"მას ეშინია", - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლის, ინგა პავლოვას ადვოკატმა "განსხვავებულ აქცენტებთან" საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, პავლოვას ეშინია მისი ყოფილი ქმრის და იმ ყველაფრის, რაც შეიძლება მოხდეს.
მას შემდეგ, რაც პავლოვამ საფრანგეთში ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მას ყოფილი მეუღლის, ბიძინა ივანიშვილის რუსული გარემოცვის წევრები დაუკავშირდნენ.
ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე ამბობს, რომ პავლოვას ბანკ "რასიისკი" კრედიტის (რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააარსა) სამმართველოს უფროსი დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა. როგორც ივანიძე ამბობს, პოლიაკოვი მანამდე პავლოვას წერდა და ამშვიდებდა, რომ რუსეთში მათ სახელზე გაფორმებული კომპანია ფაქტორეალი არაფერ ცუდს არ აკეთებდა და პრობლემები არ შეექმნებოდა.
რუსულ კომპანია ფაქტორეალის მეწილე პავლოვა ისე გახდა, რომ მან ამის შესახებ არც კი იცოდა. პავლოვამ უკვე მიმართა ჯერ რუსეთის პროკურატურას, შემდეგ კი სასამართლოს იმის შესახებ, რომ მას ამ კომპანიის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და არც მეწილე არ არის.
"პოლიაკოვმა გაიგო ინგას სახლის ნომერი, დაურეკა და უთხრა რომ შეხვედრილიყვნენ. ივანიშვილის გარემოცვის აქტიურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მილიარდერის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო. მათი ქმედებები მსუბუქ პანიკას ჰგავს. მე ვფიქრობ პავლოვასთან შეხვედრით ივანიშვილია დაინტერესებული. საფრანგეთში 90-იანი წლების ივანიშვილის საქმიანობის შესწავლა ძალიან საინტერესოა და ივანიშვილს ალბათ მოუწევს პასუხების გაცემა", - აცხადებს ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე.
გარდა ამისა, ინგა პავლოვა ყოფილ ქმართან, მილიარდერ ივანიშვილთან დაკავშირებას კალაძის მეშვეობით ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე ავრცელებს. გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ივანიძე ამბობს, რომ ინგა პავლოვას ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
"2011 წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისში პავლოვა ცდილობდა ივანიშვილთან დაკავშირებას კალაძის მეშვეობით, მაგრამ კალაძის მდივანი მას ეუბნებოდა, რომ მის უფროსს არ ეცალა. პავლოვას უნდოდა გაეგო ივანიშვილისგან, თუ რა მოხდა წლების წინ", - აცხადებს ივანიძე.
მისი თქმით, ინგა პავლოვასთვის არ იყო ცნობილი, ისე გაშორდა მას ბიძინა ივანიშვილი.
"პავლოვას შესახებ მე დავიწყე ძებნა მას შემდეგ, რაც ვიკიპედიაში ივანიშვილის გვერდზე რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ მას ჰყავდა ცოლი პარიზში, ეს ინფორმაცია შემდეგ წაიშალა, მერე ისევ დაიდო. ამის შემდეგ მე მოვიძიე ინფორმაცია პარიზში და აღმოჩნდა, რომ ეს სიმართლე იყო და მას ცოლი ჰყავდა პარიზში უკვე გაცილებული. მერე მოსკოვში მოვიკითხე პავლოვას შესახებ ინფორმაცია და როგორც იქნა მივაგენი. ინგასთვის შოკისმომგვერლი იყო ის გარემოება, რომ ივანიშვილი მას ისე გაშორდა, რომ მან ეს არც კი ოცოდა", - აცხადებს ჟურნალისტი ივანიძე.
ივანიძე აქვე განმარტავს, რომ ინგა პავლოვასთვის მოულოდნელი იყო ისიც, რომ მაშინ, როდესაც ის ივანიშვილის მეუღლე იყო, მილიარდერს უკვე ჰყავდა შვილი.
იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა 5 წლით დააპატიმრონ?