სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართველ მებრძოლთა მუქარისშემცველ ციტატებს განმარტავს
"ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართველ მებრძოლთა მუქარისშემცველ ციტატებს განმარტავს

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ოს­ტა­ტუ­რად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყუ­რა­ნის ცი­ტა­ტე­ბი, სა­ი­და­ნაც სა­თა­ვი­სო ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი და ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბე­ბია, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მუს­ლი­მი მრევ­ლის წი­ნამ­ძღვრე­ბი უნდა შე­ე­ცა­დონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცი­ტა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბას და მრევ­ლის­თვის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას.

"რა თქმა უნდა, ეს ცი­ტა­ტე­ბი არ გუ­ლის­ხმობს ძა­ლა­დო­ბას თა­ვის რე­ა­ლო­ბა­ში. მუს­ლი­მი მრევ­ლის წი­ნამ­ძღვრე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით უნდა შე­ე­ცა­დონ არა აღ­შფო­თე­ბი­თა და დაგ­მო­ბით საქ­მის გა­მოს­წო­რე­ბას, არა­მედ ეს ფრა­ზე­ბი სწო­რად უნდა გან­მარ­ტონ. დღეს არის დრო, როცა მუს­ლი­მი მრევ­ლის წი­ნამ­ძღვრე­ბი მაქ­სი­მა­ლურ დროს უნდა ატა­რებ­დნენ თა­ვი­ანთ მრევ­ლთან და სწო­რად აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის­ლა­მის შე­სა­ხებ, რათა ასეთ­მა მი­მარ­თვებ­მა არ მო­ახ­დი­ნოს ზე­მოქ­მე­დე­ბა მრევლზე", - აღ­ნიშ­ნა ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გარ­და რე­ლი­გი­უ­რი წი­ნამ­ძღვრე­ბი­სა, სა­კი­თხის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს სა­ხელ­მწი­ფომ. "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს როლი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ხელ­მწი­ფომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვას მუს­ლი­მე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. კერ­ძოდ, ბა­თუმ­ში მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი, მო­ხეს მე­ჩე­თის გა­და­ცე­მის, სას­წავ­ლე­ბელ­ზე ღო­რის თა­ვის მიკვრის და სხვა სა­კი­თხე­ბი კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მე­ბით უნდა გა­და­წყდეს. ხში­რად მით­ქვამს, რომ შე­დე­გე­ბის გარ­და უნდა ვი­სა­უბ­როთ მი­ზე­ზებ­ზე. სა­ი­დან წარ­მო­იშ­ვა, რა­ტომ მი­დი­ან სი­რი­ა­ში, რამ აი­ძუ­ლათ ასე­თი ქმე­დე­ბე­ბის­კენ და სხვა. სა­ხელ­მწი­ფომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა აა­მოქ­მე­დოს სა­მარ­თლებ­რი­ვი ზო­მე­ბი და უნდა იყოს ფხიზ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ.

ინ­ტერ­ნეტ­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ხე­ლით მებ­რძო­ლე­ბის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გავ­რცელ­და. ქარ­თულ ენა­ზე მო­სა­უბ­რე პი­რე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი მუს­ლი­მე­ბის მი­მართ სა­უბ­რო­ბენ. ისი­ნი მუს­ლი­მებს "ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის" მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბმუ­ლე­ბი მეტი დე­ტა­ლის­თვის:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართველ მებრძოლთა მუქარისშემცველ ციტატებს განმარტავს

"ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართველ მებრძოლთა მუქარისშემცველ ციტატებს განმარტავს

"ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეოში ოსტატურად არის გამოყენებული ყურანის ციტატები, საიდანაც სათავისო ინტერპრეტაციებია გაკეთებული და ძალადობისკენ მოწოდებებია, - ამის შესახებ "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული ვიდეოს კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მუსლიმი მრევლის წინამძღვრები უნდა შეეცადონ აღნიშნული ციტატების განმარტებას და მრევლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.

"რა თქმა უნდა, ეს ციტატები არ გულისხმობს ძალადობას თავის რეალობაში. მუსლიმი მრევლის წინამძღვრები განსაკუთრებული მონდომებით უნდა შეეცადონ არა აღშფოთებითა და დაგმობით საქმის გამოსწორებას, არამედ ეს ფრაზები სწორად უნდა განმარტონ. დღეს არის დრო, როცა მუსლიმი მრევლის წინამძღვრები მაქსიმალურ დროს უნდა ატარებდნენ თავიანთ მრევლთან და სწორად აწვდიდნენ ინფორმაციას ისლამის შესახებ, რათა ასეთმა მიმართვებმა არ მოახდინოს ზემოქმედება მრევლზე", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

მისივე თქმით, გარდა რელიგიური წინამძღვრებისა, საკითხის მიმართ განსაკუთრებული მიდგომები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ. "მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაიცვას მუსლიმების უფლებები. კერძოდ, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი, მოხეს მეჩეთის გადაცემის, სასწავლებელზე ღორის თავის მიკვრის და სხვა საკითხები კომპლექსური მიდგომებით უნდა გადაწყდეს. ხშირად მითქვამს, რომ შედეგების გარდა უნდა ვისაუბროთ მიზეზებზე. საიდან წარმოიშვა, რატომ მიდიან სირიაში, რამ აიძულათ ასეთი ქმედებებისკენ და სხვა. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა აამოქმედოს სამართლებრივი ზომები და უნდა იყოს ფხიზლად", - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"ინტერპრესნიუსი"

მნიშვნელოვანი ბმულები მეტი დეტალისთვის:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია