რომან აბრამოვიჩის კუთვნილი იახტა, სახელად ეკლიფსი, მსოფლიოში არა მხოლოდ ყველაზე დიდი, არამედ ყველაზე მდიდრული და დაცულიც არის:
დასახელება: Dilbar
სიგრძე: 110 მეტრი
ღირებულება: 200 მილიონი ევრო
მფლობელი: ალიშერ უსმანოვი (17,6 მილიარდი)
ალიშერ უსმანოვმა იახტას სახელი დედამისის პატივსაცემად დაარქვა. მისი ინტერიერის დიზაინი, ტიმ ჰეივუდმა, ხოლო ექსტერიერის დიზაინი ალბერტი პინტომ შეიმუშავა. იახტის ტექნიკური მახასიათებლები გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ იგი ეკოლოგიურია და პრაქტიკულად არ აბინძურებს გარემოს. იახტა ეკიპაჟის 47 წევრსა და 21 სტუმარზეა გათვლილი. მასზე განლაგებულია აუზი, ვერტმფრენის დასაშვები ბილიკი, სპორტული დარბაზი, ასევე ლუქს-კაბინები და ტექნიკის ყველა უახლესი მოწყობილობა.
დასახელება: "A"
სიგრძე: 119 მეტრი
ღირებულება: $300 მილიონი
მფლობელი: ანდრეი მელნიჩენკო
იახტა ლაკონური სახელით ”ა”, ალბათ ყველაზე ავანგარდული დიზაინის მქონე იახტაა. გარეგნულად იგი უფრო მეტად წყალქვეშა ნავს მოგვაგონებს, ვიდრე იახტას. საზღვაო ტრასპორტი 14 სტუმარსა და 42 ეკიპაჟის წევრზეა გათვლილი. მასზე განლაგებულია ვერტმფრენის მოედანი, გემი-ამფიბია, ასევე საავტომობილო გარაჟი და სამი აუზი. ცნობილია, რომ ინტერიერის ზოგიერთი დეტალი ვერცხლისგანაა დამზადებული. მთავარი კაიუტა, რომელშიც გემის კაპიტანი მოგზაურობს, 240 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ძვირადღირებული იახტის ფანჯრები 44 მილიმეტრიანი შუშითაა დაფარული, რომელიც ნაღმის აფეთქებასაც უძლებს.
დასახელება: Eclipse
სიგრძე: 162,5 მეტრი
ღირებულება: $400 მილიონიდან - $1,2 მილიარდამდე
მფლობელი: რომან აბრამოვიჩი
რომან აბრამოვიჩის კუთვნილი იახტა, სახელად ეკლიფსი, მსოფლიოში არა მხოლოდ ყველაზე დიდი, არამედ ყველაზე მდიდრული და დაცულიც არის. მასზე 2 ვერტმფრენის მოედანია, 4 გასასეირნებელი კატერი, 20 სკუტერი და 12 ადგილიანი წყალქვეშა ნავი.
იხილეთ გაგრძელება