პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ კავშირი ჰქონდა "სირიის თავისუფალ არმიასთან" - გელა ნიკოლაიშვილი
ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ კავშირი ჰქონდა "სირიის თავისუფალ არმიასთან" - გელა ნიკოლაიშვილი

ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ბორ­ჩაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი კონ­ტრტე­რო­რის­ტულ დე­პარ­ტა­მენ­ტში მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის მა­სა­ლებს ეც­ნო­ბა. რო­გორც გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტში შეს­ვლამ­დე გა­ნა­ცხა­და, საქ­მეს გრი­ფი და­ე­დო და შე­სა­ბა­მი­სად, ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბა საქ­მის მა­სა­ლებს.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ და­ვით ბორ­ჩაშ­ვილს ბრალს დღეს­ვე, ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში წა­რუდ­გე­ნენ, სა­დაც და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მო­ა­თავ­სეს.

გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წევ­რო­ბას, აცხა­დებს, რომ მას კავ­ში­რი ჰქონ­და "სი­რი­ის თა­ვი­სუ­ფალ არ­მი­ას­თან", რო­მე­ლიც არ მი­იჩ­ნე­ვა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად და ებ­რძვის რო­გორც "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს", ასე­ვე ბა­შარ ალ ასა­დის რე­ჟიმს. ად­ვო­კა­ტის თქმით, სი­რი­ა­ში ყოფ­ნას ბორ­ჩაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა ფი­ზი­კუ­რად ვერ ექ­ნე­ბო­და კავ­ში­რი ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წევ­რებ­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებს, რო­გორც გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, ვი­დე­ო­ებ­ში, სა­დაც ადა­მი­ანს კრძა­ლა­ვენ, სა­ხე­ე­ბი არ ჩანს და შე­უძ­ლე­ბე­ლია ბორ­ჩაშ­ვი­ლის ამოც­ნო­ბა. ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ბორ­ჩაშ­ვი­ლის პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან გაბ­რუ­ნე­ბა სწო­რედ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რომ მისი და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი არ არ­სე­ბობს.

"ერთი მხრივ, იგი იყო სი­რი­ა­ში და ეს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია. ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­რო­რის­ტებ­თან აქვს კავ­ში­რი, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბამ იცო­და, რომ ეს სი­მარ­თლე არ არის და მას სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ჰქონ­და კავ­ში­რი, ამის გა­ცხა­დე­ბა კი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის შემ­დეგ უკან გა­აბ­რუ­ნეს, თუმ­ცა თურ­ქეთ­მა გა­უ­კე­თა დე­პორ­ტა­ცია და კვლავ და­აბ­რუ­ნა ქვე­ყა­ნა­ში. ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­მია, რო­მელ­თა­ნაც კავ­ში­რი ჰქონ­და ბორ­ჩაშ­ვილს, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­იჩ­ნე­ვა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, რად­გან ისევ ებ­რძვის ასა­დის რე­ჟიმს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი მხრივ რუ­სე­თის ფაქ­ტო­რი იყო მი­ზე­ზი მისი სა­ქარ­თვე­ლო­დან გაბ­რუ­ნე­ბა, მე­ო­რე - მხრივ კი და­სავ­ლე­თის. პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არ­ჩი­ეს, იგი გა­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­დე­საც უკან დაბ­რუნ­და იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ", - გა­ნა­ცხა­და გელა ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

ბორ­ჩაშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ კავშირი ჰქონდა "სირიის თავისუფალ არმიასთან" - გელა ნიკოლაიშვილი

ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ კავშირი ჰქონდა "სირიის თავისუფალ არმიასთან" - გელა ნიკოლაიშვილი

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმის მასალებს ეცნობა. როგორც გელა ნიკოლაიშვილმა დეპარტამენტში შესვლამდე განაცხადა, საქმეს გრიფი დაედო და შესაბამისად, ადგილზე გაეცნობა საქმის მასალებს.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალს დღესვე, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წარუდგენენ, სადაც დაკავების შემდეგ მოათავსეს.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს ისლამური სახელმწიფოს წევრობას, აცხადებს, რომ მას კავშირი ჰქონდა "სირიის თავისუფალ არმიასთან", რომელიც არ მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად და ებრძვის როგორც "ისლამურ სახელმწიფოს", ასევე ბაშარ ალ ასადის რეჟიმს. ადვოკატის თქმით, სირიაში ყოფნას ბორჩაშვილი ადასტურებს, თუმცა ფიზიკურად ვერ ექნებოდა კავშირი ისლამური სახელმწიფოს წევრებთან.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს, როგორც გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, ვიდეოებში, სადაც ადამიანს კრძალავენ, სახეები არ ჩანს და შეუძლებელია ბორჩაშვილის ამოცნობა. ადვოკატი აცხადებს, რომ ბორჩაშვილის პირველ ეტაპზე საქართველოდან გაბრუნება სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ მისი დაკავების საფუძვლები არ არსებობს.

"ერთი მხრივ, იგი იყო სირიაში და ეს გახმაურებული ფაქტია. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტერორისტებთან აქვს კავშირი, თუმცა გამოძიებამ იცოდა, რომ ეს სიმართლე არ არის და მას სხვა ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი, ამის გაცხადება კი რთული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, იგი პირველ ეტაპზე საქართველოში შემოსვლის შემდეგ უკან გააბრუნეს, თუმცა თურქეთმა გაუკეთა დეპორტაცია და კვლავ დააბრუნა ქვეყანაში. ცნობილია, რომ თავისუფალი არმია, რომელთანაც კავშირი ჰქონდა ბორჩაშვილს, რუსეთის ხელისუფლების მიერ მიიჩნევა ტერორისტულ ორგანიზაციად, რადგან ისევ ებრძვის ასადის რეჟიმს. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ რუსეთის ფაქტორი იყო მიზეზი მისი საქართველოდან გაბრუნება, მეორე - მხრივ კი დასავლეთის. პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ქართველმა სამართალდამცავებმა არჩიეს, იგი გაებრუნებინათ საქართველოდან, როდესაც უკან დაბრუნდა იძულებული იყვნენ, რომ დაეკავებინათ", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის ბრალდებით არის დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია