თუ ადრე მულტფილმები ბავშვების გასართობად მიიჩნეოდა, დღეს მოზრდილებიც მოუთმენლად ელოდებიან ახალი ანიმაციის პრემიერას. თანამედროვე პერსონაჟები, ყველა ასაკის მაყურებელზე გათვლილი სიუჟეტი და იუმორი, მულტიპლიკაციურ ფილმებს სახალისოს და საინტერესოს ხდის. წარმოგიდგენთ 4 მულტფილმს, რომელმაც მსოფლიოში გაყიდვების რეკორდი მოხსნა!
1. მინიონები
შემოსავალი: 1 150 000 000 დოლარი
ყვითელი არსებები, რომლებიც პირადად მე ბანანებს მაგონებს, პირველად მულტფილმ "საზიზღარ მეში" ვიხილეთ. რეჟისორებმა კაილ ბალდამ და პიერ კოფინმა მინიონებს დამოუკიდებელი მულტფილმი მიუძღვნეს. სიუჟეტი მოგვითხრობს როგორ გაჩნდნენ მინიონები, როგორი იყო მათი ევოლუცია... მინიონები იყვნენ ყველგან, ეგვიპტიდან დაწყებული ნაპოლეონის ბრძოლით დამთავრებული.
2. Inside out (თავდაყირა)
შემოსავალი: 851 180 000 $
ანიმაციაში რაილის ცხოვრების თანამონაწილეები ვხდებით. რაილის დაბადებისთანავე მის თავში უცნაური არსება "სიხარული" ჩნდება. ასაკის მატებასთან ერთად "სიხარულს" სხვა ემოციებიც ემატება. მაგალითად: სევდა, შიში, ბრაზი. რაილი მამამისის სამსახურის გამო საცხოვრებელ ადგილს იცვლის. ახალ გარემოსთან ადაპტაცია უჭირს და მის თავშიც აურზაური იწყება. ყველაგერი თავდაყირა დგება, როცა "სიხარული" რაილის გონების ლაბირინთში შედის და იკარგება.
იხილეთ გაგრძელება