საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Anonymous: ქალაქების ჩამონათვალი, სადაც 22 ნოემბრიდან ტერაქტები იგეგმება
Anonymous: ქალაქების ჩამონათვალი, სადაც 22 ნოემბრიდან ტერაქტები იგეგმება

ჰა­კე­რე­ბის ჯგუ­ფი Anonymous, რო­მელ­მაც საფ­რან­გეთ­ში მომ­ხდა­რი მა­სობ­რი­ვი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის შემ­დეგ,"ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" "ტო­ტა­ლუ­რი ომი" გა­მო­უ­ცხა­და, ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" 22 ნო­ემ­ბერს, რამ­დე­ნი­მე ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის მო­წყო­ბას გეგ­მავს.

რო­გორც გა­მო­ცე­მა International Business Times წერს, ჰა­კე­რე­ბი იმ ქვეყ­ნე­ბის სიას აქ­ვეყ­ნე­ბენ, სა­დაც ტე­რო­რის­ტე­ბი თავ­დას­ხმე­ბით იმუქ­რე­ბი­ან. ქვეყ­ნებს შო­რი­საა საფ­რან­გე­თი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, იტა­ლია, ინ­დო­ნე­ზია და ლი­ბა­ნი.

გთა­ვა­ზობთ ად­გი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, სა­დაც Anonymous-ის თქმით, ტე­რაქ­ტე­ბი იგეგ­მე­ბა:

  • პა­რი­ზი - ად­გი­ლი და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის
  • აშშ, ატ­ლან­და, ფი­ლიპ­სის არე­ნა - WWE Survivor Series-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა
  • იტა­ლია, მი­ლა­ნი - A Five Finger Death Punch-ის კონ­ცერ­ტი
  • ლი­ბა­ნი - University Pastoral Day
  • ინ­დო­ნე­ზია - ჯა­ზის დღე და კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის დღე­სას­წა­უ­ლი"ქრის­ტე - მეფე"

 

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია დავ­რწმუნ­დეთ, რომ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ, ან თუნ­დაც იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­მელ­ბიც ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე წას­ვლას აპი­რე­ბენ იცი­ან, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის საფრ­თხე არ­სე­ბობს. გარ­და ამი­სა, გვინ­და"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ მსოფ­ლი­ომ იცის და აღ­კვე­თავს ამ შე­ტე­ვებს, რო­მე­ლიც ცოტა ხნით მათ დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს" - ნათ­ქვა­მია Anonymous გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბის შემ­დეგ, YouTube- ის სა­შუ­ა­ლე­ბით Anonymous-ის გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და. მი­მარ­თვა­ში, ჰა­კე­რი აქ­ტი­ვის­ტი, რო­მელ­საც გაი ფოქ­სის სა­კულ­ტო ნი­ღა­ბი ეკე­თა, აცხა­დებ­და, რომ "იწყე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ოპე­რა­ცია"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წი­ნა­აღ­მდეგ, რაც კი აქამ­დე ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ".

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო რომ ჰა­კე­რე­ბი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ყვე­ლა ონ­ლა­ინ­წევ­რს იპოვ­ნი­ან.

ისი­ნი პი­რო­ბას იძ­ლე­ოდ­ნენ, რომ "სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით" "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" უნდა ელო­დოს ყვე­ლა­ზე დიდ და მა­სობ­რივ კი­ბერ­თავ­დას­ხმებს.

"ანო­ნი­მე­ბი, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მაშ­ტა­ბით გი­პო­ვი­ან თქვენ...

გი­პო­ვით და არ მოგ­ცემთ თა­ვის დაღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას".

Anonymous hackers uncovers plans by Isis to attack Paris, Indonesia, Italy and Lebanon

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

Anonymous: ქალაქების ჩამონათვალი, სადაც 22 ნოემბრიდან ტერაქტები იგეგმება

Anonymous: ქალაქების ჩამონათვალი, სადაც 22 ნოემბრიდან ტერაქტები იგეგმება

ჰაკერების ჯგუფი Anonymous, რომელმაც საფრანგეთში მომხდარი მასობრივი ტერორისტული აქტის შემდეგ,"ისლამურ სახელმწიფოს" "ტოტალური ომი" გამოუცხადა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" 22 ნოემბერს, რამდენიმე ტერორისტული თავდასხმის მოწყობას გეგმავს.

როგორც გამოცემა International Business Times წერს, ჰაკერები იმ ქვეყნების სიას აქვეყნებენ, სადაც ტერორისტები თავდასხმებით იმუქრებიან. ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, ინდონეზია და ლიბანი.

გთავაზობთ ადგილების ჩამონათვალს, სადაც Anonymous-ის თქმით, ტერაქტები იგეგმება:

  • პარიზი - ადგილი დაკონკრეტებული არ არის
  • აშშ, ატლანდა, ფილიპსის არენა - WWE Survivor Series-ის ღონისძიება
  • იტალია, მილანი - A Five Finger Death Punch-ის კონცერტი
  • ლიბანი - University Pastoral Day
  • ინდონეზია - ჯაზის დღე და კათოლიკური ეკლესიის დღესასწაული"ქრისტე - მეფე"

 

"ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ მთელმა მსოფლიომ, ან თუნდაც იმ ადამიანებმა, რომელბიც ამ ღონისძიებებზე წასვლას აპირებენ იციან, რომ ტერორისტული აქტის საფრთხე არსებობს. გარდა ამისა, გვინდა"ისლამური სახელმწიფო" დავარწმუნოთ, რომ მსოფლიომ იცის და აღკვეთავს ამ შეტევებს, რომელიც ცოტა ხნით მათ დეზორიენტაციას გამოიწვევს" - ნათქვამია Anonymous განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის დედაქალაქში განხორცილებული შეტევების შემდეგ, YouTube- ის საშუალებით Anonymous-ის განცხადება გავრცელდა. მიმართვაში, ჰაკერი აქტივისტი, რომელსაც გაი ფოქსის საკულტო ნიღაბი ეკეთა, აცხადებდა, რომ "იწყება ყველაზე დიდი ოპერაცია"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, რაც კი აქამდე ჩაუტარებიათ".

განცხადებაში ნათქვამი იყო რომ ჰაკერები "ისლამური სახელმწიფოს" ყველა ონლაინწევრს იპოვნიან.

ისინი პირობას იძლეოდნენ, რომ "საზოგადოების გაერთიანებით" "ისლამური სახელმწიფო" უნდა ელოდოს ყველაზე დიდ და მასობრივ კიბერთავდასხმებს.

"ანონიმები, მთელი მსოფლიოს მაშტაბით გიპოვიან თქვენ...

გიპოვით და არ მოგცემთ თავის დაღწევის საშუალებას".

Anonymous hackers uncovers plans by Isis to attack Paris, Indonesia, Italy and Lebanon

რა წერილი დატოვა თავდამსხმელმა, რომელმაც გერმანიის ბარში 9 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

ავსტრალიაში, ჰაერში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები