"სულ მალე თქვენი თავების დაჭრის დროც დადგება", - ნათქვამია ქართველების მისამართით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში. მიმართვაში ოთხი პირი ჩანს. როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, ოთხივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
ამ დრომდე ვიდეოს ოთხი მონაწილე პირიდან მხოლოდ ერთის იდენტიფიცირება მოხდა. ცნობილია, რომ მიმართვის ერთ-ერთი ავტორი ხვიჩა გობაძეა. გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც მის შესახებ AMBEBI.GE-მ მოიპოვა.
ხვიჩა გობაძე 1993 წელს დაიბადა. ის ჯერ, სოფელ დიდ აჭარაში სწავლობდა, სადაც საჯარო სკოლა დაამთავრა, მოგვიანებით კი სწავლა ბათუმში, მედრესეში გააგრძელა.
როგორც ხვიჩა გობაძის მამა, ილია გობაძე აცხადებს, ბათუმში სწავლის დამთავრების შედმეგ მისი შვილი ეგვიპტეში სწავლობდა, დასაც, მისი თქმით, ხვიჩა არაბული ენის შესწავლით იყო დაკავებული.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მამა-შვილ გობაძეებს სოფელ დიდი აჭარის მოსახელობა იცნობენ, როგორც ვაჰაბიტებს (ისლამის ყველაზე რადიკალური ფრთა). მათი თქმით, მამა-შვილი მიიჩნევს, რომ ჩაგრულები არიან, რადგან არ შეუძლიათ მეჩეთის აშენება და სრულყოფილად ლოცვის საშუალება არ ეძლევათ საკუთარ ქვეყანაში. მამა-შვილს პოლიციაში ხშირად იბარებენ.
ილია გობაძე ამჟამად მშენებლობაზე მუშაობს. მის შვილს, ხვიჩა გობაძეს საქართველოში ყოფნის დროს არასდროს უმუშავია.
არც ერთი მათგანი, არც ხვიჩა გობაძე და არც ილია გობაძე ნასამართლევი არ არის.
მნიშვნელოვანი ბმულები მეტი დეტალისთვის: