პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით დავით ბორჩაშვილის შესახებ - არის თუ არა საშიში ტერორისტი 29 წლის ქართველი
რა ვიცით დავით ბორჩაშვილის შესახებ - არის თუ არა საშიში ტერორისტი 29 წლის ქართველი

და­ვით ბორ­ჩაშ­ვილს, რო­მე­ლიც თურ­ქე­თი­დან დე­პორ­ტა­ცი­ის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, ბრალს ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში დღეს წა­რუდ­გე­ნენ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ ბორ­ჩაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზეც დღეს იმ­სჯე­ლოს სა­სა­მარ­თლომ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბულს ფე­ხის არე­ში აქვს ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა და შე­საძ­ლოა მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დეს.

რო­გორც გუ­შინ და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლის დე­დამ, მე­დეა ბორ­ჩაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მისი შვი­ლი სა­მუ­შა­ოდ თურ­ქეთ­ში იყო წა­სუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, იყო თუ არა ის სი­რი­ა­ში, ამის შე­სა­ხებ მე­დეა ბორ­ჩაშ­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს.

29 წლის და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი გუ­შინ გამ­თე­ნი­ი­სას თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 328-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ან უცხო­ე­თის კონ­ტრო­ლი­სად­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ან ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მის დახ­მა­რე­ბას.

და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ბორ­ჩაშ­ვი­ლის საქ­მის შე­სა­ხებ, მათ შო­რის იმა­ზე, თავ­და­პირ­ვე­ლად რა­ტომ გა­აბ­რუ­ნეს თურ­ქე­თი­დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე უკან, სუს-ში არ ახ­მა­უ­რე­ბენ.

29 წლის და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მო­თხოვ­ნით გუ­შინ­წინ პან­კის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. ბორ­ჩაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ სა­მუ­შა­ოდ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. ისი­ნი ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა ბორ­ჩაშ­ვი­ლი სი­რი­ა­შიც. გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს და მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ უკან გა­აბ­რუ­ნეს. თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი ისევ უკან – სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­უშ­ვეს, რის შემ­დე­გაც მისი და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი არ უარ­ყოფს სი­რი­ა­ში ყოფ­ნის ფაქტს, თუმ­ცა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" მის კავ­შირს. ამის შე­სა­ხებ გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ნუ­ცხა­და.

"გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს, რომ ის მებ­რძო­ლის ფორ­მა­შია და იმას თუ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს გა­მო­ძი­ე­ბას, ჩვენ მას შემ­დეგ ვნა­ხავთ, რაც მას ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ. თვი­თონ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" კავ­შირს. და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი არ უარ­ყოფს სი­რი­ა­ში ყოფ­ნას. ის დაჯ­გუ­ფე­ბა, ვის­თა­ნაც მას კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, მარ­თა­ლია ებ­რძვის ასა­დის რე­ჟიმს, თუმ­ცა ებ­რძვის "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­საც". ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მი­აა და ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია და­სავ­ლე­თის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან არის მხარ­და­ჭე­რი­ლი", - აღ­ნიშ­ნა გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ ყვე­ლა­ფე­რი ისეა, რო­გორც ბორ­ჩაშ­ვი­ლი ამ­ბობს, არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არის, რომ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ბრა­ლი წა­უ­ყე­ნონ.

ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა. დღეს მას საქ­მის მა­სა­ლე­ბი გა­აც­ნეს. მისი თქმით, და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის მა­სა­ლებ­ში ძი­რი­თა­დად 1 წლის წინ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბი დევს, რო­მე­ლიც პან­კი­სე­ლე­ბის მი­მართ არის და­წყე­ბუ­ლი.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის მა­სა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ უშუ­ა­ლოდ ბორ­ჩაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა ორი დღის წინ არის და­წყე­ბუ­ლი.

გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა არ და­ა­კონ­კრე­ტა, არი­ან თუ არა პან­კი­სე­ლე­ბი ის პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ბორ­ჩაშ­ვილ­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ად­ვო­კა­ტის თქმით, საქ­მეს გრი­ფი ადევს და დე­ტა­ლუ­რად მა­სა­ლებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს.

"გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 2014 წლის მარ­ტში, ოღონდ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ზო­გა­დად და არა კონ­კრე­ტუ­ლად და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლის მი­მართ. მის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად 2 დღის წინ არის და­წყე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან იმ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც ვერ გა­ვამ­ჟღავ­ნებთ, 2 ტო­მის 99% არა­ნა­ი­რად არ ეხე­ბა ბორ­ჩაშ­ვილს. ბორ­ჩაშ­ვილს ეხე­ბა მხო­ლოდ ვი­დე­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, არა­თუ ბრა­ლის წარ­დგე­ნის, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც არ არ­სე­ბობს, რად­გან ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ეს ადა­მი­ა­ნი ვი­ღა­ცებ­თან ერ­თად იყო ავ­ტო­მო­ბილ­ში და მი­დი­ო­და, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ბრა­ლის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს, თა­ვად გან­სა­ზღვრეთ. ამ საქ­მე­ში სხვა მა­სა­ლე­ბი არ არის", - გა­ნა­ცხა­და გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვა­დაც ადას­ტუ­რებს.

"ერ­თა­დერ­თი მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ - ეს გა­მო­ძი­ე­ბა არ ეხე­ბა ამე­რი­კი­დან და ინ­გლი­სი­დან ჩა­სულ ადა­მი­ა­ნებს, ინ­ტე­რე­სი ძი­რი­თა­დად არის პან­კი­სის ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­ლებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. მეტი და­კონ­კრე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მე არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: იყო თუ არა და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტებ­თან კავ­შირ­ში? - კად­რე­ბი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჩანს

კად­რე­ბი მებ­რძო­ლის დაკ­რძალ­ვი­დან, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლიც ჩანს

"ჩემს შვილს სა­დის­ტუ­რად მო­ექ­ცნენ" - ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ბორ­ჩაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა ვიცით დავით ბორჩაშვილის შესახებ - არის თუ არა საშიში ტერორისტი 29 წლის ქართველი

რა ვიცით დავით ბორჩაშვილის შესახებ - არის თუ არა საშიში ტერორისტი 29 წლის ქართველი

დავით ბორჩაშვილს, რომელიც თურქეთიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს, ბრალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დღეს წარუდგენენ. გამორიცხული არ არის, რომ ბორჩაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზეც დღეს იმსჯელოს სასამართლომ.

როგორც ცნობილია, დაკავებულს ფეხის არეში აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობა და შესაძლოა მას ოპერაცია ჩაუტარდეს.

როგორც გუშინ დავით ბორჩაშვილის დედამ, მედეა ბორჩაშვილმა განაცხადა, მისი შვილი სამუშაოდ თურქეთში იყო წასული. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ის სირიაში, ამის შესახებ მედეა ბორჩაშვილი ინფორმაციას არ ფლობს.

29 წლის დავით ბორჩაშვილი გუშინ გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას.

დამატებით ინფორმაციას ბორჩაშვილის საქმის შესახებ, მათ შორის იმაზე, თავდაპირველად რატომ გააბრუნეს თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე უკან, სუს-ში არ ახმაურებენ.

29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით გუშინწინ პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ბორჩაშვილის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წელიწადნახევრის წინ სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა. ისინი ვერ აკონკრეტებენ, იმყოფებოდა თუ არა ბორჩაშვილი სირიაშიც. გუშინ საქართველოში დაბრუნებისას დავით ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც მისი დაკავება განხორციელდა.

დავით ბორჩაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს სირიაში ყოფნის ფაქტს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს "ისლამურ სახელმწიფოსთან" მის კავშირს. ამის შესახებ გელა ნიკოლაიშვილმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

"გავრცელებულ კადრებს, რომ ის მებრძოლის ფორმაშია და იმას თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ჩვენ მას შემდეგ ვნახავთ, რაც მას ბრალს წაუყენებენ. თვითონ კატეგორიულად უარყოფს "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს. დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს სირიაში ყოფნას. ის დაჯგუფება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, მართალია ებრძვის ასადის რეჟიმს, თუმცა ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოსაც". ეს ორგანიზაცია სირიის თავისუფალი არმიაა და ეს ორგანიზაცია დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოებისგან არის მხარდაჭერილი", - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ყველაფერი ისეა, როგორც ბორჩაშვილი ამბობს, არავითარი საფუძველი არ არის, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალი წაუყენონ.

ანტიტერორისტული დეპარტამენტის დატოვების შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა გელა ნიკოლაიშვილმა. დღეს მას საქმის მასალები გააცნეს. მისი თქმით, დავით ბორჩაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალებში ძირითადად 1 წლის წინ დაწყებული გამოძიების მასალები დევს, რომელიც პანკისელების მიმართ არის დაწყებული.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ უშუალოდ ბორჩაშვილის მიმართ გამოძიება ორი დღის წინ არის დაწყებული.

გელა ნიკოლაიშვილმა არ დააკონკრეტა, არიან თუ არა პანკისელები ის პირებიც, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოში ბორჩაშვილთან ერთად ავტომობილში იმყოფებიან. ადვოკატის თქმით, საქმეს გრიფი ადევს და დეტალურად მასალებზე ვერ ისაუბრებს.

"გამოძიება დაწყებულია 2014 წლის მარტში, ოღონდ გამოძიება მიმდინარეობს ზოგადად და არა კონკრეტულად დავით ბორჩაშვილის მიმართ. მის მიმართ გამოძიება ფაქტობრივად 2 დღის წინ არის დაწყებული, ვინაიდან იმ მასალების მიხედვით, რომელსაც ვერ გავამჟღავნებთ, 2 ტომის 99% არანაირად არ ეხება ბორჩაშვილს. ბორჩაშვილს ეხება მხოლოდ ვიდეოები, რომელიც გავრცელდა. დღეის მდგომარეობით, არათუ ბრალის წარდგენის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველიც არ არსებობს, რადგან ვიდეოები, სადაც ეს ადამიანი ვიღაცებთან ერთად იყო ავტომობილში და მიდიოდა, რამდენად შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს, თავად განსაზღვრეთ. ამ საქმეში სხვა მასალები არ არის", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატის თქმით, გავრცელებული ვიდეომასალების ავთენტურობას ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თავადაც ადასტურებს.

"ერთადერთი მე შემიძლია გითხრათ - ეს გამოძიება არ ეხება ამერიკიდან და ინგლისიდან ჩასულ ადამიანებს, ინტერესი ძირითადად არის პანკისის ხეობის მცხოვრებლებზე და საქართველოს მოქალაქეებზე. მეტი დაკონკრეტების საშუალება მე არ მაქვს", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: იყო თუ არა დავით ბორჩაშვილი ტერორისტებთან კავშირში? - კადრები, სადაც სავარაუდოდ, იგი შეიარაღებული ჩანს

კადრები მებრძოლის დაკრძალვიდან, სადაც სავარაუდოდ, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილიც ჩანს

"ჩემს შვილს სადისტურად მოექცნენ" - ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბორჩაშვილი საავადმყოფოშია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ