მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შტურმი, სროლა, მსხვერპლი, გათავისუფლებულები და საფრანგეთიდან გაგზავნილი ელიტური სპეცრაზმი - მალიში სპეცოპერაცია გრძელდება
შტურმი, სროლა, მსხვერპლი, გათავისუფლებულები და საფრანგეთიდან გაგზავნილი ელიტური სპეცრაზმი - მალიში სპეცოპერაცია გრძელდება

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­ლის დე­და­ქა­ლაქ ბა­მა­კო­ში, სა­დაც სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა 170 მძე­ვა­ლი აიყ­ვა­ნეს, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ჟან­დარ­მე­რი­ის ელი­ტუ­რი სპეც­რაზ­მი გა­აგ­ზავ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად ჟან­დარ­მე­რი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

სას­ტუმ­როს შტურ­მი ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­ი­წყეს. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 80 ადა­მი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ხერ­ხდა, სპე­ცო­პე­რა­ცია კი გრძელ­დე­ბა.

სას­ტუმ­რო­ზე თავ­დას­ხმა დღეს დი­ლით მოხ­და. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა თავ­დამ­სხმე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ. მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი იუ­წყე­ბა, რომ თავ­დას­ხმა ორმა პირ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ნა­წი­ლი კი 13-ს ასა­ხე­ლებს.

თავ­დამ­სხმე­ლებ­მა სას­ტუმ­რო­ში შეჭ­რის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე პირი თა­ვად­ვე, იმის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ მათი მო­თხოვ­ნით, ყუ­რა­ნი­დან ცი­ტა­ტე­ბი ზე­პი­რად წარ­მოთ­ქვეს.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პუ­ლია სამი ადა­მი­ა­ნი.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, სას­ტუმ­რო­ში მა­ლე­ლე­ბის გარ­და ჩი­ნე­თის, თურ­ქე­თის, ინ­დო­ე­თის, საფ­რან­გე­თის და ბელ­გი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ჯერ­ჯე­რო­ბით მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ­ცერთ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ აუ­ღია, თუმ­ცა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით თა­ნახ­მად, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი სას­ტუმ­რო­ში "ალაჰ აკბარს" ყვი­როდ­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

შტურმი, სროლა, მსხვერპლი, გათავისუფლებულები და საფრანგეთიდან გაგზავნილი ელიტური სპეცრაზმი - მალიში სპეცოპერაცია გრძელდება

შტურმი, სროლა, მსხვერპლი, გათავისუფლებულები და საფრანგეთიდან გაგზავნილი ელიტური სპეცრაზმი - მალიში სპეცოპერაცია გრძელდება

საფრანგეთის ხელისუფლებამ მალის დედაქალაქ ბამაკოში, სადაც სასტუმრო "რედისონში" შეიარაღებულმა პირებმა 170 მძევალი აიყვანეს, ნაციონალური ჟანდარმერიის ელიტური სპეცრაზმი გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟანდარმერიამ გაავრცელა.

სასტუმროს შტურმი ადგილობრივმა სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს. ბოლო მონაცემებით, 80 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა, სპეცოპერაცია კი გრძელდება.

სასტუმროზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მთელი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ. მედიასაშუალებების ნაწილი იუწყება, რომ თავდასხმა ორმა პირმა განახორციელა, ნაწილი კი 13-ს ასახელებს.

თავდამსხმელებმა სასტუმროში შეჭრის შემდეგ რამდენიმე პირი თავადვე, იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მათი მოთხოვნით, ყურანიდან ციტატები ზეპირად წარმოთქვეს.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი.

როგორც ცნობილი გახდა, სასტუმროში მალელების გარდა ჩინეთის, თურქეთის, ინდოეთის, საფრანგეთის და ბელგიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, თავდამსხმელები სასტუმროში "ალაჰ აკბარს" ყვიროდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა