პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან თბილი და რომანტიკული ადამიანია" - "ვოისელმა" ანი ღონღაძემ ცხოვრება ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელს დაუკავშირა
"ძალიან თბილი და რომანტიკული ადამიანია" - "ვოისელმა" ანი ღონღაძემ ცხოვრება ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელს დაუკავშირა

ანი ღონ­ღა­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი "ვო­ი­სის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, დათო ფორჩხი­ძის ჯგუფ­ში იყო. პრო­ექ­ტმა ის მო­უ­ტა­ნა, რომ თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით მეტი მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, ხალ­ხმა გა­იც­ნო, რო­გორც ამ­ბობს, "ქუ­ჩის ბი­ჭებ­თა­ნაც" ჩა­წე­რა სიმ­ღე­რე­ბი და მათ­თან ერ­თად კლი­პიც გა­და­ი­ღო...

გა­სულ კვი­რას ანიმ ჯვა­რი და­ი­წე­რა. მისი მე­უღ­ლე თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვის" ნა­ხე­ვარმცვე­ლი, 25 წლის გი­ორ­გი თექ­ტურ­მა­ნი­ძეა. სხვა­თა შო­რის, მათ სიყ­ვა­რულ­საც სწო­რედ "ვო­ის­მა" და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს მა­ნამ­დეც იც­ნობ­დნენ.

ანი ღონ­ღა­ძე:

- ერ­თმა­ნე­თი ჯერ კი­დევ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნით, რო­დე­საც "ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბა­ზე" ჩა­ვა­ბა­რე. გი­ორ­გი ჩემ­ზე 2 კურ­სით წინ იყო, ისიც იმა­ვე ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, მაგ­რამ მა­შინ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. უბ­რა­ლოდ, ერ­თმა­ნეთს გა­მარ­ჯო­ბით ვიც­ნობ­დით. და­ახ­ლო­ე­ბით, 2 წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. "ვო­ის­ში" რომ გა­მოვ­ჩნდი, იმის მერე გა­ნახ­ლდა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, პირ­ვე­ლად მა­შინ მომ­წე­რა... მოკ­ლედ, დავ­მე­გობ­რდით, და­ვახ­ლოვ­დით და ასე ვი­ყა­ვით 2 წელი, კვი­რას კი, სა­გუ­რა­მო­ში ჯვრის­წე­რა გვქონ­და. მერე ყაზ­ბეგ­ში, ჩვენს მეჯ­ვა­რე­ებ­თან, უახ­ლო­ეს ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად წა­ვე­დით. ფო­ტო­სე­სია იქ გვქონ­და.

- რო­გორც ჩანს, თა­ვი­დან­ვე გქონ­და გი­ორ­გის მი­მართ სიმ­პა­თია...

- მა­შინ, როცა ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვი­წყეთ, სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, თუ ჩვე­ნი ამ­ბა­ვი ასე გან­ვი­თარ­დე­ბო­და, საქ­მე აქამ­დე მი­ვი­დო­და. არც მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად მოხ­და. გი­ორ­გი ისე­თი ადა­მი­ნია, რომ მა­ლე­ვე გა­ვი­გეთ, ერ­თად რომ ვიქ­ნე­ბო­დით.

- ფეხ­ბურ­თი გიყ­ვარს?

- აზ­რზე არ ვი­ყა­ვი, სა­ერ­თოდ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი თუ არ­სე­ბობ­და, არა­და, ამ­დე­ნი კლუ­ბი და ამ­დე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი ყო­ფი­ლა... ამ სპორ­ტში უკვე კარ­გად გა­ვერ­კვიე ისე, რომ თვი­თონ ვე­კი­თხე­ბი მე­უღ­ლეს რა­ღა­ცებს, - მინ­და, ფეხ­ბურ­თის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ შე­ვი­ტყო. თა­მა­შებ­ზეც დავ­დი­ვარ. ფეხ­ბურ­თე­ლებს დიდი ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბათ და ვცდი­ლობ, გი­ორ­გის ხელი შე­ვუ­წყო.

- გი­ორ­გი ფეხ­ბურ­თე­ლიც არის და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეც?

- კი, ფეხ­ბურ­თის გარ­და უნ­დო­და, რომ კი­დევ რა­ღაც პრო­ფე­სია ჰქო­ნო­და და "თე­ატ­რა­ლურ­ში" ამი­ტომ ჩა­ა­ბა­რა. ჩემ­ზე 2 წლით ადრე და­ამ­თავ­რა.

- რო­გორც თქვი, ქორ­წი­ლი ვიწ­რო წრე­ში გა­და­ი­ხა­დეთ. ხალ­ხმრა­ვა­ლი ქორ­წი­ლი არ გიყ­ვართ?

- 300-კა­ცი­ა­ნი და რა­ღაც ასე­თი ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი პი­რა­დად მე არ მიყ­ვარს, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში იქ სტუმ­რის სტა­ტუ­სი­თაც არ დავ­დი­ვარ, თავს ვა­რი­დებ. ამი­ტომ, პა­ტა­რა ქორ­წი­ლი მინ­დო­და, ვიწ­რო წრე­ში, ღია ცის ქვეშ, მაგ­რამ ამის­თვის, იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გი ამინ­დე­ბი არ დაგ­ვემ­თხვა. მოკ­ლედ, არ გა­მო­მი­ვი­და. არა­და, ჩემი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი მომ­ღე­რა­ლია, რომ­ლე­ბიც იქ იმ­ღე­რებ­დნენ, ცო­ცხა­ლი ბენ­დი და­უკ­რავ­და, მინ­დო­და, ეს დღე ასე გაგ­ვე­ლა­მა­ზე­ბი­ნა...

ახლა ჯვა­რი იმის­თვის და­ვი­წე­რეთ, რომ სა­ცხოვ­რე­ბალდ ცალ­კე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით. ამის­თვის ბინა ვი­ყი­დეთ და ბოლო სამი თვე იმა­ზე ვი­ყა­ვით გა­დარ­თუ­ლე­ბი, რომ გაგ­ვე­რე­მონ­ტე­ბი­ნა და იქა­უ­რო­ბა ორი­ვემ სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­ვა­წყვეთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ჯვრის­წე­რას, გვინ­დო­და, ლა­მაზ ად­გი­ლას წავ­სუ­ლი­ყა­ვით და ყაზ­ბე­გი ავირ­ჩი­ეთ. თან, გი­ორ­გი წარ­მო­შო­ბით იქი­დან არის, სახ­ლიც აქვს იქ...

ხე­ლის­მო­წე­რას და უფრო დიდ ქორ­წილს თუ არ დაგ­ვე­ზა­რა, თავს მერე მო­ვა­ბამთ. უფრო გავზრდით სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რომ ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი ბევ­რმა გა­ი­ზი­ა­როს.

- რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, ამ მხრივ ახლა რას აკე­თებ?

- ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბის ჩა­წე­რას ვა­პი­რებ, თუ შევ­ძე­ლი, კლიპ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ღებ, მინ­და, რომ თა­ვი­დან და­ვი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, სა­ნამ ჯერ კი­დევ ხალ­ხს ჩემი სა­ხე­ლი ახ­სოვს. ყვე­ლაფ­რის გა­ნახ­ლე­ბა მინ­და, თუმ­ცა კონ­ცერ­ტე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად სულ მაქვს ხოლ­მე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სიმ­ღე­რა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თო იმის­თვის, რომ ის გა­მო­მი­ვი­დეს, რაც მინ­და.

- მე­უღ­ლე მხარს გი­ჭერს?

- კი, ჩემ­ზე მე­ტად ის არის მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი და მე­უბ­ნე­ბა, რომ არ გავ­ჩერ­დე და და­მეხ­მა­რე­ბა. ძა­ლი­ან თბი­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ძალიან თბილი და რომანტიკული ადამიანია" - "ვოისელმა" ანი ღონღაძემ ცხოვრება ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელს დაუკავშირა

"ძალიან თბილი და რომანტიკული ადამიანია" - "ვოისელმა" ანი ღონღაძემ ცხოვრება ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელს დაუკავშირა

ანი ღონღაძე პირველი ქართული "ვოისის" შემადგენლობაში, დათო ფორჩხიძის ჯგუფში იყო. პროექტმა ის მოუტანა, რომ თავისი საყვარელი საქმიანობით მეტი მუშაობის საშუალება მიეცა, ხალხმა გაიცნო, როგორც ამბობს, "ქუჩის ბიჭებთანაც" ჩაწერა სიმღერები და მათთან ერთად კლიპიც გადაიღო...

გასულ კვირას ანიმ ჯვარი დაიწერა. მისი მეუღლე თბილისის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი, 25 წლის გიორგი თექტურმანიძეა. სხვათა შორის, მათ სიყვარულსაც სწორედ "ვოისმა" დაუდო საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ.

ანი ღონღაძე:

- ერთმანეთი ჯერ კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში გავიცანით, როდესაც "ხელოვნებათმცოდნეობაზე" ჩავაბარე. გიორგი ჩემზე 2 კურსით წინ იყო, ისიც იმავე ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ მაშინ ახლო ურთიერთობა არ გვქონია. უბრალოდ, ერთმანეთს გამარჯობით ვიცნობდით. დაახლოებით, 2 წელიწად-ნახევარია, რაც შეყვარებულები ვართ. "ვოისში" რომ გამოვჩნდი, იმის მერე განახლდა ჩვენი ურთიერთობა, პირველად მაშინ მომწერა... მოკლედ, დავმეგობრდით, დავახლოვდით და ასე ვიყავით 2 წელი, კვირას კი, საგურამოში ჯვრისწერა გვქონდა. მერე ყაზბეგში, ჩვენს მეჯვარეებთან, უახლოეს ადამიანებთან ერთად წავედით. ფოტოსესია იქ გვქონდა.

- როგორც ჩანს, თავიდანვე გქონდა გიორგის მიმართ სიმპათია...

- მაშინ, როცა ურთიერთობა დავიწყეთ, სრულიად წარმოუდგენელი იყო, თუ ჩვენი ამბავი ასე განვითარდებოდა, საქმე აქამდე მივიდოდა. არც მიფიქრია, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. გიორგი ისეთი ადამინია, რომ მალევე გავიგეთ, ერთად რომ ვიქნებოდით.

- ფეხბურთი გიყვარს?

- აზრზე არ ვიყავი, საერთოდ ქართული ფეხბურთი თუ არსებობდა, არადა, ამდენი კლუბი და ამდენი ფეხბურთელი ყოფილა... ამ სპორტში უკვე კარგად გავერკვიე ისე, რომ თვითონ ვეკითხები მეუღლეს რაღაცებს, - მინდა, ფეხბურთის შესახებ ბევრი რამ შევიტყო. თამაშებზეც დავდივარ. ფეხბურთელებს დიდი ხელშეწყობა სჭირდებათ და ვცდილობ, გიორგის ხელი შევუწყო.

- გიორგი ფეხბურთელიც არის და ხელოვნებათმცოდნეც?

- კი, ფეხბურთის გარდა უნდოდა, რომ კიდევ რაღაც პროფესია ჰქონოდა და "თეატრალურში" ამიტომ ჩააბარა. ჩემზე 2 წლით ადრე დაამთავრა.

- როგორც თქვი, ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადეთ. ხალხმრავალი ქორწილი არ გიყვართ?

- 300-კაციანი და რაღაც ასეთი ხალხმრავალი შეკრებები პირადად მე არ მიყვარს, ასეთ სიტუაციებში იქ სტუმრის სტატუსითაც არ დავდივარ, თავს ვარიდებ. ამიტომ, პატარა ქორწილი მინდოდა, ვიწრო წრეში, ღია ცის ქვეშ, მაგრამ ამისთვის, იმ პერიოდში კარგი ამინდები არ დაგვემთხვა. მოკლედ, არ გამომივიდა. არადა, ჩემი ყველა მეგობარი მომღერალია, რომლებიც იქ იმღერებდნენ, ცოცხალი ბენდი დაუკრავდა, მინდოდა, ეს დღე ასე გაგველამაზებინა...

ახლა ჯვარი იმისთვის დავიწერეთ, რომ საცხოვრებალდ ცალკე გადავსულიყავით. ამისთვის ბინა ვიყიდეთ და ბოლო სამი თვე იმაზე ვიყავით გადართულები, რომ გაგვერემონტებინა და იქაურობა ორივემ საკუთარი გემოვნებით მოვაწყვეთ.

რაც შეეხება ჩვენს ჯვრისწერას, გვინდოდა, ლამაზ ადგილას წავსულიყავით და ყაზბეგი ავირჩიეთ. თან, გიორგი წარმოშობით იქიდან არის, სახლიც აქვს იქ...

ხელისმოწერას და უფრო დიდ ქორწილს თუ არ დაგვეზარა, თავს მერე მოვაბამთ. უფრო გავზრდით სტუმრების რაოდენობას, რომ ჩვენი სიხარული ბევრმა გაიზიაროს.

- რაც შეეხება სიმღერას, ამ მხრივ ახლა რას აკეთებ?

- ახალი სიმღერების ჩაწერას ვაპირებ, თუ შევძელი, კლიპსაც აუცილებლად გადავიღებ, მინდა, რომ თავიდან დავიწყო ყველაფერი, სანამ ჯერ კიდევ ხალხს ჩემი სახელი ახსოვს. ყველაფრის განახლება მინდა, თუმცა კონცერტები პერიოდულად სულ მაქვს ხოლმე. ძალიან მიყვარს სიმღერა და ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ის გამომივიდეს, რაც მინდა.

- მეუღლე მხარს გიჭერს?

- კი, ჩემზე მეტად ის არის მოწადინებული და მეუბნება, რომ არ გავჩერდე და დამეხმარება. ძალიან თბილი და რომანტიკული ადამიანია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება