პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ინფორმაციას ფლობდა ვახტანგ მაისაია ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეოზე, გამოქვეყნებამდე 2 კვირით ადრე
რა ინფორმაციას ფლობდა ვახტანგ მაისაია ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეოზე, გამოქვეყნებამდე 2 კვირით ადრე

"ის­ლა­მურ­მა ხა­ლი­ფატ­მა კავ­კა­სი­ა­ში კი­დევ ერთი ვი­ლა­ი­ე­თი - გურ­ჯის­ტა­ნი (სა­ქარ­თვე­ლო) და­ა­არ­სა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ძი­რი­თად ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გავ­რცელ­დე­ბა ვი­დეო, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­დან "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" წა­სუ­ლი ჯი­ჰა­დის­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ვი­ლა­ი­ე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვი­ნა­ო­ბაც ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა. მათი თქმით, გურ­ჯის­ტა­ნის ვი­ლა­ი­ე­თის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ას­თან სატ­რან­ზი­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იქ­ნე­ბა და ამი­სათ­ვის ელექტრო­ნუ­ლი ქსე­ლი უკვე შექ­მნი­ლია. ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერს ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას არ­ქმე­ვენ და მო­სა­ლოდ­ნელ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ზე სა­უბ­რო­ბენ", - წერ­და 10 ნო­ემ­ბერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით გურ­ჯის­ტა­ნის ვი­ლა­ი­ე­თი / ის­ლა­მურ­მა ხა­ლი­ფატ­მა სა­ქარ­თვე­ლო "მო­ნიშ­ნა".

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სი­რი­ი­სა და ერა­ყის შემ­დეგ ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში და­ი­წყო. გა­სულ ზა­ფხულს მან თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე სი­რი­უ­ლი ქა­ლა­ქი კო­ბა­ნი და­ი­კა­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში თა­ვი­სი ვი­ლა­ი­ე­თი შექ­მნა, რო­მე­ლიც და­ღეს­ტანს, ჩეჩ­ნეთს, ინ­გუ­შეთს, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­სა და კარ­ა­ჩა­ის აერ­თი­ა­ნებს. ივ­ნის­ში მან იქ მოქ­მე­დი მე­ამ­ბო­ხე­თა მთა­ვა­რი ქოლ­გა-დაჯ­გუ­ფე­ბის, "კავ­კა­სი­ის იმა­რა­ტის" მებ­რძოლ­თა უმე­ტე­სო­ბის გა­და­მო­ბი­რე­ბა-შე­ფიც­ვის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ვი­ლა­ი­ე­თის მმარ­თვე­ლად "იმა­რა­ტის" და­ღეს­ტნის ფრთის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი, 34 წლის აბუ მუ­ჰა­მად ალ კა­და­რი და­ი­ნიშ­ნა, რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი რუს­ტამ ასელ­დე­რო­ვია. მან ისის-ს შარ­შან დე­კემ­ბერ­ში შეჰ­ფი­ცა ერ­თგუ­ლე­ბა და სწო­რედ ეს გახ­და "ემი­რო­ბი­დან" მისი ჩა­მოქ­ვე­ი­თე­ბის მი­ზე­ზი, რად­გან "იმა­რა­ტი" ისი­სის მო­სის­ხლე მტერს, ალ-ქა­ი­დას ემ­ხრო­ბა."ვუ­ლო­ცავთ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ჯა­რის­კა­ცებს კავ­კა­სი­ა­ში ხა­ლი­ფა­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის ფი­ცის და­დე­ბას. ის იღებს თქვენს ფიცს და აბუ მუ­ჰა­მად ალ-ქა­დარს ნიშ­ნავს კავ­კა­სი­ის მმარ­თვე­ლად", - დაჯ­გუ­ფე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, აბუ-მუ­ჰა­მად ალვ-ად­ნა­ნის ეს გან­ცხა­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში ივ­ნის­ში გავ­რცელ­და", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში "იმა­რა­ტის" სტრუქ­ტუ­რა მო­ი­შა­ლა და თით­ქმის ყვე­ლა სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი, მებ­რძო­ლე­ბის 80% "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" თა­ნა­უგ­რძნობს, ამი­ტო­მაც ისის-ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო. ისი­ნი იმ­თა­ვით­ვე ამ­ბობ­დნენ, რომ რაკი ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში პრო­ვინ­ცია და­ა­არ­სეს, ე.ი. ისის-მა რა­ღაც უნდა გა­ა­კე­თოს. სულ მცი­რე, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ჯგუ­ფუ­რად წას­ვლა არ მოხ­დე­ბა, ისი­ნი ად­გილ­ზე დარ­ჩე­ბი­ან, რომ ად­გილ­ზე ერ­თგვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ფრონ­ტი შექ­მნან. რო­გორც ჩანს, ხა­ლი­ფა­ტი მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას არ დას­ჯერ­და და ახა­ლი ვი­ლა­ი­ე­თის შექ­მნა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­წყვი­ტა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ მა­ი­სა­ია გვი­დას­ტუ­რებს და ამ­ბობს, რომ ვი­ლა­ი­ე­თი უკვე არ­სე­ბობს. ვი­ნაა მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ეს, მა­ი­სა­ი­ას თქმით, ჯერ უც­ნო­ბია, თუმ­ცა მალე სა­ი­დუმ­ლო აღარც ეს ექ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ვი­ლა­ი­ე­თი გურ­ჯის­ტა­ნი­სათ­ვის სპეც­სამ­სა­ხუ­რი­ცაა შექ­მნი­ლი. ასე­ვე სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ელექტრო­ნუ­ლი ქსე­ლი.

"მალე 10 წუ­თი­ა­ნი კლი­პიც გა­მო­ვა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი ჯი­ჰა­დის­ტე­ბი წარ­მო­ჩინ­დე­ბი­ან და სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­შინ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ვი­ლა­ი­ე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვი­ნა­ო­ბაც. რო­გორც ჩანს, გურ­ჯის­ტა­ნის ვი­ლა­ი­ე­თის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს სატ­რან­ზი­ტო კო­მუ­ნი­კა­ცია ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ას­თან, რომ­ლის მი­მარ­თაც ის­ლა­მურ ხა­ლი­ფატს საკ­მა­ოდ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­აჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნავ­და გა­ზეთ­თან სა­უბ­რის დროს მა­ი­სა­ია.

"მი­სი­ვე თქმით, ხა­ლი­ფა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ ქსელს ქმნის, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვე­მო ქარ­თლს, პან­კის­სა და აჭა­რას მო­ი­ცავს, - არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი ცენ­ტრი თბი­ლი­სიც კი იყოს. "სტრუქ­ტუ­რა უკვე აწყო­ბი­ლი რომ არ იყოს, ასეთ რა­მეს არ და­ა­ა­ნონ­სებ­დნენ".

"კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სა­შიშ­რო­ე­ბა, მა­ი­სა­ია შემ­დეგ­ნა­ი­რად გვპა­სუ­ხობს. "ჯერ­ჯე­რო­ბით ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტი გა­ჩუ­მე­ბუ­ლია, თუმ­ცა თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის შე­მოკ­რე­ბას და ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას აგ­რძე­ლებს. რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს მო­მა­ვალ­ში ამ ძა­ლებს, არა­ვინ იცის. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სა­შიშ­რო­ე­ბა, ამის შე­სა­ხებ დას­კვნის გა­მო­ტა­ნა თა­ვად შეგ­ვიძ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რია, ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტი კი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პირ­ვე­ლი მტე­რია. ასე რომ, სა­შიშ­რო­ე­ბა მკი­თხველ­მა შე­ა­ფა­სოს", - აცხა­დებ­და ექ­სპერ­ტი.

"მთა­ვარ საფრ­თხედ ტე­რო­რის­ტულ აქტს ასა­ხე­ლებს პა­ა­ტა და­ვი­თა­ია, რო­მე­ლიც "რა­ღაც რა­ღა­ცებ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი". რაც შე­ე­ხე­ბა სხვა საფრ­თხე­ებს, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბია, ამ­ბობს, რომ ასეთ რა­მეს ნაკ­ლე­ბად ელის. "არ მგო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვიდ­ნენ და ის ბრძო­ლე­ბი, რაც სი­რი­ა­ში მი­დის, აქეთ გად­მო­ის­რო­ლონ. ამ ეტაპ­ზე სა­შიშ­რო­ე­ბას მხო­ლოდ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში ვხე­დავ. თუმ­ცა, ესეც, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სა­ში­შია და ამ აქ­ტებ­ში შე­საძ­ლოა, ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი, რო­მელ­თაც სი­რი­ა­ში უნ­დათ წას­ვლა საბ­რძოლ­ვე­ლად. შე­საძ­ლოა, ისი­ნი აქვე გა­მო­ი­ყე­ნონ".

"ამ ყვე­ლა­ფერ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ხე­ლი­უფ­ლე­ბამ უკვე და­ი­წყო გარ­კვე­უ­ლი კონ­ტრზო­მე­ბის მი­ღე­ბა. კერ­ძოდ, და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე პირი, დაბ­ლო­კეს ის­ლა­მის­ტუ­რი სა­ი­ტე­ბი, შე­ი­ზღუ­და ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის სი­რი­ა­ში წას­ვლა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­თი­ვე თქმით, ეს არაა სრულ­ყო­ფი­ლი მუ­შა­ო­ბა, ვი­ნა­ი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უძ­ლია ბევ­რად ეფექ­ტი­ა­ნი იყოს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, აქვთ.

პა­ა­ტა და­ვი­თა­ია იმედს პირ­ველ რიგ­ში პარტნი­ორ ქვე­ყა­ნა - ამე­რი­კა­ზე ამ­ყა­რებს და ამ­ბობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უნდა იყოს. "სა­ხელ­მწი­ფოს ამის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა დრო­უ­ლი და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბით შე­უძ­ლია. არ ვიცი, რა ოპე­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­გეგ­მა­ვენ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი და პირ­ველ რიგ­ში აშშ ამა­ში დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წე­ვენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ამე­რი­კელ კო­ლე­გებ­თან აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა აქვთ. ვფიქ­რობ, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მაო შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა. სულ ესაა ის, რისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია", - აღ­ნიშ­ნავ­და და­ვი­თა­ია.

წყა­რო

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბმუ­ლე­ბი მეტი დე­ტა­ლის­თვის:

რა ინფორმაციას ფლობდა ვახტანგ მაისაია ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეოზე, გამოქვეყნებამდე 2 კვირით ადრე

რა ინფორმაციას ფლობდა ვახტანგ მაისაია ISIS-ის სახელით გავრცელებულ ვიდეოზე, გამოქვეყნებამდე 2 კვირით ადრე

"ისლამურმა ხალიფატმა კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი - გურჯისტანი (საქართველო) დააარსა, რომელიც ქვეყნის ძირითად ტერიტორიას მოიცავს. ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში გავრცელდება ვიდეო, რომელშიც საქართველოდან "ისლამურ სახელმწიფოში" წასული ჯიჰადისტები მიიღებენ მონაწილეობას და ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც ცნობილი გახდება. მათი თქმით, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი მიზანი ჩრდილო კავკასიასთან სატრანზიტო კომუნიკაციის უზრუნველყოფა იქნება და ამისათვის ელექტრონული ქსელი უკვე შექმნილია. ისინი ამ ყველაფერს ყველაზე სასტიკი ორგანიზაციის საქართველოში შემოსვლას არქმევენ და მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებზე საუბრობენ", - წერდა 10 ნოემბერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გურჯისტანის ვილაიეთი / ისლამურმა ხალიფატმა საქართველო "მონიშნა".

"მოგეხსენებათ, სირიისა და ერაყის შემდეგ ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" გააქტიურება ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო. გასულ ზაფხულს მან თურქეთის საზღვართან მდებარე სირიული ქალაქი კობანი დაიკავა და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ვილაიეთი შექმნა, რომელიც დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და კარაჩაის აერთიანებს. ივნისში მან იქ მოქმედი მეამბოხეთა მთავარი ქოლგა-დაჯგუფების, "კავკასიის იმარატის" მებრძოლთა უმეტესობის გადამობირება-შეფიცვის შესახებ განცხადება გაავრცელა. ვილაიეთის მმართველად "იმარატის" დაღესტნის ფრთის ყოფილი მეთაური, 34 წლის აბუ მუჰამად ალ კადარი დაინიშნა, რომლის ნამდვილი სახელი რუსტამ ასელდეროვია. მან ისის-ს შარშან დეკემბერში შეჰფიცა ერთგულება და სწორედ ეს გახდა "ემირობიდან" მისი ჩამოქვეითების მიზეზი, რადგან "იმარატი" ისისის მოსისხლე მტერს, ალ-ქაიდას ემხრობა."ვულოცავთ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენს ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად", - დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალვ-ადნანის ეს განცხადება ინტერნეტში ივნისში გავრცელდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"კავკასიის საკითხებში ექსპერტების თქმით, ბოლო პერიოდში ჩრდილო კავკასიაში "იმარატის" სტრუქტურა მოიშალა და თითქმის ყველა საველე მეთაური, მებრძოლების 80% "ისლამურ სახელმწიფოს" თანაუგრძნობს, ამიტომაც ისის-ის გააქტიურება მოსალოდნელიც იყო. ისინი იმთავითვე ამბობდნენ, რომ რაკი ჩრდილო კავკასიაში პროვინცია დააარსეს, ე.ი. ისის-მა რაღაც უნდა გააკეთოს. სულ მცირე, ეს იმას ნიშნავს, რომ სირიასა და ერაყში ჯგუფურად წასვლა არ მოხდება, ისინი ადგილზე დარჩებიან, რომ ადგილზე ერთგვარი წინააღმდეგობის ფრონტი შექმნან. როგორც ჩანს, ხალიფატი მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას არ დასჯერდა და ახალი ვილაიეთის შექმნა უკვე საქართველოში გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გვიდასტურებს და ამბობს, რომ ვილაიეთი უკვე არსებობს. ვინაა მისი ხელმძღვანელი, ეს, მაისაიას თქმით, ჯერ უცნობია, თუმცა მალე საიდუმლო აღარც ეს ექნება. მისივე თქმით, ვილაიეთი გურჯისტანისათვის სპეცსამსახურიცაა შექმნილი. ასევე საკომუნიკაციო ელექტრონული ქსელი.

"მალე 10 წუთიანი კლიპიც გამოვა, სადაც საქართველოდან წასული ჯიჰადისტები წარმოჩინდებიან და სავარაუდოდ, მაშინ გახდება ცნობილი ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც. როგორც ჩანს, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი დანიშნულება იქნება უზრუნველყოს სატრანზიტო კომუნიკაცია ჩრდილო კავკასიასთან, რომლის მიმართაც ისლამურ ხალიფატს საკმაოდ დიდი ინტერესი გააჩნია", - აღნიშნავდა გაზეთთან საუბრის დროს მაისაია.

"მისივე თქმით, ხალიფატი საქართველოში სტრუქტურირებულ ქსელს ქმნის, რომელიც სავარაუდოდ, ქვემო ქართლს, პანკისსა და აჭარას მოიცავს, - არ გამორიცხავს, რომ მისი ცენტრი თბილისიც კი იყოს. "სტრუქტურა უკვე აწყობილი რომ არ იყოს, ასეთ რამეს არ დააანონსებდნენ".

"კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია საშიშროება, მაისაია შემდეგნაირად გვპასუხობს. "ჯერჯერობით ისლამური ხალიფატი გაჩუმებულია, თუმცა თანამებრძოლების შემოკრებას და ძალების გაძლიერებას აგრძელებს. როგორ გამოიყენებს მომავალში ამ ძალებს, არავინ იცის. რამდენად რეალურია საშიშროება, ამის შესახებ დასკვნის გამოტანა თავად შეგვიძლია. საქართველო ისლამური ხალიფატის კოალიციის წევრია, ისლამური ხალიფატი კი საერთაშორისო საზოგადოების პირველი მტერია. ასე რომ, საშიშროება მკითხველმა შეაფასოს", - აცხადებდა ექსპერტი.

"მთავარ საფრთხედ ტერორისტულ აქტს ასახელებს პაატა დავითაია, რომელიც "რაღაც რაღაცებზე იქნება გათვლილი". რაც შეეხება სხვა საფრთხეებს, როგორიც მაგალითად სეპარატისტული მოქმედებებია, ამბობს, რომ ასეთ რამეს ნაკლებად ელის. "არ მგონია საქართველოს წინააღმდეგ შეტევაზე გადმოვიდნენ და ის ბრძოლები, რაც სირიაში მიდის, აქეთ გადმოისროლონ. ამ ეტაპზე საშიშროებას მხოლოდ ტერორისტულ აქტებში ვხედავ. თუმცა, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია და ამ აქტებში შესაძლოა, ის ადამიანები იყვნენ ჩართულნი, რომელთაც სირიაში უნდათ წასვლა საბრძოლველად. შესაძლოა, ისინი აქვე გამოიყენონ".

"ამ ყველაფერთან საბრძოლველად, ექსპერტების თქმით, ხელიუფლებამ უკვე დაიწყო გარკვეული კონტრზომების მიღება. კერძოდ, დააკავეს რამდენიმე პირი, დაბლოკეს ისლამისტური საიტები, შეიზღუდა ჩვენი თანამემამულეების სირიაში წასვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათივე თქმით, ეს არაა სრულყოფილი მუშაობა, ვინაიდან ხელისუფლებას შეუძლია ბევრად ეფექტიანი იყოს იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სავარაუდოდ, აქვთ.

პაატა დავითაია იმედს პირველ რიგში პარტნიორ ქვეყანა - ამერიკაზე ამყარებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით მასთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა იყოს. "სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ ბრძოლა დროული და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებით შეუძლია. არ ვიცი, რა ოპერატიულ ღონისძიებებს დაგეგმავენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და პირველ რიგში აშშ ამაში დიდ დახმარებას გვიწევენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამართალდამცავებს ამერიკელ კოლეგებთან აქტიური კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა აქვთ. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა საკმაო შედეგის მომტანი იქნება. სულ ესაა ის, რისი განხორციელებაც პრევენციის თვალსაზრისით სახელმწიფოს შეუძლია", - აღნიშნავდა დავითაია.

წყარო

მნიშვნელოვანი ბმულები მეტი დეტალისთვის:

"ეს სეზონი წინას ბევრად ჯობია... ჟიურის გადაწყველიტების მიღება გაუჭირდება" - რას ამბობენ "სამზარეულოს ომების" პროდიუსერები კონკურსანტების შანსებზე?

"რა ნახა ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს? პირადად შემხვდეს.." - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჯაფარიძეზე?

ცხოვრებაში პირველად ნაყიდმა ლატარიის ბილეთმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარი  მოაგებინა