ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილი ღუდუშაურის საავადმყოფოში მკურნალობს. არსებული ინფორმაციით ბორჩაშვილი საავადმყოფოში დილის 08:00 საათისთვის შეიყვანეს.
კურიერთან საუბრის დროს მისმა მკურნალმა ექიმა აღნიშნა, რომ დავით ბორჩაშვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას დაზიანება მენჯ-ბარძაყის არეში აღენიშნება. ექიმის განმარტებით დაზიანების ადგილზე ბორჩაშვილს რამდენიმე წლის წინ ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. გახდება თუ არა საჭირო ოპერაცია ამ დროისთვის ექიმებმა არ იციან, ისინი ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფებიან დაკავებული ბორჩაშვილის ახლობლებიც.
შეგახსენებთ, რომ დავით ბორჩაშვილი გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენრტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტეორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას.
დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ასევე|ტერორიზმის ბრალდებით პანკისელი დავით ბორჩაშვილი დააკავეს