კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშელ უელბეკი: "როგორ უმტყუნეს საფრანგეთის ლიდერებმა საკუთარ ხალხს"
მიშელ უელბეკი: "როგორ უმტყუნეს საფრანგეთის ლიდერებმა საკუთარ ხალხს"

"ნიუ იურ­კი თა­იმსში" ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწე­რი­ლის მი­შელ უელ­ბე­კის წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მე­ლიც პა­რი­ზის 13 ნო­ემ­ბრის ტე­რაქ­ტე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია.

"იან­ვარ­ში პა­რიზ­ზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მთლი­ა­ნად ახალ ამ­ბებ­ზე ვი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი. 13 ნო­ემ­ბრის თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ კი ძლივსძლი­ვო­ბით ჩავ­რთე ტე­ლე­ვი­ზია; რად­გან ჩემს ნაც­ნო­ბებს ვუ­რე­კავ­დი (საკ­მა­ოდ ბევ­რს), მათ ვინც მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში და მის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და. ადა­მი­ა­ნი ეჩ­ვე­ვა ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმებს.

1986 წელს, პა­რიზ­ში სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ზე და­ბომბვე­ბის სე­რია გან­ხორ­ცი­ელ­და. ისი­ნი დღე­ე­ბის და შე­საძ­ლოა კვი­რე­ბის შუ­ა­ლე­დით ხდე­ბო­და; ზუს­ტად აღარ მახ­სოვს. თუმ­ცა, ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს პირ­ვე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მეტ­რო­ებ­ში შექ­მნი­ლი ატ­მოს­ფე­რო. ყველ­გან სრუ­ლი სი­ჩუ­მე იდგა და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­დნენ.

ეს პირ­ვე­ლი კვი­რა იყო. შემ­დეგ კი, საკ­მა­ოდ მცი­რე დრო­ში, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აღ­დგა და ნორ­მა­ლუ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბა დაბ­რუნ­და. პერ­სპექ­ტი­ვა, რომ მო­მა­ვალ­ში აფეთ­ქე­ბე­ბი კვლავ მოხ­დე­ბო­და, რჩე­ბო­და ხალ­ხის გო­ნე­ბა­ში, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა. ადა­მი­ა­ნი ეჩ­ვე­ვა ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმებს.

პა­რი­ზე­ლე­ბი წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით მი­ა­გე­ბენ პა­ტივს ტე­რა­ტ­ქე­ბის დროს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას. ავ­ტო­რი: იან ლანგდსო­ნი

საფ­რან­გე­თი გა­უძ­ლებს ამას. ფრან­გე­ბიც გა­უძ­ლე­ბენ, რად­გან სხვა გზა არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა ადა­მი­ა­ნი. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნუ­რი ძალა, მათ შო­რის არც შიში, რო­მე­ლიც უფრო ძლი­ე­რია ვიდ­რე ჩვე­უ­ლე­ბა.

"შე­ი­ნარ­ჩუ­ნე სიმ­შვი­დე და გა­აგ­რძე­ლე."

რა თქმა უნდა, ცოტა ხან­ში სწო­რედ ამას გა­ვა­კე­თებთ (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ გვყავს ჩერ­ჩი­ლი, რო­მე­ლიც გვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებს). მი­უ­ხე­და­ვად სა­ერ­თო აღ­ქმი­სა, ფრან­გე­ბი საკ­მა­ოდ მორ­ჩი­ლი და მარ­ტი­ვად სა­მარ­თა­ვი ხალ­ხია, მაგ­რამ არა იდი­ო­ტე­ბი. თუმ­ცა, მათი მთა­ვა­რი ნაკ­ლი გულ­მა­ვი­წყი ქა­რაფ­შუ­ტო­ბაა, რაც დრო­დად­რო მათი მეხ­სი­ე­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბას მო­ი­თხოვს. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან იმა­ზე, რომ დღეს ჩვენ ასეთ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ადრე თუ გვი­ან მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა გა­ირ­კვეს. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ჩვე­ნი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო ოპორ­ტუ­ნის­ტი, ან და­ბა­დე­ბით ჭკუ­ა­სუს­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის როლს ას­რუ­ლებს, ან თუნ­დაც "ოპო­ზი­ცი­ის ვარ­სკვლა­ვე­ბი" ამ ტეს­ტი­დან რა­ი­მე ნა­თელ დას­კვნებს გა­ა­კე­თე­ბენ.

მა­ინც ვინ და­ა­სუს­ტა პო­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი იქამ­დე, რომ მათ თით­ქმის აღარ შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა? ვინ ბეჭ­დავ­და ჩვენს თა­ვებ­ში წლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აზრს, რომ სა­ზღვრე­ბი უც­ნა­უ­რი აბ­სურ­დუ­ლო­ბა და სა­ძა­გე­ლი და ვა­და­გა­სუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ნი­შა­ნია?

რო­გორც ჩანს, და­ნა­შა­უ­ლი საკ­მა­ოდ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ა­ზე ნა­წილ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მიშელ უელბეკი: "როგორ უმტყუნეს საფრანგეთის ლიდერებმა საკუთარ ხალხს"

მიშელ უელბეკი: "როგორ უმტყუნეს საფრანგეთის ლიდერებმა საკუთარ ხალხს"

"ნიუ იურკი თაიმსში" ცნობილი ფრანგი მწერილის მიშელ უელბეკის წერილი გამოქვეყნდა, რომელიც პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების გამოძახილია.

"იანვარში პარიზზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ ორი დღის განმავლობაში მთლიანად ახალ ამბებზე ვიყავი მიჯაჭვული. 13 ნოემბრის თავდასხმების შემდეგ კი ძლივსძლივობით ჩავრთე ტელევიზია; რადგან ჩემს ნაცნობებს ვურეკავდი (საკმაოდ ბევრს), მათ ვინც მოვლენების ეპიცენტრში და მის მეზობლად ცხოვრობდა. ადამიანი ეჩვევა ტერორისტულ თავდასხმებს.

1986 წელს, პარიზში სხვადასხვა საჯარო თავშეყრის ადგილებზე დაბომბვების სერია განხორციელდა. ისინი დღეების და შესაძლოა კვირების შუალედით ხდებოდა; ზუსტად აღარ მახსოვს. თუმცა, ძალიან კარგად მახსოვს პირველი კვირის განმავლობაში მეტროებში შექმნილი ატმოსფერო. ყველგან სრული სიჩუმე იდგა და ადამიანები ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ.

ეს პირველი კვირა იყო. შემდეგ კი, საკმაოდ მცირე დროში, ურთიერთობები აღდგა და ნორმალური განწყობილება დაბრუნდა. პერსპექტივა, რომ მომავალში აფეთქებები კვლავ მოხდებოდა, რჩებოდა ხალხის გონებაში, მაგრამ გარკვეულწილად უკანა პლანზე გადაინაცვლა. ადამიანი ეჩვევა ტერორისტულ თავდასხმებს.

პარიზელები წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს ტერატქების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ავტორი: იან ლანგდსონი

საფრანგეთი გაუძლებს ამას. ფრანგებიც გაუძლებენ, რადგან სხვა გზა არ არსებობს, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. არ არსებობს ადამიანური ძალა, მათ შორის არც შიში, რომელიც უფრო ძლიერია ვიდრე ჩვეულება.

"შეინარჩუნე სიმშვიდე და გააგრძელე."

რა თქმა უნდა, ცოტა ხანში სწორედ ამას გავაკეთებთ (მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს ჩერჩილი, რომელიც გვიხელმძღვანელებს). მიუხედავად საერთო აღქმისა, ფრანგები საკმაოდ მორჩილი და მარტივად სამართავი ხალხია, მაგრამ არა იდიოტები. თუმცა, მათი მთავარი ნაკლი გულმავიწყი ქარაფშუტობაა, რაც დროდადრო მათი მეხსიერების განახლებას მოითხოვს. არსებობენ ადამიანები, პოლიტიკაში მყოფი ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ დღეს ჩვენ ასეთ არასახარბიელო ვითარებაში აღმოვჩნდით. ადრე თუ გვიან მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაირკვეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენი მთავრობის მეთაური უმნიშვნელო ოპორტუნისტი, ან დაბადებით ჭკუასუსტი, რომელიც ჩვენი პრემიერ-მინისტრის როლს ასრულებს, ან თუნდაც "ოპოზიციის ვარსკვლავები" ამ ტესტიდან რაიმე ნათელ დასკვნებს გააკეთებენ.

მაინც ვინ დაასუსტა პოლიციური ძალების პოტენციალი იქამდე, რომ მათ თითქმის აღარ შეუძლიათ საკუთარი დანიშნულების შესრულება? ვინ ბეჭდავდა ჩვენს თავებში წლობის განმავლობაში აზრს, რომ საზღვრები უცნაური აბსურდულობა და საძაგელი და ვადაგასული ნაციონალიზმის ნიშანია?

როგორც ჩანს, დანაშაული საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე ნაწილდება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია