საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ"- ნაადრევი ქორწინების რელიგიური, ეთნიკური და სოციალური ფაქტორები
"საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ"- ნაადრევი ქორწინების რელიგიური, ეთნიკური და სოციალური ფაქტორები

ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის წევ­რებ­მა ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია და­ი­წყეს. მათი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს­გან დრო­ულ ჩა­რე­ვას, პრობ­ლე­მის აღი­ა­რე­ბას და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხო­ვენ.

ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღე 12 არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას ათხო­ვე­ბენ, 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა კი დედა ხდე­ბა. გო­გო­ნე­ბი წყვე­ტენ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას და ვერ ეუფ­ლე­ბი­ან პრო­ფე­სი­ას.

ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის წევ­რის, ბაია პა­ტა­რა­ი­ას თქმით, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პობ­ლე­მაა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ კუ­თხით გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბა აჭა­რა­ში, ქვე­მო ქარ­თლსა და კა­ხეთ­შია, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბი ყველ­გან ფიქ­სირ­დე­ბა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ბაია პა­ტა­რა­ია აცხა­დებს:

"ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არ გაგ­ვაჩ­ნია. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს: პირ­ვე­ლი - არ არ­სე­ბობს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ქორ­წი­ნე­ბა იყოს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მე­ო­რე - 16 წლამ­დე ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად 4 არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ხდე­ბა დედა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არის ქორ­წი­ნე­ბას­თან კავ­შირ­ში. მა­გა­ლი­თად, მარ­ნე­უ­ლის ერთ-ერთი კლი­ნი­კის ექი­მი ამ­ბობს, რომ მშო­ბი­ა­რე­თა 10% არის 16 წლამ­დე ასა­კის."

მისი თქმით, სრულ­წლო­ვან­სა და არას­რულ­წლო­ვანს შო­რის 16 წლამ­დე სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი აკ­რძა­ლუ­ლია კა­ნო­ნით, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ეს არის მხო­ლოდ და­წე­რი­ლი კა­ნო­ნი, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბაც არ ხდე­ბა.

"ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აქვს წარ­მოდ­გე­ნა, რამ­ხე­ლა რისკს უქ­მნის გო­გო­ნას თუნ­დაც ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ, თუნ­დაც მისი გან­ვი­თა­რე­ბის და მო­მავ­ლის თვალ­საზ­რი­სით. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ სა­ხელ­მწი­ფო ამას არ აღიქ­ვამს სე­რი­ო­ზუ­ლად. სწო­რედ ამი­ტომ, მას არ აქვს ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა. არც რო­ლე­ბი აქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და გან­სა­ზღვრუ­ლი, თუ რო­მელ სა­მი­ნის­ტროს რა ევა­ლე­ბა, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გო­გო­ნას არ სურს გა­თხო­ვე­ბა, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლია. ზოგ­ჯერ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გო­გო­ნე­ბი იღე­ბენ იმი­ტომ, რომ ეკ­რძა­ლე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლი­ან, რომ სა­კუ­თარ ურ­თი­ერ­თო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მის­ცენ ქორ­წი­ნე­ბის სახე. რო­დე­საც შენ სო­ცი­უ­მი გა­ყე­ნებს ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ არ­ჩე­ვა­ნი არ გაქვს, გინ­და თუ არა უნდა გა­თხოვ­დე, ამას მა­ინც ქვია იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბა."

ბაია პა­ტა­რა­ი­ას თქმით, ოჯა­ხი არის იმ­დე­ნად რთუ­ლი, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ზრდას­რულ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღოს ოჯა­ხის შექ­მნის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს უნდა იყოს მისი არ­ჩე­ვა­ნი. ასეთ მცი­რე ასაკ­ში კი ეს თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასე­თი ოჯა­ხე­ბი არა მარ­ტო ირ­ღვე­ვა, არა­მედ ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბის კერა. არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნებს არ გა­აჩ­ნი­ათ არც გა­ნათ­ლე­ბა, არც პრო­ფე­სია, შე­სა­ბა­მი­სად, არ უგ­როვ­დე­ბათ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და სხვებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, ამი­ტო­მაც სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბას, თვით­გან­ვი­თა­რე­ბას ვერ ახ­დე­ნენ", - აღ­ნიშ­ნავს ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის წევ­რი.

ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბე­ბის პრობ­ლე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს ქალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ხა­თუ­ნა ჩუ­გოშ­ვი­ლიც. ის ამ სა­კითხს გენ­დერულ, რე­ლი­გი­ურ, ეთ­ნი­კურ და სო­ცი­ა­ლურ ფაქ­ტო­რებს უკავ­ში­რებს.

რო­გორც ხა­თუ­ნა ჩუ­გოშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მოლ­დო­ვას და თურ­ქე­თის მსგავ­სად, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ქალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ­ბობს:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მიდ­გო­მებს, პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ჩვენ რა­ტომ­ღაც ამას ვერ ვი­ყე­ნებთ. სიღ­რმი­სე­უ­ლი კვლე­ვა არ არის ამ სფე­რო­ში გა­კე­თე­ბუ­ლი; არ შეგ­ვიძ­ლია და­ვად­გი­ნოთ არას­რულ­წლო­ვან­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ მოქ­მე­დებს, ოჯა­ხი არ ამ­ჟღავ­ნებს, ყვე­ლა ცდი­ლობს პრობ­ლე­მის და­მალ­ვას.

რა თქმა უნდა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში ეს თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ნორ­მა­ლურ რიტ­მში გან­ვი­თარ­დეს, მაგ­რამ რო­დე­საც გო­გო­ნას გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას უწყვე­ტენ, გა­რე­მო პი­რო­ბებს უც­ვლი­ან და ყვე­ლა­ნა­ი­რად ზღუ­და­ვენ, რა თქმა უნდა, ეს ძა­ლი­ან ცუ­დად მოქ­მე­დებს მას­ზე",- აღ­ნიშ­ნავს ხა­თუ­ნა ჩუ­გოშ­ვი­ლი.

ფსი­ქო­ლო­გი ანა ჟღენ­ტი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც ავ­ლენს ამ ტი­პის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს, თუმ­ცა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კვლე­ვა გვე­უბ­ნე­ბა, რომ გო­გო­ნას ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ნა­ძა­ლა­დე­ვად ან გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ხდე­ბა, მო­მა­ვალ­ში კავ­შირ­შია გან­ვი­თა­რე­ბულ დეპ­რე­სი­ას­თან, შფოთვის აშ­ლი­ლო­ბებ­თან. გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ად­რე­ვად ქმნი­ან ოჯა­ხებს, სკო­ლას ვერ ამ­თავ­რე­ბენ, გა­ნათ­ლე­ბას ვერ იღე­ბენ და მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბულ­ნი ხდე­ბი­ან სხვებ­ზე, რაც მათ მი­მართ ძა­ლა­დო­ბის რისკს ზრდის.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2014 წლის ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 წელს მი­უღ­წე­ველ პირ­თა ქორ­წი­ნე­ბა 14%-ს შე­ად­გენს. 15 წელს მი­უღ­წე­ველ პირ­თა შო­რის ქორ­წი­ნე­ბის ზუს­ტი მო­ნა­ცე­მი კი არ არ­სე­ბობს, რად­გან სკო­ლებ­სა თუ სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ უწყე­ბებ­ში სკო­ლის მი­ტო­ვე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა არ წარ­მო­ებს.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

"საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ"- ნაადრევი ქორწინების რელიგიური, ეთნიკური და სოციალური ფაქტორები

"საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ"- ნაადრევი ქორწინების რელიგიური, ეთნიკური და სოციალური ფაქტორები

ქალთა მოძრაობის წევრებმა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. მათი თქმით, ქვეყანაში ნაადრევი ქორწინება აქტუალურ პრობლემად რჩება. ქალთა მოძრაობის წევრები სახელმწიფოსგან დროულ ჩარევას, პრობლემის აღიარებას და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას მოითხოვენ.

ქალთა მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოში ყოველდღე 12 არასრულწლოვან გოგონას ათხოვებენ, 4 არასრულწლოვანი გოგონა კი დედა ხდება. გოგონები წყვეტენ განათლების მიღებას და ვერ ეუფლებიან პროფესიას.

ქალთა მოძრაობის წევრის, ბაია პატარაიას თქმით, ადრეული ქორწინება საქართველოში სერიოზული სოციალური პობლემაა. მისი ინფორმაციით, ამ კუთხით განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება აჭარაში, ქვემო ქართლსა და კახეთშია, თუმცა შემთხვევები ყველგან ფიქსირდება.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ბაია პატარაია აცხადებს:

"ადრეულ ასაკში ქორწინების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - არ არსებობს ვალდებულება, რომ ქორწინება იყოს რეგისტრირებული, მეორე - 16 წლამდე ქორწინების რეგისტრაცია შეუძლებელია. თუმცა არსებობს რეალური მონაცემები, რომ ყოველდღიურად 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. ბუნებრივია, ეს არის ქორწინებასთან კავშირში. მაგალითად, მარნეულის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი ამბობს, რომ მშობიარეთა 10% არის 16 წლამდე ასაკის."

მისი თქმით, სრულწლოვანსა და არასრულწლოვანს შორის 16 წლამდე სქესობრივი კავშირი აკრძალულია კანონით, თუმცა რეალურად ეს არის მხოლოდ დაწერილი კანონი, რომლის აღსრულებაც არ ხდება.

"ჩვენს საზოგადოებას არ აქვს წარმოდგენა, რამხელა რისკს უქმნის გოგონას თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ, თუნდაც მისი განვითარების და მომავლის თვალსაზრისით. პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო ამას არ აღიქვამს სერიოზულად. სწორედ ამიტომ,  მას არ აქვს ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პოლიტიკა. არც როლები აქვს გადანაწილებული და განსაზღვრული, თუ რომელ სამინისტროს რა ევალება, საკითხთან დაკავშირებით.

ხშირ შემთხვევაში გოგონას არ სურს გათხოვება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, იძულებულია. ზოგჯერ, ამ გადაწყვეტილებას გოგონები იღებენ იმიტომ, რომ ეკრძალებათ თავისუფალი სქესობრივი კავშირი და თავს ვალდებულად თვლიან, რომ საკუთარ ურთიერთობას აუცილებლად მისცენ ქორწინების სახე. როდესაც შენ სოციუმი გაყენებს ისეთ მდგომარეობაში, რომ არჩევანი არ გაქვს, გინდა თუ არა უნდა გათხოვდე, ამას მაინც ქვია იძულებითი ქორწინება."

ბაია პატარაიას თქმით, ოჯახი არის იმდენად რთული, საპასუხისმგებლო საქმე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდასრულმა ადამიანმა მიიღოს ოჯახის შექმნის გაცნობიერებული გადაწყვეტილება, ეს უნდა იყოს მისი არჩევანი. ასეთ მცირე ასაკში კი ეს თითქმის შეუძლებელია. ასეთი ოჯახები არა მარტო ირღვევა, არამედ ხდება ძალადობის კერა. არასრულწლოვან გოგონებს არ გააჩნიათ არც განათლება, არც პროფესია, შესაბამისად, არ უგროვდებათ მუშაობის გამოცდილება და სხვებზე დამოკიდებულები ხდებიან, ამიტომაც საკუთარი თავის შეცნობას, თვითგანვითარებას ვერ ახდენენ", - აღნიშნავს ქალთა მოძრაობის წევრი.

ნაადრევი ქორწინებების პრობლემის აქტუალურობაზე საუბრობს ქალთა ასოციაციის დამფუძნებელი ხათუნა ჩუგოშვილიც. ის ამ საკითხს გენდერულ, რელიგიურ, ეთნიკურ და სოციალურ ფაქტორებს უკავშირებს.

როგორც ხათუნა ჩუგოშვილი აღნიშნავს, მოლდოვას და თურქეთის მსგავსად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ქალთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს:

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს, პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენ რატომღაც ამას ვერ ვიყენებთ. სიღრმისეული კვლევა არ არის ამ სფეროში გაკეთებული; არ შეგვიძლია დავადგინოთ არასრულწლოვანთა ოფიციალური სტატისტიკა. საკანონმდებლო ბაზა ხშირ შემთხვევაში არ მოქმედებს, ოჯახი არ ამჟღავნებს, ყველა ცდილობს პრობლემის დამალვას.

რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს თანაცხოვრება ნორმალურ რიტმში განვითარდეს, მაგრამ როდესაც გოგონას განათლების უფლებას უწყვეტენ, გარემო პირობებს უცვლიან და ყველანაირად ზღუდავენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მასზე",- აღნიშნავს ხათუნა ჩუგოშვილი.

ფსიქოლოგი ანა ჟღენტი ამბობს, რომ საქართველოში სამწუხაროდ, არ არსებობს კვლევა, რომელიც ავლენს ამ ტიპის ფსიქოლოგიურ პრობლემებს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების კვლევა გვეუბნება, რომ გოგონას ნაადრევი ქორწინება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნაძალადევად ან გაუცნობიერებლად ხდება, მომავალში კავშირშია განვითარებულ დეპრესიასთან, შფოთვის აშლილობებთან. გოგონები, რომლებიც ნაადრევად ქმნიან ოჯახებს, სკოლას ვერ ამთავრებენ, განათლებას ვერ იღებენ და მთლიანად დამოკიდებულნი ხდებიან სხვებზე, რაც მათ მიმართ ძალადობის რისკს ზრდის.

საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში 18 წელს მიუღწეველ პირთა ქორწინება 14%-ს შეადგენს. 15 წელს მიუღწეველ პირთა შორის ქორწინების ზუსტი მონაცემი კი არ არსებობს, რადგან სკოლებსა თუ სხვა დაინტერესებულ უწყებებში სკოლის მიტოვებისა და არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება არ წარმოებს.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია