ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა 5 წლით დააპატიმრონ?

ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა 5 წლით დააპატიმრონ?

ბიძინა ივანიშვილს 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საფრანგეთში მილიარდერი ივანიშვილის ყოფილი მეუღლე დაადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან განქორწინების დოკუმენტზე ხელი მას არ მოუწერია. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.

ინგა პავლოვას ადვოკატის თქმით, საქმეში ბევრი უზუსტობაა. პირველი და მთავარი არის ის, რომ პავლოვამ არ იცოდა, რომ ივანიშვილი მას გასცილდა, მეორე - ის არ ყოფილა სასამართლოში და არ დათანხმებია განქორწინებას და მესამე, მას არ მოუწერია ხელი დოკუმენტებზე, მაშინ როდესაც პარიზის სასამართლოში ინახება დოკუმენტი მისი ხელმოწერით.

ინგა პავლოვას ადვოკატის მტკიცებით, პავლოვას ხელმოწერა დოკუმენტებზე არ არის და ამის დადასტურებას ისინი ხელმოწერის შემოწმებით შეეცდებიან. ასევე ინგა პავლოვა არ იცნობს იმ პირს, რომელიც თითქოს განქორწინების დროს მის ინტერესებს იცავდა.

ცნობილია ისიც, რომ 94 წელს სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია არასწორია. საუბარია მისამართზე, სადაც თითქოს ივანიშვილის მეუღლე ცხოვრობდა. პავლოვას ადვოკატი დღეს ამტკიცებს, რომ პავლოვას არასდროს უცხოვრია ამ მისამართზე. ადვოკატი ამბობს, რომ ეს დოკუმენტურადაც დასტურდება.

"გამოდის, რომ მოატყუეს ინგა პავლოვა და გამოიყენეს. ასევე მოატყუეს მოსამართლე. სასამრთლოში მათ ალბათ სხვა ადამიანი მიიყვანეს", - აცხადებს ინგა პავლოვას ადვოკატი.

იხილეთ ასევე: "განსხვავებულ აქცენტები": ინგა პავლოვას ივანიშვილის რუსული გარემოცვის წევრები უკავშირდებიან - რა კავშირი აქვს ექს-პრემიერის ყოფილ ცოლს კალაძესთან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ