პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ ფაქტები და არა ლირიკა": - მიხეილ სააკაშვილი "ვარდების რევოლუციის" 12 წლისთავზე
"მხოლოდ ფაქტები და არა ლირიკა": - მიხეილ სააკაშვილი "ვარდების რევოლუციის" 12 წლისთავზე

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას 12 წელი შე­უს­რულ­და. ზუს­ტად 12 წლის წინ, 23 ნო­ემ­ბერს, სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, პარ­ლა­მენ­ტში შე­იჭრ­ნენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ი­კა­ვეს და პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს. პრე­ზი­დენ­ტი გა­დად­გა, ხოლო რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­მარ­თულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვა "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ". სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" 12 წლის­თავ­ზე წერს:

"2003 წლის 23 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­ჯვა ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ. ნამ­დვი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის და­სა­ბა­მი კი 2004 წლის და­სა­წყი­სი გახ­და. სა­ქარ­თვე­ლო არ­შემ­დგა­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან გა­და­იქ­ცა შემ­დგო­მი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სწრა­ფი გარ­დაქ­მნის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მა­გა­ლი­თად. მსოფ­ლიო ბან­კის მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო იქცა მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ველ რე­ფორ­მა­ტო­რად, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სი­მარ­ტი­ვის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ნაც­ვლა მსოფ­ლი­ო­ში 127-ე ად­გი­ლი­დან, მე-8 ად­გილ­ზე, (ამ რე­ი­ტინ­გში დღეს უკ­რა­ი­ნა 82-ე ად­გილ­ზეა), სა­გა­და­სა­ხა­დო წნე­ხის სიმ­სუ­ბუ­ქით სა­ქარ­თვე­ლო იყო მე­ო­თხე ად­გილ­ზე, (უკ­რა­ი­ნა 137-ზეა). თუ 2003 წელს ქარ­თვე­ლე­ბის 80% გა­მო­კი­თხვებ­ში ამ­ბობ­და, რომ შე­ხე­ბა ჰქონ­და კო­რუფ­ცი­ას­თან, 2012 წელს ეს მო­ნა­ცე­მე­ბი 2%-ზე ქვე­მოთ ჩა­მო­ვარ­და, ამ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი ათ­ჯერ გა­ი­ზარ­და, ხოლო სი­ღა­რი­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50%-დან 20%-მდე შემ­ცირ­და, ასე­ვე სამ­ჯერ შემ­ცირ­და ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო ახა­ლი დრო­შა, ჰიმ­ნი და ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­და­ქა­ლა­ქი. ქვე­ყა­ნა­ში აშენ­და პრაქ­ტი­კუ­ლად ახა­ლი ქა­ლა­ქე­ბი, შე­იქ­მნა ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და ასი ათა­სი­დან ექვს მი­ლი­ო­ნამ­დე. შე­იქ­მნა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პო­ლი­ცია, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სწრა­ფი სა­ბა­ჟო, ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. მი­უ­ხე­და­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­თე­ბი­სა, სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­და არა მხო­ლოდ 2008 წლამ­დე, არა­მედ გან­სა­კუთ­რე­ბით 2008 წლის შემ­დეგ (სა­გა­და­სა­ხა­დო-სა­ბა­ჟო რე­ფორ­მა, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბი, დიდი ინფრას­ტრუ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბი­სა და კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბი).

აი ეს არის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­ცე­მი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში მიღ­წე­უ­ლი ყვე­ლა­ზე სწრა­ფი პროგ­რე­სი­სა. ამას­თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და მუდ­მი­ვი სა­გა­რეო აგ­რე­სი­ის, პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და გა­შა­ვე­ბის მუდ­მი­ვი მცდე­ლო­ბის ფონ­ზე. სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლად თა­ვის თავ­ზე მთე­ლი სი­სას­ტი­კით გა­მო­ცა­და ჰიბ­რი­დუ­ლი ომი - აი ასე­თია ფაქ­ტე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი არის ლი­რი­კა და ერთი ავად­მყო­ფი რუსი მი­ლი­არ­დე­რის ახი­რე­ბე­ბის და რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის შტამ­პე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ყო­ლის სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გე­ბი. ამ შე­დე­გე­ბის ბრა­ლია, რომ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც 2012 წლამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მო­თა­მა­შე და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი მსოფ­ლიო ფაქ­ტო­რი იყო, პრაქ­ტი­კუ­ლად გაქ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო რა­და­რე­ბი­დან. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან გაკ­ვე­თი­ლად უნდა იქ­ცეს ჩვენ­თვის.

გი­ლო­ცავთ გი­ორ­გო­ბა­სა და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის წლის­თავს. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ!" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან" 12 წელი გა­ვი­და - ის­ტო­რი­უ­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან" 12 წელი გა­ვი­და - გახ­სოვთ სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ის ჰიმ­ნად იქცა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მხოლოდ ფაქტები და არა ლირიკა": - მიხეილ სააკაშვილი "ვარდების რევოლუციის" 12 წლისთავზე

"მხოლოდ ფაქტები და არა ლირიკა": - მიხეილ სააკაშვილი "ვარდების რევოლუციის" 12 წლისთავზე

ვარდების რევოლუციას 12 წელი შეუსრულდა. ზუსტად 12 წლის წინ, 23 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტში შეიჭრნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც სხდომათა დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი გადადგა, ხოლო რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ვარდების რევოლუციის" 12 წლისთავზე წერს:

"2003 წლის 23 ნოემბერს გაიმარჯვა ვარდების რევოლუციამ. ნამდვილი რევოლუციური ცვლილებების დასაბამი კი 2004 წლის დასაწყისი გახდა. საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან გადაიქცა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით სწრაფი გარდაქმნის ყველაზე წარმატებულ მაგალითად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო იქცა მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით გადაინაცვლა მსოფლიოში 127-ე ადგილიდან, მე-8 ადგილზე, (ამ რეიტინგში დღეს უკრაინა 82-ე ადგილზეა), საგადასახადო წნეხის სიმსუბუქით საქართველო იყო მეოთხე ადგილზე, (უკრაინა 137-ზეა). თუ 2003 წელს ქართველების 80% გამოკითხვებში ამბობდა, რომ შეხება ჰქონდა კორუფციასთან, 2012 წელს ეს მონაცემები 2%-ზე ქვემოთ ჩამოვარდა, ამ წლებში საქართველოს ბიუჯეტი ათჯერ გაიზარდა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 50%-დან 20%-მდე შემცირდა, ასევე სამჯერ შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა.

საქართველომ მიიღო ახალი დროშა, ჰიმნი და ახალი საპარლამენტო დედაქალაქი. ქვეყანაში აშენდა პრაქტიკულად ახალი ქალაქები, შეიქმნა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინფრასტრუქტურა, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა ასი ათასიდან ექვს მილიონამდე. შეიქმნა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პოლიცია, მსოფლიოს ყველაზე სწრაფი საბაჟო, ძირფესვიანად შეიცვალა განათლების სისტემა. მიუხედავად გავრცელებული მითებისა, სწრაფი განვითარება მოხდა არა მხოლოდ 2008 წლამდე, არამედ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ (საგადასახადო-საბაჟო რეფორმა, იუსტიციის სახლები, დიდი ინფრასტრუტურული პროექტები, ინგლისური ენის სწავლებისა და კომპიუტერიზაციის პროგრამები).

აი ეს არის რამდენიმე მონაცემი საქართველოს მიერ უახლეს ისტორიაში მიღწეული ყველაზე სწრაფი პროგრესისა. ამასთან, ეს ყველაფერი ხდებოდა მუდმივი საგარეო აგრესიის, პროვოკაციებისა და გაშავების მუდმივი მცდელობის ფონზე. საქართველომ პირველად თავის თავზე მთელი სისასტიკით გამოცადა ჰიბრიდული ომი - აი ასეთია ფაქტები, დანარჩენი არის ლირიკა და ერთი ავადმყოფი რუსი მილიარდერის ახირებების და რუსული პროპაგანდის შტამპების გავლენის ქვეშ მოყოლის სამწუხარო შედეგები. ამ შედეგების ბრალია, რომ პატარა საქართველო, რომელიც 2012 წლამდე მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშე და ანგარიშგასაწევი მსოფლიო ფაქტორი იყო, პრაქტიკულად გაქრა საერთაშორისო რადარებიდან. ეს მნიშვნელოვან გაკვეთილად უნდა იქცეს ჩვენთვის.

გილოცავთ გიორგობასა და ვარდების რევოლუციის წლისთავს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - წერს სააკაშვილი.

"ვარდების რევოლუციიდან" 12 წელი გავიდა - ისტორიული ფოტორეპორტაჟი

"ვარდების რევოლუციიდან" 12 წელი გავიდა - გახსოვთ სიმღერა, რომელიც რევოლუციის ჰიმნად იქცა?

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."