პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი მამაკაცი ქართველ ქალს საკუთარ თირკმელს უნერგავს
ამერიკელი მამაკაცი ქართველ ქალს საკუთარ თირკმელს უნერგავს

ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი ემ­ზა­დე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი თირკმე­ლი გა­და­უ­ნერ­გოს ქარ­თველ ქალს, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბაც სა­რეკ­ლა­მო სა­იტ­ზე წა­ი­კი­თხა, სა­დაც შეც­დო­მით, ის სხვა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ა­მა­ტა ქალ­მა.

ნიუ ჯერ­სე­ლი გლენ გალ­დერ­ბან­კის მე­უღ­ლე ოთხი წლის წინ თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. გლე­ნი ყვე­ბა, რომ სა­რეკ­ლა­მო გან­ცხა­დე­ბებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­დე­საც დო­ნო­რის მა­ძი­ებ­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­და­ე­ყა­რა.

გლე­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა გან­ცხა­დე­ბას და პირ­ველ დე­კემ­ბერს ოპე­რა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რომ­ლის დო­ნო­რიც უნდა გახ­დეს. სა­რეკ­ლა­მო სა­იტ­ზე გან­ცხა­დე­ბა ნინა სა­რი­ამ და მის­მა ქმარ­მა გა­ნა­თავ­სეს. სა­რი­ას თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის გამო აქვს. წყვი­ლის თქმით, მე­გობ­რე­ბის და ნა­თე­სა­ვე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი დო­ნო­რო­ბა­ზე არ გა­მო­ად­გათ, რად­გან ზოგი სა­რი­ას­თან შე­თავ­სე­ბა­დი არ იყო, ზოგ­მა კი უკან და­ი­ხია.

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დო­ნო­რე­ბის სი­ა­ში ყოფ­ნის შემ­დეგ სა­რი­ას ქმარ­მა გა­და­წყვი­ტა გან­ცხა­დე­ბა სა­რეკ­ლა­მო სა­იტ­ზე გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა.

"ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ უკეთ ვიქ­ნე­ბი გა­და­ნერგვის შემ­დეგ. ასე რომ, მარ­თლა ვთვლი, რომ გლენ­მა სი­ცო­ცხლე შე­მი­ნარ­ჩუ­ნა და სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, რომ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე", - გა­ნა­ცხა­და სა­რი­ამ.

"სიკ­ვდი­ლამ­დე მე­ში­ნია. არა­სო­დეს მქო­ნია ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა, ახლა კი ჩე­მი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უნდა გამ­კვე­თონ და ორ­გა­ნო ამო­მაჭ­რან. მაგ­რამ ამას მა­ინც გა­ვა­კე­თებ, იმი­ტომ, რომ მინ­და მათ და­ვეხ­მა­რო", - გა­ნა­ცხა­და კალ­დერ­ბან­კმა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია nypost.com-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ამერიკელი მამაკაცი ქართველ ქალს საკუთარ თირკმელს უნერგავს

ამერიკელი მამაკაცი ქართველ ქალს საკუთარ თირკმელს უნერგავს

ამერიკელი მამაკაცი ემზადება, რომ საკუთარი თირკმელი გადაუნერგოს ქართველ ქალს, რომლის განცხადებაც სარეკლამო საიტზე წაიკითხა, სადაც შეცდომით, ის სხვა განყოფილებაში დაამატა ქალმა.

ნიუ ჯერსელი გლენ გალდერბანკის მეუღლე ოთხი წლის წინ თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. გლენი ყვება, რომ სარეკლამო განცხადებებს ათვალიერებდა სამშენებლო მასალების შესახებ, როდესაც დონორის მაძიებლის განცხადებას გადაეყარა.

გლენი გამოეხმაურა განცხადებას და პირველ დეკემბერს ოპერაციისთვის ემზადება, რომლის დონორიც უნდა გახდეს. სარეკლამო საიტზე განცხადება ნინა სარიამ და მისმა ქმარმა განათავსეს. სარიას თირკმლის უკმარისობა ავტოიმუნური დაავადების გამო აქვს. წყვილის თქმით, მეგობრების და ნათესავების შემოთავაზებები დონორობაზე არ გამოადგათ, რადგან ზოგი სარიასთან შეთავსებადი არ იყო, ზოგმა კი უკან დაიხია.

ერთი წლის განმავლობაში დონორების სიაში ყოფნის შემდეგ სარიას ქმარმა გადაწყვიტა განცხადება სარეკლამო საიტზე განეთავსებინა.

”ექიმები ამბობენ, რომ უკეთ ვიქნები გადანერგვის შემდეგ. ასე რომ, მართლა ვთვლი, რომ გლენმა სიცოცხლე შემინარჩუნა და საშუალება მომცა, რომ ცხოვრებას დავუბრუნდე”, - განაცხადა სარიამ.

”სიკვდილამდე მეშინია. არასოდეს მქონია ჯანმრთელობის პრობლემა, ახლა კი ჩემივე გადაწყვეტილებით უნდა გამკვეთონ და ორგანო ამომაჭრან. მაგრამ ამას მაინც გავაკეთებ, იმიტომ, რომ მინდა მათ დავეხმარო”, - განაცხადა კალდერბანკმა.

მომზადებულია nypost.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია