საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნარმანიას მერობა რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს"
"ნარმანიას მერობა რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს"

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ვით ნარ­მა­ნი­ას იმ­პიჩ­მენტზე "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" სა­უ­ბა­რი მი­დის, თუმ­ცა მათ არ იცი­ან, ეს რა ფორ­მით მოხ­დე­ბა.

საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა თბი­ლი­სის 2016 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტსა და თბი­ლი­სის მე­რის და­ვით ნარ­მა­ნი­ას შე­საძ­ლო იმ­პიჩ­მენტზე.

რო­გორც ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, 2016 წლის თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას შე­ნიშ­ვნე­ბი აქვს. მი­სი­ვე თქმით, ეს შე­ნიშ­ვნე­ბი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტა­ტე­ბის გარ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებ­საც აქვს.

"გუ­შინ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი მოხ­და, თით­ქმის არ იყო დი­სო­ნან­სი კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბილ დე­პუ­ტა­ტებ­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებს შო­რის. არ შე­იძ­ლე­ბა ავა­რი­ულ კორ­პუ­სებ­ზე ასე ცოტა თან­ხა იყოს, არ შე­იძ­ლე­ბა ქა­ლაქ­გა­ფორ­მე­ბის ბი­უ­ჯე­ტი გავ­ზარ­დოთ და შე­ვამ­ცი­როთ ქა­ლაქ­გამ­წვა­ნე­ბის, რო­დე­საც და­ვით ნარ­მა­ნი­ას სლო­გა­ნია "მი­ლი­ო­ნი ხე" და ა.შ. ასე რომ, გუ­შინ დიდი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას არ იყო", - დას­ძი­ნა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა არ გა­მო­რი­ცხა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი და­ვით ნარ­მა­ნი­ას იმ­პიჩ­მენ­ტის მი­ზე­ზი გახ­დეს.

"ნარ­მა­ნი­ას თავს რომ იმ­პიჩ­მენ­ტის შავი ღრუბ­ლე­ბი გროვ­დე­ბა, ეს ფაქ­ტია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ში" მი­დის ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მათ ხმა­მაღ­ლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი უკვე და­ი­წყეს. მათ უბ­რა­ლოდ არ იცი­ან რა ფორ­მით მოხ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ნარ­მა­ნი­ას იმ­პიჩ­მენ­ტი უკავ­შირ­დე­ბა იმას, რაც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ხდე­ბა. 2016 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი ეს არის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი მი­ზე­ზი იმის­თვის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბამ საკ­რე­ბუ­ლო­ში 2/3-ით გა­და­ა­ყე­ნოს და­ვით ნარ­მა­ნია. სხვა შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი შარი უნდა მოს­დო, რომ იმ­პიჩ­მენ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. ასე გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი თუ სხვაგ­ვა­რად, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" უკე­თე­სად იცი­ან, მაგ­რამ ნარ­მა­ნი­ას მე­რო­ბა, რომ უკვე ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რი­აა, ამას ალ­ბათ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ყვე­ლა ატყობს", - აღ­ნიშ­ნა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ნარმანიას მერობა რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს"

"ნარმანიას მერობა რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს"

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დავით ნარმანიას იმპიჩმენტზე "ქართულ ოცნებაში" საუბარი მიდის, თუმცა მათ არ იციან, ეს რა ფორმით მოხდება.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტსა და თბილისის მერის დავით ნარმანიას შესაძლო იმპიჩმენტზე.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით მას შენიშვნები აქვს. მისივე თქმით, ეს შენიშვნები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების გარდა "ქართული ოცნების" დეპუტატებსაც აქვს.

"გუშინ ძალიან სასიამოვნო ფაქტი მოხდა, თითქმის არ იყო დისონანსი კრიტიკულად განწყობილ დეპუტატებსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის. არ შეიძლება ავარიულ კორპუსებზე ასე ცოტა თანხა იყოს, არ შეიძლება ქალაქგაფორმების ბიუჯეტი გავზარდოთ და შევამციროთ ქალაქგამწვანების, როდესაც დავით ნარმანიას სლოგანია "მილიონი ხე" და ა.შ. ასე რომ, გუშინ დიდი აზრთა სხვადასხვაობა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არ იყო", - დასძინა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ მმართველი გუნდის მიერ თბილისის ბიუჯეტის პროექტი დავით ნარმანიას იმპიჩმენტის მიზეზი გახდეს.

"ნარმანიას თავს რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება, ეს ფაქტია. "ქართული ოცნებაში" მიდის ამაზე საუბარი, მათ ხმამაღლა ამაზე საუბარი უკვე დაიწყეს. მათ უბრალოდ არ იციან რა ფორმით მოხდეს ეს ყველაფერი. ნარმანიას იმპიჩმენტი უკავშირდება იმას, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ეს არის ძალიან ეფექტური მიზეზი იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობამ საკრებულოში 2/3-ით გადააყენოს დავით ნარმანია. სხვა შემთხვევაში სერიოზული შარი უნდა მოსდო, რომ იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. ასე განვითარდება მოვლენები თუ სხვაგვარად, "ქართულ ოცნებაში" უკეთესად იციან, მაგრამ ნარმანიას მერობა, რომ უკვე ძალიან სევდიანი ისტორიაა, ამას ალბათ თბილისის ქუჩებში ყველა ატყობს", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."