საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული - რა ვითარებაა ქალაქის ქუჩებში
ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული - რა ვითარებაა ქალაქის ქუჩებში

ბელ­გი­ა­ში ტე­რაქ­ტე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შარლ მი­შელ­მა გა­ნა­ცხა­და, თავ­დას­ხმე­ბი შე­საძ­ლოა ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, რომ­ლებ­საც ია­რა­ღი და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აქვთ. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მან მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ.

"ჩვენ ყვე­ლა სა­ჭი­რო ზომა მი­ვი­ღეთ", - გა­ნა­ცხა­და მი­შელ­მა.

[იხი­ლეთ გა­ლე­რეა] [იხი­ლეთ ვი­დეო]

თა­ვის მხრივ, ბელ­გი­ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა იან იამ­ბონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში "სე­რი­ო­ზუ­ლი" ვი­თა­რე­ბაა შექ­მნი­ლი, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლის ქვე­შაა. ბრი­უ­სელ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხის უმაღ­ლე­სი - მე­ო­თხე დო­ნეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ქუ­ჩებ­ში პო­ლი­ცია პატ­რუ­ლი­რებს, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი. დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში სას­ტუმ­რო "რე­დი­სონს" შე­ა­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი იცა­ვენ.

უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­ამ­კაც­რეს მა­ღა­ზი­ე­ბის, სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბრი­უ­სე­ლის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი კი ერთი დღით და­ი­ხუ­რა. ბელ­გი­ის მთავ­რო­ბა ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე კვი­რას და­გეგ­მი­ლი ყვე­ლა სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის გა­უქ­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­მო­ვი­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ურ­ჩევს დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნის­გან და მო­უ­წო­დებს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბი ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლონ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული - რა ვითარებაა ქალაქის ქუჩებში

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული - რა ვითარებაა ქალაქის ქუჩებში

ბელგიაში ტერაქტების საშიშროება არსებობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა, თავდასხმები შესაძლოა ქვეყნის სხვადასხვა წერტილში შეიარაღებულმა პირებმა განახორციელონ, რომლებსაც იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აქვთ. პრესკონფერენციაზე მან მოსახლეობას მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ.

"ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღეთ", - განაცხადა მიშელმა.

[იხილეთ გალერეა] [იხილეთ ვიდეო]

თავის მხრივ, ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში "სერიოზული" ვითარებაა შექმნილი, თუმცა სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონეა გამოცხადებული. ქუჩებში პოლიცია პატრულირებს, მობილიზებულია სამხედრო ძალები. დედაქალაქის ცენტრში სასტუმრო "რედისონს" შეაიარაღებული სამხედროები იცავენ.

უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს მაღაზიების, სასტუმროებისა და ღირშესანიშნაოების ტერიტორიაზე, ბრიუსელის მეტროპოლიტენი კი ერთი დღით დაიხურა. ბელგიის მთავრობა ასევე, მიმდინარე კვირას დაგეგმილი ყველა საფეხბურთო მატჩის გაუქმების რეკომენდაციით გამოვიდა.

ხელისუფლება ურჩევს დედაქალაქის მცხოვრებლებს, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან და მოუწოდებს, სამართალდამცავი ორგანოების განკარგულებები ზედმიწევნით შეასრულონ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა