პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი დღე" 12 წლის შემდეგ: როგორ აფასებენ ვარდების რევოლუციას ცნობილი ჰიტის შემსრულებლები
"ახალი დღე" 12 წლის შემდეგ: როგორ აფასებენ ვარდების რევოლუციას ცნობილი ჰიტის შემსრულებლები

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან დღეს 12 წელი გა­ვი­და. უსის­ხლო რე­ვო­ლუ­ცია არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას მოჰ­ყვა, ზუს­ტად 12 წლის წინ, 23 ნო­ემ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტში შე­იჭრ­ნენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს. პრე­ზი­დენ­ტი გა­დად­გა, ხოლო რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­მარ­თულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა და სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­დე­ბი­თად შეხ­ვდნენ. მათ შო­რის იყ­ვნენ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი, სა­ხელ­წო­დე­ბით "ახა­ლი დღე" შექ­მნეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლებ­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას უმ­ღე­რეს, შემ­დეგ თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და ე.წ. ჩა­რე­ცხი­ლე­ბად და დაბ­ლო­კეს.

ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ჰიმ­ნის, პრო­ექ­ტის იდე­ის ავ­ტო­რი მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა გახ­ლდათ. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, უნ­დო­და რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი თა­ვა­დაც შე­ე­ტა­ნა და ამი­ტო­მაც გა­უჩ­ნდა ამ პრო­ექ­ტის შექ­მნის იდეა, რა­შიც სტე­ფა­ნე, მაია დარსმე­ლი­ძე, სანო და რე­ჟი­სო­რი გაგა რაზ­მა­ძე და­ეხ­მარ­ნენ. ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი არ­ცერ­თი მომ­ღერ­ლის­გან მი­უ­ღია.

ია ფა­რუ­ლა­ვა:

- იმ­დე­ნად ვი­ყა­ვი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ით, გა­დავ­წყვი­ტე მეც შე­მე­ტა­ნა სა­კუ­თა­რი წვლი­ლი ამ საქ­მე­ში, ამი­ტო­მაც გა­მიჩ­ნდა ამ პრო­ექ­ტის შექ­მნის იდეა. და­ვუ­კავ­შირ­დი სტე­ფა­ნეს, რო­მელ­მაც და­წე­რა მუ­სი­კა, ტექ­სტზე კი მაია დარსმე­ლი­ძემ იმუ­შა­ვა. ძა­ლი­ან კარ­გი სიმ­ღე­რა გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც სა­ნოს სტუ­დი­ა­ში ჩავ­წე­რეთ, კლი­პი რე­ჟი­სორ­მა გაგა რაზ­მა­ძემ გა­და­ი­ღო. ამ პრო­ექ­ტით ფული არ გაგ­ვი­კე­თე­ბია, საკ­მა­ოდ მი­ზე­რულ თან­ხად გა­კეთ­და ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა მომ­ღე­რალ­მა თან­ხმო­ბა თქვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. დიდი მო­ლო­დი­ნი გვქონ­და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, კარ­გად და­ი­წყეს, მაგ­რამ 12 წლის შემ­დეგ ისევ მძ*ნერ­ში ვზი­ვართ.

მომ­ღე­რა­ლი აჩი­კო მე­ფა­რი­ძე 2003 წელს პო­პუ­ლა­რო­ბის მწვერ­ვალ­ზე იყო. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ჰიმნში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ვა­დაც მი­ი­ღო, თუმ­ცა დღეს ამას ნა­ნობს.

- ია ფა­რუ­ლა­ვამ მთხო­ვა ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ის ჩემი მე­გო­ბა­რია და დავ­თან­ხმდი. გა­ა­მარ­თლა თუ არა მო­ლო­დინ­მა, თა­ვა­დაც ხე­დავთ; რა დროს გა­მარ­თლე­ბაა, ქვე­ყა­ნა სა­დამ­დე არის მიყ­ვა­ნი­ლი... ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რომ ახა­ლი უკე­თესს ნიშ­ნავს, მაგ­რამ ვერ ვნა­ხეთ უკე­თე­სო­ბა, უკუს­ვლა არის. ყვე­ლა­ზე ცუ­დად ჩემს ოჯახ­ზე აი­სა­ხა სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბა. შოუ-ბიზ­ნეს­ში ჩემ­ნა­ი­რი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არის. დღეს ხომ გა­მოჩ­ნდა, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­მა­ჩემს აბ­რა­ლებ­და, თვი­თონ გა­ა­კე­თა. გა­ჩე­ხი­ლია ხე­ე­ბი და კაკ­ლე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი. იმის­თვის უნ­დო­დათ მა­მა­ჩე­მის მო­შო­რე­ბა, რომ წყნე­თის და ბა­გე­ბის ტყე­ე­ბი გა­ე­ყი­დათ.

- ნა­ნობთ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ჰიმნში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- რა თქმა უნდა, ვნა­ნობ. ტრა­გი­კუ­ლი გან­ცდა არ მაქვს, ის სიმ­ღე­რა არა­ფერს არ ნიშ­ნავს, ერთხელ გა­ვი­და სა­დღაც, მაგ­რამ რო­გორც ფაქტს - ძა­ლი­ან ვნა­ნობ.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას მხარს უჭერ­და ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი და მისი ოჯა­ხი.

- რა მო­ლო­დი­ნე­ბი გქონ­დათ ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ და გა­მარ­თლდა თუ არა ეს მო­ლო­დი­ნი?

ქე­თა­თო ჩარ­კვი­ა­ნი:

- ყვე­ლას ყო­ველ­თვის აქვს ერთი მო­ლო­დი­ნი, გვგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი ქვე­ყა­ნა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დე­ბა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და ყვე­ლა იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თლდე­ბა ეს, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში - არა. ჩემ­თვის არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა. რა­ღა­ცე­ბი გან­ვი­თარ­და და ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და, რაც იმ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მომ­ღე­რალ­მა დათო გო­მარ­თელ­მაც, თუმ­ცა დღეს ეს ეტა­პი მისი კა­რი­ე­რი­დან არ ახ­სოვს.

- რო­მე­ლია ეგ კლი­პი? არ ვყო­ფილ­ვარ მე ამ კლიპ­ში, არც მიმ­ღე­რია ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის ჰიმ­ნი.

- კლიპ­ში ხართ...

- არ მახ­სოვს.

- გა­გი­მარ­თლათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა მო­ლო­დი­ნი?

- რა თქმა უნდა, ნა­წი­ლობ­რივ გა­მარ­თლდა ჩემი მო­ლო­დი­ნი. წლე­ბის შემ­დეგ იყო გა­დახ­რე­ბი, რაც გვე­გო­ნა, ისე არ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო ქვე­ყა­ნა­ზე რო­გორ აი­სა­ხე­ბო­და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია, მე რო­გორც ვცხოვ­რობ­დი მა­ნამ­დე, ისევ ისე ვცხოვ­რობ. მა­ნამ­დეც ვმღე­რო­დი და დღე­საც ვმღე­რი. ვინ იბ­ლო­კე­ბო­და და ვინ არა, არ ვიცი. მე სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ხმა არა­სო­დეს მი­მი­ცია.

იხი­ლეთ "ახა­ლი დღე"

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ახალი დღე" 12 წლის შემდეგ: როგორ აფასებენ ვარდების რევოლუციას ცნობილი ჰიტის შემსრულებლები

"ახალი დღე" 12 წლის შემდეგ: როგორ აფასებენ ვარდების რევოლუციას ცნობილი ჰიტის შემსრულებლები

ვარდების რევოლუციიდან დღეს 12 წელი გავიდა. უსისხლო რევოლუცია არჩევნების გაყალბებას მოჰყვა, ზუსტად 12 წლის წინ, 23 ნოემბერს, პარლამენტში შეიჭრნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი გადადგა, ხოლო რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას ქვეყნის მოსახლეობა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ ქართველი მომღერლები, რომლებმაც ვარდების რევოლუციაზე მუსიკალური ნამუშევარი, სახელწოდებით "ახალი დღე" შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ მომღერლების ნაწილი, რომლებმაც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას უმღერეს, შემდეგ თავად სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა ე.წ. ჩარეცხილებად და დაბლოკეს.

ვარდების რევოლუციის ჰიმნის, პროექტის იდეის ავტორი მსახიობი ია ფარულავა გახლდათ. როგორც თავად ამბობს, უნდოდა რევოლუციაში საკუთარი წვლილი თავადაც შეეტანა და ამიტომაც გაუჩნდა ამ პროექტის შექმნის იდეა, რაშიც სტეფანე, მაია დარსმელიძე, სანო და რეჟისორი გაგა რაზმაძე დაეხმარნენ. ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობაზე უარი არცერთი მომღერლისგან მიუღია.

ია ფარულავა:

- იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული ვარდების რევოლუციით, გადავწყვიტე მეც შემეტანა საკუთარი წვლილი ამ საქმეში, ამიტომაც გამიჩნდა ამ პროექტის შექმნის იდეა. დავუკავშირდი სტეფანეს, რომელმაც დაწერა მუსიკა, ტექსტზე კი მაია დარსმელიძემ იმუშავა. ძალიან კარგი სიმღერა გამოვიდა, რომელიც სანოს სტუდიაში ჩავწერეთ, კლიპი რეჟისორმა გაგა რაზმაძემ გადაიღო. ამ პროექტით ფული არ გაგვიკეთებია, საკმაოდ მიზერულ თანხად გაკეთდა ყველაფერი, ყველა მომღერალმა თანხმობა თქვა პროექტში მონაწილეობაზე. დიდი მოლოდინი გვქონდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, კარგად დაიწყეს, მაგრამ 12 წლის შემდეგ ისევ მძ*ნერში ვზივართ.

მომღერალი აჩიკო მეფარიძე 2003 წელს პოპულარობის მწვერვალზე იყო. ვარდების რევოლუციის ჰიმნში მონაწილეობა თავადაც მიიღო, თუმცა დღეს ამას ნანობს.

- ია ფარულავამ მთხოვა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ის ჩემი მეგობარია და დავთანხმდი. გაამართლა თუ არა მოლოდინმა, თავადაც ხედავთ; რა დროს გამართლებაა, ქვეყანა სადამდე არის მიყვანილი... ნებისმიერი ადამიანი ფიქრობს, რომ ახალი უკეთესს ნიშნავს, მაგრამ ვერ ვნახეთ უკეთესობა, უკუსვლა არის. ყველაზე ცუდად ჩემს ოჯახზე აისახა სააკაშვილის მმართველობა. შოუ-ბიზნესში ჩემნაირი დაზარალებული არ არის. დღეს ხომ გამოჩნდა, რასაც სააკაშვილი მამაჩემს აბრალებდა, თვითონ გააკეთა. გაჩეხილია ხეები და კაკლებია გაშენებული. იმისთვის უნდოდათ მამაჩემის მოშორება, რომ წყნეთის და ბაგების ტყეები გაეყიდათ.

- ნანობთ ვარდების რევოლუციის ჰიმნში მონაწილეობას?

- რა თქმა უნდა, ვნანობ. ტრაგიკული განცდა არ მაქვს, ის სიმღერა არაფერს არ ნიშნავს, ერთხელ გავიდა სადღაც, მაგრამ როგორც ფაქტს - ძალიან ვნანობ.

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას მხარს უჭერდა ირაკლი ჩარკვიანი და მისი ოჯახი.

- რა მოლოდინები გქონდათ ვარდების რევოლუციის შემდეგ და გამართლდა თუ არა ეს მოლოდინი?

ქეთათო ჩარკვიანი:

- ყველას ყოველთვის აქვს ერთი მოლოდინი, გვგონია, რომ ადამიანური რესურსი ქვეყანაში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული და ქვეყანა განვითარდება სწორი მიმართულებით და ყველა იქნება დაცული. ზოგ შემთხვევაში მართლდება ეს, ზოგ შემთხვევაში - არა. ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. რაღაცები განვითარდა და ცვლილებები მოხდა, რაც იმ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პროექტში მონაწილეობა მიიღო მომღერალმა დათო გომართელმაც, თუმცა დღეს ეს ეტაპი მისი კარიერიდან არ ახსოვს.

- რომელია ეგ კლიპი? არ ვყოფილვარ მე ამ კლიპში, არც მიმღერია ვარდების რევოლუციის ჰიმნი.

- კლიპში ხართ...

- არ მახსოვს.

- გაგიმართლათ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა მოლოდინი?

- რა თქმა უნდა, ნაწილობრივ გამართლდა ჩემი მოლოდინი. წლების შემდეგ იყო გადახრები, რაც გვეგონა, ისე არ მოხდა ყველაფერი. ჩემთვის მთავარი იყო ქვეყანაზე როგორ აისახებოდა ვარდების რევოლუცია, მე როგორც ვცხოვრობდი მანამდე, ისევ ისე ვცხოვრობ. მანამდეც ვმღეროდი და დღესაც ვმღერი. ვინ იბლოკებოდა და ვინ არა, არ ვიცი. მე სააკაშვილისთვის ხმა არასოდეს მიმიცია.

იხილეთ "ახალი დღე"

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"