სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატოვებს თუ არა დავით ნარმანია მერის თანამდებობას - "ოცნებაში" ამაზე საუბარი უკვე ხმამაღლა დაიწყეს"
დატოვებს თუ არა დავით ნარმანია მერის თანამდებობას - "ოცნებაში" ამაზე საუბარი უკვე ხმამაღლა დაიწყეს"

ბოლო დღე­ე­ბია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა მო­საზ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა დად­გეს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი. ამ მო­საზ­რე­ბას ამ­ყა­რებს ისიც, რომ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ბი­უ­ჯეტს მხა­რი ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად უმ­რავ­ლე­სო­ბა­მაც არ და­უ­ჭი­რა.

თა­ვად და­ვით ნარ­მა­ნია აცხა­დებს, რომ იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი ხე­ლოვ­ნუ­რად წა­მო­წი­ეს. უკვე მე­ო­რე დღეა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ საკ­რე­ბუ­ლო­ში და დე­პუ­ტა­ტე­ბი ნარ­მა­ნი­ას შე­საძ­ლო იმ­პიჩ­მენ­ტის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რო­ბენ.

საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა, მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი და­ვით ნარ­მა­ნი­ას იმ­პიჩ­მენ­ტის მი­ზე­ზი გახ­დეს.

"ნარ­მა­ნი­ას თავს რომ იმ­პიჩ­მენ­ტის შავი ღრუბ­ლე­ბი გროვ­დე­ბა, ეს ფაქ­ტია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ში" მი­დის ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მათ ხმა­მაღ­ლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი უკვე და­ი­წყეს. მათ უბ­რა­ლოდ არ იცი­ან, რა ფორ­მით მოხ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ნარ­მა­ნი­ას იმ­პიჩ­მენ­ტი უკავ­შირ­დე­ბა იმას, რაც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ხდე­ბა. 2016 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი ეს არის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი მი­ზე­ზი იმის­თვის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბამ საკ­რე­ბუ­ლო­ში 2/3-ით გა­და­ა­ყე­ნოს და­ვით ნარ­მა­ნია. სხვა შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი შარი უნდა მოს­დო, რომ იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. ასე გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი თუ სხვაგ­ვა­რად, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" უკე­თე­სად იცი­ან, მაგ­რამ ნარ­მა­ნი­ას მე­რო­ბა, რომ უკვე ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რი­აა, ამას ალ­ბათ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ყვე­ლა ატყობს", - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

2016 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტან და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტი თე­მურ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის მერს პოს­ტის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ჯამ­ში, სა­ხე­ზე გვაქვს ჩი­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცია და გა­მო­სა­ვა­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მხო­ლოდ ერ­თია. და­ვით ნარ­მა­ნი­ამ უნდა და­ტო­ვოს პოს­ტი და მისი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს გა­მოც­დილ­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე და საქ­მის კე­თე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა პირ­მა", - აცხა­დებს თე­მურ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი.

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე კი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის და­ვით ნარ­მა­ნი­ას იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

"მინ­და გი­თხრათ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ, ქა­ლა­ქის მე­რის და­ვით ნარ­მა­ნი­ას იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არც კუ­ლუ­ა­რუ­ლად და არც ღიად არ გა­ნი­ხი­ლე­ბა", - აცხა­დებს გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და თეა ბე­ჟი­ტაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

დატოვებს თუ არა დავით ნარმანია მერის თანამდებობას - "ოცნებაში" ამაზე საუბარი უკვე ხმამაღლა დაიწყეს"

დატოვებს თუ არა დავით ნარმანია მერის თანამდებობას - "ოცნებაში" ამაზე საუბარი უკვე ხმამაღლა დაიწყეს"

ბოლო დღეებია თბილისის საკრებულოში აქტიურად განიხილება მოსაზრება, რომ შესაძლოა დადგეს დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ თბილისის მთავრობის მიერ მომზადებულ ბიუჯეტს მხარი ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობამაც არ დაუჭირა.

თავად დავით ნარმანია აცხადებს, რომ იმპიჩმენტის საკითხი ხელოვნურად წამოწიეს. უკვე მეორე დღეა დედაქალაქის ბიუჯეტის საკითხს განიხილავენ საკრებულოში და დეპუტატები ნარმანიას შესაძლო იმპიჩმენტის შესახებაც საუბრობენ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მმართველი გუნდის მიერ თბილისის ბიუჯეტის პროექტი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს.

"ნარმანიას თავს რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება, ეს ფაქტია. "ქართული ოცნებაში" მიდის ამაზე საუბარი, მათ ხმამაღლა ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს. მათ უბრალოდ არ იციან, რა ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი. ნარმანიას იმპიჩმენტი უკავშირდება იმას, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ეს არის ძალიან ეფექტური მიზეზი იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობამ საკრებულოში 2/3-ით გადააყენოს დავით ნარმანია. სხვა შემთხვევაში სერიოზული შარი უნდა მოსდო, რომ იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. ასე განვითარდება მოვლენები თუ სხვაგვარად, "ქართულ ოცნებაში" უკეთესად იციან, მაგრამ ნარმანიას მერობა, რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას ალბათ თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ გრიგალაშვილი და თბილისის მერს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ჯამში, სახეზე გვაქვს ჩიხური სიტუაცია და გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მხოლოდ ერთია. დავით ნარმანიამ უნდა დატოვოს პოსტი და მისი ადგილი დაიკავოს გამოცდილმა, პასუხისმგებლობის მქონე და საქმის კეთებაზე ორიენტირებულმა პირმა", - აცხადებს თემურ გრიგალაშვილი.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე კი, კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საკრებულოს უმრავლესობაში დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი განიხილება.

"მინდა გითხრათ ძალიან მკაფიოდ, ქალაქის მერის დავით ნარმანიას იმპიჩმენტის საკითხი უმრავლესობაში არც კულუარულად და არც ღიად არ განიხილება", - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა AMBEBI.GE-სთვის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."