პა­ტიე ყვე­ლა­ფე­რი თუ რამე გატ­კი­ნეო. ვა­ლე­ბი მაქვს ცოტა და თხი­ლის ფუ­ლით გა­და­ი­ხა­დეო და თუ ჩემი შვი­ლი მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, მი­მი­ხე­დეო", - აღ­ნიშ­ნავს ირე­მა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ბად­რი ირე­მა­ძე ორი წლის წინ და­ო­ჯახ­და, ორი თვის წინ კი შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა ცოლ­თან გარ­კვე­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და.

მერი ირე­მა­ძის თქმით, შვილ­მა უთხრა, რომ მუს­ლი­მე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად წა­ვი­და სი­რი­ა­ში, თუმ­ცა ამა­ში რას გუ­ლის­ხმობს, ბად­რი ირე­მა­ძის დედა არ სა­უბ­რობს. ბად­რი ირე­მა­ძე 32 წლი­საა.

ინ­ტერ­ნეტ­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ხე­ლით ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გავ­რცელ­და. ქარ­თულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე პი­რე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი მუს­ლი­მე­ბის მი­მართ სა­უბ­რო­ბენ. ისი­ნი მუს­ლი­მებს "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის" მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბმუ­ლე­ბი მეტი დე­ტა­ლის­თვის:

ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის დედა შვილის უკანასკნელ დანაბარებსა და მის გაუჩინარებაზე საუბრობს

ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის დედა შვილის უკანასკნელ დანაბარებსა და მის გაუჩინარებაზე საუბრობს

გუშინ გამოქვეყნებული ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, ბადრი ირემაძის დედის, მერი ირემაძის განცხადებით, მისი შვილი საქართველოდან აგვისტოს ბოლოს წავიდა. მერი ირემაძე ადასტურებს, რომ გამოქვეყნებულ ვიდეოში ოთხი მებრძოლიდან ერთ-ერთი თავისი შვილია. მისივე თქმით, წასვლისას ბადრი ირემაძემ უთხრა, რომ თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიოდა, რათა ვალები გადაეხადა.

"ჩაის საკრეფად მივდივარო, დამემშვიდობა. ვალები მაქვსო, თქვა და უნდა გადავიხადოო. აგვისტოს ბოლო იქნებოდა. შემდეგ, ერთ-ერთი სირიაში წასულის მშობლისგან გავიგე, რომ სირიაში არიანო", - განაცხადა ირემაძემ.

მისივე თქმით, შვილმა წერილიც გამოუგზავნა, სადაც დედას პატიებას სთხოვს.

"წერილში წერს, რომ მაპატიე ყველაფერი თუ რამე გატკინეო. ვალები მაქვს ცოტა და თხილის ფულით გადაიხადეო და თუ ჩემი შვილი მოევლინა ქვეყანას, მიმიხედეო", - აღნიშნავს ირემაძემ. მისივე თქმით, ბადრი ირემაძე ორი წლის წინ დაოჯახდა, ორი თვის წინ კი შვილი შეეძინა, თუმცა ცოლთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდა.

მერი ირემაძის თქმით, შვილმა უთხრა, რომ მუსლიმების დასახმარებლად წავიდა სირიაში, თუმცა ამაში რას გულისხმობს, ბადრი ირემაძის დედა არ საუბრობს. ბადრი ირემაძე 32 წლისაა.

ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მნიშვნელოვანი ბმულები მეტი დეტალისთვის:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია