პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატი თემურ ჭკუასელი სექსიზმსა და ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს
დეპუტატი თემურ ჭკუასელი სექსიზმსა და ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტი თე­მურ ჭკუ­ა­სე­ლი სექ­სიზმსა და ქა­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

კო­მი­ტეტ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტსა და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში ქალ­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით კვო­ტე­ბის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­ექ­ტის ერთ-ერთი ავ­ტო­რი სწო­რედ თე­მურ ჭკუ­ა­სე­ლია.

კვო­ტი­რე­ბის მიზ­ნებ­ზე სა­უბ­რი­სას ჭკუ­ა­სელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "მა­მა­კა­ცებს უფრო გლო­ბა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა აქვთ". დე­პუ­ტა­ტის ამ ნათ­ქვამს არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლის, ბაია პა­ტა­რა­ი­ას პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, რომ­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, ქა­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა და სექ­სიზ­მია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ მა­მა­კა­ცე­ბი უკე­თე­სად ან სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნე­ბენ.

თა­ვის მხრივ ჭკუ­ა­სელ­მა გან­მარ­ტა - მხედ­ვე­ლო­ბა­ში ჰქონ­და ის, რომ ქა­ლებს გლო­ბა­ლურ აზ­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად, აქვთ თვი­სე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ დე­ტა­ლებს, რო­მელ­საც ხან­და­ხან მა­მა­კა­ცე­ბი ვერ ამ­ჩნე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექ­ტის, პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ში წარ­სად­გენ პრო­პორ­ცი­ულ სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში, სქეს­თა შო­რის ბა­ლან­სის დაც­ვის მიზ­ნით, ყო­ველ მომ­დევ­ნო სამ კან­დი­დატს შო­რის ერთი მა­ინც, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის კან­დი­და­ტი უნდა იყოს. ეს კი, ინი­ცი­ა­ტორ­თა აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში სულ მცი­რე 23 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის პარ­ლა­მენ­ტა­რის ყო­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ამას­თან, "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით სქე­სის პრინ­ცი­პის დაც­ვა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის გა­მოკ­ლე­ბუ­ლი წევ­რის ად­გილ­მო­ნაც­ვლით შეც­ვლი­სას. კერ­ძოდ, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, თუ პარ­ლა­მენ­ტის გა­მოკ­ლე­ბუ­ლი წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით იყო არ­ჩე­უ­ლი, მის ად­გილს პარ­ლა­მენ­ტში იმა­ვე სი­ა­ში რი­გით მომ­დევ­ნო კან­დი­და­ტი იკა­ვებს.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით, თუკი რი­გით მომ­დევ­ნო კან­დი­და­ტი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბა­ზე უარს ამ­ბობს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ვა­კან­ტურ ად­გილს სი­ა­ში მომ­დევ­ნო იმა­ვე სქე­სის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი იკა­ვებს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ასარ­ჩევ ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას.

რო­გორც პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ეკა ბე­სე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, კვო­ტი­რე­ბის წე­სის შე­მო­ღე­ბას ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტი არ იზი­ა­რებს და პარ­ლა­მენ­ტში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა კონ­სე­სუ­სის მიღ­წე­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

დეპუტატი თემურ ჭკუასელი სექსიზმსა და ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს

დეპუტატი თემურ ჭკუასელი სექსიზმსა და ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი თემურ ჭკუასელი სექსიზმსა და ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

კომიტეტში განიხილავენ "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით კვოტების შემოღებას ითვალისწინებს. პროექტის ერთ-ერთი ავტორი სწორედ თემურ ჭკუასელია.

კვოტირების მიზნებზე საუბრისას ჭკუასელმა განაცხადა, რომ "მამაკაცებს უფრო გლობალური აზროვნება აქვთ". დეპუტატის ამ ნათქვამს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, ბაია პატარაიას პროტესტი მოჰყვა, რომლის შეფასებითაც, ქალების შეურაცხყოფა და სექსიზმია იმაზე საუბარი, რომ მამაკაცები უკეთესად ან სხვანაირად აზროვნებენ.

თავის მხრივ ჭკუასელმა განმარტა - მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ქალებს გლობალურ აზროვნებასთან ერთად, აქვთ თვისება, ყურადღება მიაქციონ დეტალებს, რომელსაც ხანდახან მამაკაცები ვერ ამჩნევენ.

რაც შეეხება პროექტის, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც, განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ეს კი, ინიციატორთა აზრით, საქართველოს პარლამენტში სულ მცირე 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის ყოლას უზრუნველყოფს.

ამასთან, "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით სქესის პრინციპის დაცვა გათვალისწინებულია პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლით შეცვლისას. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი პარტიული სიით იყო არჩეული, მის ადგილს პარლამენტში იმავე სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი იკავებს.

პარლამენტში ინიცირებული პროექტით, თუკი რიგით მომდევნო კანდიდატი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს, ასეთ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს სიაში მომდევნო იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იკავებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდას.

როგორც პროექტის განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აღნიშნა, კვოტირების წესის შემოღებას ყველა დეპუტატი არ იზიარებს და პარლამენტში საჭირო იქნება კონსესუსის მიღწევა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: "პალიტრანიუსის" სპეციალური გამოშვება - გიორგი შაქარაშვილის საქმე

ოქრიაშვილის მხარდაჭერის გამო დმანისის მერი "ქართული ოცნების" რიგებიდან გარიცხეს

"აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - ენზელ მკოიანის ადვოკატი