ამერიკის მოქალაქე, 36 წლის მეთიუ ტერორისტების ორ თავდასხმას გადაურჩა - 13 ნოემბერს საფრანგეთში და 11 სექტემბერს ამერიკაში. როგორც გამოცემა Le Monde იტყობინება, მეთიუ თეატრ "ბატაკლანში" 13 ნოემბერს მომხდარი თავდასხმისას იმყოფებოდა. ის ფეხშია დაჭრილი. მისი თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში ტერორისტებს თავს გარდაცვლილად აჩვენებდა. მოგვიანებით, დრო იხელთა და გასასვლელისაკენ ფორთხვით გაემართა.
გარდა ამისა, მეთიუ ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტსაც გადაურჩა. იგი იმ შენობის სიახლოვეს იმყოფებოდა, რომელსაც თვითმფრინავი დაეჯახა.
"მაშინ, ნახევარი მანჰეტენი სირბილით გავიარე, თუმცა, ის რაც "ბატაკლანში" გადავიტანე, ათასჯერ საშინელი იყო", - იხსენებს მეთიუ.