მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 73 წლის წინ დედამიწაზე უძლიერესმა ტალღამ გადაიარა, რომლის სიმაღლე 304 მეტრი იყო.
მეცნიერები განმარტავენ, რომ აფრიკის დასავლეთით, ცუნამი ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია. ამჟამად ექსპერტები შიშობენ, რომ მსგავსი ტალღა შესაძლოა, რეალურ საფრთხედ იქცეს, განსაკუთრებით ვულკანური კუნძულების ირგვლივ. მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ტალღა ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ვულკანურმა კუნძულმა ფოგომ გამოიწვია, რომელიც დღეისათვის ზღვის დონიდან 2 743 მეტრზე მდებარეობს.
მეცნიერების შეფასებით, დაახლოებით 167 კუბური მეტრის ზომის მთის ნაწილი ოკეანეში ჩავარდა, რის შედეგადაც, 244 მეტრის სიმაღლის ტალღებმა კუნძული 48 კილომეტრით დაფარეს.
შედარებისთვის, ყველაზე ცნობილი ცუნამი 2004 და 2011 წლებში იაპონიაში მოხდა, სადაც ტალღის ზომა მხოლოდ 30 მეტრი გახლდათ. გარდა ამისა, ამ ცუნამებს წყალქვეშა მიწისძვრები უწოდეს და არა ვულკანური წარმონაქმნი.
"ვულკანური კუნძულები სერიოზულ საფრთხეს ქმნიან და შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიონ. აუცილებელია მათი გათვალისწინება, როდესაც პოტენციურ საფრთხეზე ვსაუბრობთ", - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამეცნიერო დოქტორმა რიკარდო რამალხომ.
მომზადებულია baltnews.lv-ს მიხედვით.