კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ" - რა დგას ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს მიღმა ერთ-ერთი ავტორის მშობლის აზრით
"პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ" - რა დგას ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს მიღმა ერთ-ერთი ავტორის მშობლის აზრით

"ამ ვი­დე­ო­თი პა­ნი­კას თე­სა­ვენ რომ ხალ­ხი შე­ა­ში­ნონ, არა­ვინ არ მოვა და არ აგ­ვა­ფეთ­ქებს" , - ამის შე­სა­ხებ ილია გო­ბა­ძემ იმ ვი­დე­ო­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მისი შვი­ლი ხვი­ჩა გო­ბა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ მუს­ლი­მებს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სა­ხე­ლით მი­მარ­თავს.

ილია გო­ბა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს არ უნდა ეში­ნო­დეს ოთხი კა­ცის მუ­ქა­რით, რად­გან ამე­რი­კა ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რი, რუ­სე­თი კი მისი მე­ზო­ბე­ლია. ილია გო­ბა­ძე ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი ის­ლა­მის მიმ­დე­ვა­რია:

"ოთხი კა­ცის და­მუქ­რე­ბის რა აში­ნებს ამ სა­ხელ­მწი­ფოს მა­შინ, როცა ამე­რი­კა გვერ­დში უდ­გას და რუ­სე­თი მე­ზო­ბე­ლია. რა­დი­კა­ლუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და ჩემი შვი­ლი, ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ის­ლა­მის მიმ­დე­ვა­რია, იმ ის­ლა­მის მიმ­დე­ვა­რია, რო­მე­ლიც მუ­ჰა­მედ შუ­ა­მა­ვალ­მა და­ტო­ვა. მო­დას, რო­მე­ლიც ის­ლამ­შია უარ­ყო­ფენ", - აღ­ნიშ­ნა ილია გო­ბა­ძემ.

ის ბა­თუმ­ში მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხსა და ღო­რის თა­ვის სამ­ლოც­ვე­ლოს კარ­ზე მი­მაგ­რე­ბის სა­კი­თხსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მუს­ლი­მე­ბი ვერ ცხოვ­რო­ბენ ისე, რო­გორც ის­ლა­მის კა­ნო­ნე­ბით ევა­ლე­ბათ.

"მუს­ლი­მა­ნი ვერ ცხოვ­რობს ის­ლა­მის მი­ხედ­ვით. ღმერ­თმა კა­ცობ­რი­ო­ბას გა­მო­უგ­ზავ­ნა კა­ნო­ნე­ბი, თუ რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ ამ ქვეყ­ნად და რო­გორ მო­ვი­გოთ ღმერ­თის გული და დავმკვიდ­რდეთ სა­მო­თხე­ში. ტე­რო­რიზ­მი არის ძა­ლა­დო­ბა, კა­ცის მოკ­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მუს­ლი­მანს ღმერ­თმა მის­ცა უფ­ლე­ბა, თუ გებ­რძვი­ან შენი რე­ლი­გი­ის, ქო­ნე­ბის და სამ­შობ­ლოს გამო, შე­გიძ­ლია იბ­რძო­ლო. ჩვენ არ გვებ­რძვი­ან, მაგ­რამ აგერ მე­ჩეთს არ გვა­შე­ნე­ბი­ნე­ბენ, ღო­რის თავი მი­აკ­რეს სამ­ლოც­ვე­ლოს. ეს არ ამარ­თლებს ჩემი შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ მე ვამ­ბობ ჩემს სატ­კი­ვარს", - აღ­ნიშ­ნა ილია გო­ბა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ" - რა დგას ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს მიღმა ერთ-ერთი ავტორის მშობლის აზრით

"პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ" - რა დგას ISIS-ის სახელით გავრცელებული ვიდეოს მიღმა ერთ-ერთი ავტორის მშობლის აზრით

"ამ ვიდეოთი პანიკას თესავენ რომ ხალხი შეაშინონ, არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს" , - ამის შესახებ ილია გობაძემ იმ ვიდეოზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც მისი შვილი ხვიჩა გობაძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მიმართავს.

ილია გობაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს ოთხი კაცის მუქარით, რადგან ამერიკა ჰყავს მხარდამჭერი, რუსეთი კი მისი მეზობელია. ილია გობაძე ამბობს, რომ მისი შვილი ფუნდამენტალური ისლამის მიმდევარია:

"ოთხი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია. რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩეოდა ჩემი შვილი, ის ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, იმ ისლამის მიმდევარია, რომელიც მუჰამედ შუამავალმა დატოვა. მოდას, რომელიც ისლამშია უარყოფენ", - აღნიშნა ილია გობაძემ.

ის ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხსა და ღორის თავის სამლოცველოს კარზე მიმაგრების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში მუსლიმები ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც ისლამის კანონებით ევალებათ.

"მუსლიმანი ვერ ცხოვრობს ისლამის მიხედვით. ღმერთმა კაცობრიობას გამოუგზავნა კანონები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყნად და როგორ მოვიგოთ ღმერთის გული და დავმკვიდრდეთ სამოთხეში. ტერორიზმი არის ძალადობა, კაცის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ მუსლიმანს ღმერთმა მისცა უფლება, თუ გებრძვიან შენი რელიგიის, ქონების და სამშობლოს გამო, შეგიძლია იბრძოლო. ჩვენ არ გვებრძვიან, მაგრამ აგერ მეჩეთს არ გვაშენებინებენ, ღორის თავი მიაკრეს სამლოცველოს. ეს არ ამართლებს ჩემი შვილის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვამბობ ჩემს სატკივარს", - აღნიშნა ილია გობაძემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია