კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასპუტინი ბოროტმოქმედი თუ "საღვთო კაცი"? - ბიოგრაფია და აქამდე უცნობი სურათები
რასპუტინი ბოროტმოქმედი თუ "საღვთო კაცი"? -  ბიოგრაფია და აქამდე უცნობი სურათები

რუსი გლე­ხი და მკურ­ნა­ლი გრი­გოლ რას­პუ­ტი­ნი, რო­მელ­საც ნა­თელ­მხილ­ვე­ლის ნიჭს მი­ა­წერ­დნენ, წარ­მო­შო­ბით ტო­ბოლ­სკის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ პოკ­როვ­სკო­ე­დან იყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა რუ­სე­თის რო­მა­ნო­ვე­ბის დი­ნას­ტი­ა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნი­კო­ლოზ II, მის მე­უღ­ლე ალექ­სან­დრა­სა და ვაჟ ალექ­სი­ზე, რო­მე­ლიც ჰე­მო­ფი­ლი­ით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.

[იხი­ლეთ გა­ლე­რეა]

სიყ­მაწ­ვი­ლე­ში რას­პუ­ტი­ნი ხში­რად ავად­მყო­ფობ­და.

ვერ­ხო­ტურსკის მო­ნას­ტერ­ში სა­ლო­ცა­ვად წას­ვლის შემ­დეგ იგი რე­ლი­გი­ით და­ინ­ტე­რეს­და. 1893 წელს რას­პუ­ტი­ნი მოგ­ზა­უ­რობ­და რუ­სე­თის წმინ­და ად­გი­ლებ­ში. იგი ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და ათო­ნის მთა­ზე სა­ბერ­ძნეთ­ში, შემ­დეგ კი იე­რუ­სა­ლიმ­ში. რას­პუ­ტი­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ხვდე­ბო­და და ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ყა­რებ­და ბევრ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან, ბე­რებ­თან და მოგ­ზა­უ­რებ­თან.

1890 წელს რას­პუ­ტინ­მა პრას­კო­ვა თე­დო­რეს ასულ დუბ­რო­ვი­ნა­ზე იქორ­წი­ნა, გლე­ხის ქალ­ზე, რომ­ლის­გა­ნაც მას სამი შვი­ლი ეყო­ლა: მატ­რი­ო­ნა, ბარ­ბა­რე და დი­მიტ­რი.

1900 წელს იგი სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­ე­მარ­თა კი­ევ­ში. უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას დიდი დრო დაჰ­ყო ყა­ზან­ში, სა­დაც მამა მი­ქა­ე­ლი გა­იც­ნო, რო­მე­ლიც ყა­ზა­ნის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ რას­პუ­ტი­ნი მი­დის პე­ტერ­ბურ­გში. 1903 წელს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ინ­სპექ­ტო­რი არ­ქი­მან­დრი­ტი ფე­ო­ნი (ბის­ტრო­ნი) ეც­ნო­ბა რას­პუ­ტინს, რო­მე­ლიც მას წა­რუდ­გენს ეპის­კო­პოს გერ­მონ დოლ­გო­ნოვს.

1904 წელს რას­პუ­ტი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ქი­მან­დრიტ ფე­ო­ნის დახ­მა­რე­ბით, გა­და­ვი­და პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში მო­ი­პო­ვა "ბე­რის", "საღვთო კა­ცის", "წმინ­და­ნის" სა­ხე­ლი. სწო­რედ მამა თე­ო­ფა­ნემ მო­უყ­ვა "მოგ­ზა­უ­რის" შე­სა­ხებ ჩერ­ნო­გორსკის პეტ­რო­ვი­ჩის დი­ნა­ას­ტი­ის დი­დე­ბუ­ლის (შემ­დეგ­ში მე­ფის) ნი­კო­ლოზ ნე­გო­შას ასუ­ლებს - მი­ლი­ცა­სა და ანას­ტა­სი­ას. სწო­რედ ხსე­ნე­ბულ­მა დებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს იმ­პე­რა­ტო­რის მე­უღ­ლეს ახალ რე­ლი­გი­ურ გან­თქმულ პი­როვ­ნე­ბა­ზე. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ რას­პუ­ტი­ნი "საღვთო ადა­მი­ა­ნე­ბის" ზღვა­ში მარ­თლაც აშ­კა­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­და.

1914 წელს რუ­სე­თი პირ­ველ მსოფ­ლიო ომში ჩა­ე­ბა. მომ­დევ­ნო წელს მეფე დე­და­ქა­ლა­ქი­დან გა­ემ­გზავ­რა, რათა რუ­სუ­ლი არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დლო­ბა ეთა­ვა. მის არ­ყოფ­ნა­ში რას­პუ­ტინ­მა დე­დო­ფალს რიგი მი­ნის­ტრე­ბი მო­ახ­სნე­ვი­ნა და მათ ად­გი­ლას სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტე­ბი და­ნიშ­ნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია რას­პუ­ტინს ალექ­სან­დრა­ზე აუხ­სნე­ლი გავ­ლე­ნა ჰქონ­და.

ხალ­ხის სა­ყო­ველ­თაო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ით დას­რულ­და, დიდ­წი­ლად სწო­რედ რას­პუ­ტი­ნი­სა და დე­დოფ­ლის ქცე­ვებ­მა გა­მო­იწ­ვია.

დი­დე­ბულ­თა ერ­თმა ჯგუფ­მა, რას­პუ­ტი­ნის ეშ­მა­კე­უ­ლი გავ­ლე­ნი­სა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, მისი მოკ­ვლა გა­ნიზ­რა­ხა. ჯერ მო­წამ­ლეს, შემ­დეგ, ეს­რო­ლეს თუმ­ცა, იგი მა­ინც ცო­ცხა­ლი იყო. ბო­ლოს რას­პუ­ტი­ნი მდი­ნა­რე ნე­ვა­ში გა­და­აგ­დეს და და­ახ­რჩვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რასპუტინი ბოროტმოქმედი თუ "საღვთო კაცი"? - ბიოგრაფია და აქამდე უცნობი სურათები

რასპუტინი ბოროტმოქმედი თუ "საღვთო კაცი"? -  ბიოგრაფია და აქამდე უცნობი სურათები

რუსი გლეხი და მკურნალი გრიგოლ რასპუტინი, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ, წარმოშობით ტობოლსკის გუბერნიის სოფელ პოკროვსკოედან იყო. როგორც ცნობილია, მან დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის რომანოვების დინასტიაზე, განსაკუთრებით კი ნიკოლოზ II, მის მეუღლე ალექსანდრასა და ვაჟ ალექსიზე, რომელიც ჰემოფილიით იყო დაავადებული.

[იხილეთ გალერეა]

სიყმაწვილეში რასპუტინი ხშირად ავადმყოფობდა.

ვერხოტურსკის მონასტერში სალოცავად წასვლის შემდეგ იგი რელიგიით დაინტერესდა. 1893 წელს რასპუტინი მოგზაურობდა რუსეთის წმინდა ადგილებში. იგი ასევე იმყოფებოდა ათონის მთაზე საბერძნეთში, შემდეგ კი იერუსალიმში. რასპუტინი მოგზაურობისას ხვდებოდა და ურთიერთობას ამყარებდა ბევრ სასულიერო პირთან, ბერებთან და მოგზაურებთან.

1890 წელს რასპუტინმა პრასკოვა თედორეს ასულ დუბროვინაზე იქორწინა, გლეხის ქალზე, რომლისგანაც მას სამი შვილი ეყოლა: მატრიონა, ბარბარე და დიმიტრი.

1900 წელს იგი სამოგზაუროდ გაემართა კიევში. უკან დაბრუნებისას დიდი დრო დაჰყო ყაზანში, სადაც მამა მიქაელი გაიცნო, რომელიც ყაზანის სასულიერო აკადემიასთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგ რასპუტინი მიდის პეტერბურგში. 1903 წელს სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორი არქიმანდრიტი ფეონი (ბისტრონი) ეცნობა რასპუტინს, რომელიც მას წარუდგენს ეპისკოპოს გერმონ დოლგონოვს.

1904 წელს რასპუტინი, სავარაუდოდ, არქიმანდრიტ ფეონის დახმარებით, გადავიდა პეტერბურგში, სადაც მაღალი საზოგადოების ნაწილში მოიპოვა "ბერის", "საღვთო კაცის", "წმინდანის" სახელი. სწორედ მამა თეოფანემ მოუყვა "მოგზაურის" შესახებ ჩერნოგორსკის პეტროვიჩის დინაასტიის დიდებულის (შემდეგში მეფის) ნიკოლოზ ნეგოშას ასულებს - მილიცასა და ანასტასიას. სწორედ ხსენებულმა დებმა შეატყობინეს იმპერატორის მეუღლეს ახალ რელიგიურ განთქმულ პიროვნებაზე. რამდენიმე წლის შემდეგ რასპუტინი "საღვთო ადამიანების" ზღვაში მართლაც აშკარად გამორჩეული პიროვნება გახდა.

1914 წელს რუსეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება. მომდევნო წელს მეფე დედაქალაქიდან გაემგზავრა, რათა რუსული არმიის მთავარსარდლობა ეთავა. მის არყოფნაში რასპუტინმა დედოფალს რიგი მინისტრები მოახსნევინა და მათ ადგილას საკუთარი კანდიდატები დანიშნა. როგორც ცნობილია რასპუტინს ალექსანდრაზე აუხსნელი გავლენა ჰქონდა.

ხალხის საყოველთაო უკმაყოფილება, რომელიც შემდეგ 1917 წლის რევოლუციით დასრულდა, დიდწილად სწორედ რასპუტინისა და დედოფლის ქცევებმა გამოიწვია.

დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, რასპუტინის ეშმაკეული გავლენისაგან თავის დასაღწევად, მისი მოკვლა განიზრახა. ჯერ მოწამლეს, შემდეგ, ესროლეს თუმცა, იგი მაინც ცოცხალი იყო. ბოლოს რასპუტინი მდინარე ნევაში გადააგდეს და დაახრჩვეს.

"არავის უხსენებია, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა" - ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის კლასელები განცხადებას ავრცელებენ

ახალგაზრდა ქართველმა ქალმა რომის ცენტრში ბინის აივანზე ბაღ-ბოსტანი მოაწყო

LOL SURPRISE - სათამაშოები, რომლებიც ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში