ყაბარდო–ბალყარეთში, ფედერალური ძალების წარმომადგენლებსა და ბოევიკებს შორის მასშტაბური შეტაკება გაიმართა. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, დაღუპულია 10 ბოევიკი.
ცოტა ხნით ადრე, რუსეთის ფედერაციის ყაბარდო-ბალკარეთის სამმართველოს მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ჩერკასკისა და ნალჩიკის რაიონებში შემოღებული კონტრტერორისტული რეჟიმის შესახებ.
როგორც ცნობილია, ამჟამად შეიარაღებული მებრძოლების სავარაუდო ადგილსამყოფელს ცეცხლი უკიდია. შეტაკებების ადგილი ამ დროისთვის ალყაშია მოქცეული.