Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შიმშილობის დაწყებას აპირებს
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შიმშილობის დაწყებას აპირებს

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ეკა ბე­სე­ლი­ას­თან, უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­თან და სხვა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბით იმუქ­რე­ბა.

რო­გორც '"ინ­ტრეპ­რეს­ნი­უსს" ფო­ცხვე­რი­ას ად­ვო­კა­ტებ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა და მე­რაბ ჩი­ქო­ვან­მა გა­ნუ­ცხა­დეს, მსჯავ­რდე­ბუ­ლის მო­თხოვ­ნაა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ასე­ვე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ერ­თობ­ლი­ვი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზაზა სოფ­რო­მა­ძე, პი­რა­დად გა­ეც­ნონ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და ამის შემ­დეგ გა­ა­კე­თონ ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე.

"თუ კი ისი­ნი 3-4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მივ­ლენ ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას­თან კლი­ნი­კა­ში და არ გა­ეც­ნო­ბი­ან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, მსჯავ­რდე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას მი­მარ­თავს და შიმ­ში­ლო­ბას და­ი­წყებს", - გა­ნა­ცხა­და გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ რაც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ითხო­ვა მსჯავ­რდე­ბუ­ლის ნე­ბარ­თვა - ჩა­ტარ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე ექ­სპერ­ტი­ზა, ფო­ცხვე­რი­ამ თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და.

"თუმ­ცა იგი ექ­სპერ­ტი­ზის დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბას თან­ხმდე­ბა, რათა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი არ დად­გეს", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ფო­ცხვე­რი­ას ად­ვო­კა­ტებ­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით მი­მარ­თეს და მო­ი­თხო­ვეს, რომ სა­სა­მარ­თლოს გა­მო­ე­ცა აქტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ერ­თობ­ლივ კო­მი­სი­ას და­ე­ვა­ლე­ბო­და ფო­ცხვე­რი­ას სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლი ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მუდ­მივ­მოქ­მედ კო­მი­სი­ას ფო­ცხვე­რი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში გან­ხილ­ვა და­ა­ვა­ლა.

ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ კო­მი­სი­ას ჯერ კი­დევ 3 სექ­ტე­მებრს მი­მარ­თეს, თუმ­ცა გან­ცხა­დე­ბას რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შიმშილობის დაწყებას აპირებს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შიმშილობის დაწყებას აპირებს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია უახლოეს დღეებში ეკა ბესელიასთან, უჩა ნანუაშვილთან და სხვა უფლებადამცველებთან შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებით იმუქრება.

როგორც '"ინტრეპრესნიუსს" ფოცხვერიას ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა განუცხადეს, მსჯავრდებულის მოთხოვნაა, სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ერთობლივი კომისიის თავმჯდომარე ზაზა სოფრომაძე, პირადად გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამის შემდეგ გააკეთონ ობიექტური შეფასება, მისი გათავისუფლების აუცილებლობის თაობაზე.

"თუ კი ისინი 3-4 დღის განმავლობაში არ მივლენ ტარიელ ფოცხვერიასთან კლინიკაში და არ გაეცნობიან მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას, მსჯავრდებული პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობას დაიწყებს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ რაც სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა ითხოვა მსჯავრდებულის ნებართვა - ჩატარდეს სამედიცინო დოკუმენტაციაზე ექსპერტიზა, ფოცხვერიამ თანხმობა განაცხადა.

"თუმცა იგი ექსპერტიზის დროულად ჩატარებას თანხმდება, რათა ლეტალური შედეგი არ დადგეს", - განაცხადა ადვოკატმა.

ფოცხვერიას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და მოითხოვეს, რომ სასამართლოს გამოეცა აქტი, რომლის საფუძველზეც სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას დაევალებოდა ფოცხვერიას სასჯელისგან გათავისუფლება. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მუდმივმოქმედ კომისიას ფოცხვერიას გათავისუფლების საკითხის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა დაავალა.

ადვოკატების ინფორმაციით, მათ კომისიას ჯერ კიდევ 3 სექტემებრს მიმართეს, თუმცა განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია