პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრისტი ყიფშიძე - ესპანელი მკითხავი, როლი ფილმისთვის, რომელიც გენიალურ გიტარისტს, პაკო დე ლუსიოს ეძღვნება
კრისტი ყიფშიძე - ესპანელი მკითხავი, როლი ფილმისთვის, რომელიც გენიალურ გიტარისტს, პაკო დე ლუსიოს ეძღვნება

მო­დელ­მა კრის­ტი ყიფ­ში­ძემ ეს­პა­ნე­ლი მკი­თხა­ვის როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. ხში­რად ასეც ხდე­ბა, როცა მო­დე­ლებს მსა­ხი­ო­ბო­ბაც უწევთ. კრის­ტის­თვის ამ ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა პირ­ვე­ლი არ არის, კი­ნო­ში სხვა დრო­საც უთა­მა­შია. ფილმზე "ვი­სა­უბ­როთ პა­კო­ზე" უცხო­ე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ჟე­ნია გო­რი­ნი მუ­შა­ობს. პრე­მი­ე­რა თე­ბერ­ვალ­ში იგეგ­მე­ბა, სუ­რათს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ეს­პა­ნურ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­შიც მო­უ­წევს. გა­და­ღე­ბე­ბი­სას მო­დელს არა­ერთ ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­თან მო­უ­წია ურ­თი­ერ­თო­ბამ.

პრო­ექ­ტი გე­ნი­ა­ლურ გი­ტა­რისტს, პაკო დე ლუ­სი­ოს ეძღვნე­ბა, მაგ­რამ რო­გორც რე­ჟი­სო­რი ამ­ბობს, ეს კინო იმა­ზე არ არის გათ­ვლი­ლი, თუ რა სა­ოც­რად უკ­რავ­და პაკო ინ­სტრუ­მენტზე, აქ გე­ნი­ოს მუ­სი­კოსს სხვა გე­ნი­ო­სი გი­ტა­რის­ტე­ბი წარ­მო­ა­ჩე­ნენ.

კრის­ტი:

- ჩემი სცე­ნე­ბი უძ­ვე­ლეს და ულა­მა­ზეს ქა­ლაქ ვე­ნ­ჰერ­ში გა­და­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მაღ­ლა, მთა­შია. სახ­ლსა და ეზო­ში, რო­მე­ლიც იმ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩემს პერ­სო­ნაჟს ეკუთ­ვნო­და, ანუ მკი­თხავს, მთლი­ა­ნად იქა­უ­რად ვიგ­რძე­ნი თავი... ფილმში ბა­თუ­მე­ლი მუ­სი­კო­სე­ბიც უკ­რა­ვენ.

რე­ჟი­სო­რის თქმით, ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ეს­პა­ნე­ლებს და ამი­ტო­მაც და­ა­კა­ვა ისი­ნი.

კრის­ტი:

- ფილ­მის რე­ჟი­სო­რი მე­გობ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, მოს­კოვ­ში გა­ვი­ცა­ნი. მან ჩემ­ში ამ კონ­კრე­ტუ­ლი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ი­ნა­ხა და გა­და­ღე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო იყო, არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი. მას­ში ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მა­გა­ლი­თად, კარ­ტე­რი, ჯიბ­სი კინ­გი... ფილ­მის მან­ძილ­ზე მე ვხსნი ტა­როს კარტს, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან მუ­სი­კო­სე­ბი.

პაკო დე ლუ­სიო მსოფ­ლიო დო­ნის გი­ტა­რის­ტი იყო, რო­მელ­საც რე­ჟი­სო­რი კარ­გად იც­ნობ­და და მის­თვის ფილ­მის მი­ძღვნა გა­და­წყვი­ტა.

- იხი­ლავს თუ არა ამ ნა­მუ­შე­ვარს ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- თე­ბერ­ვალ­ში ამ გე­ნი­ო­სი მუ­სი­კო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა და სწო­რედ მა­შინ იგეგ­მე­ბა პრე­მი­ე­რაც. მთა­ვა­რი პრე­მი­ე­რა კი მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. შემ­დეგ მას ეს­პა­ნე­თის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­ტა­ნენ. უნ­დათ, რომ თბი­ლი­სუ­რი პრე­მი­ე­რაც შედ­გეს, ვნა­ხოთ.

- რო­დის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­და­ღე­ბე­ბი?

- მა­ის­ში, ეს­პა­ნეთ­ში 10 დღე ვი­ყა­ვით. ვცხოვ­რობ­დით ევ­რო­პის ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს ქა­ლაქ კა­დის­ში, სა­ი­და­ნაც კო­ლუმ­ბი სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­ვი­და, იმ პორ­ტშიც გა­და­ვი­ღეთ რამ­დე­ნი­მე სცე­ნა. ვი­ღებ­დით ასე­ვე სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. სა­მუ­შა­ოდ კარ­გი პი­რო­ბე­ბი შე­მიქ­მნეს და ამი­ტო­მაც არ გამ­ჭირ­ვე­ბია რო­ლის მორ­გე­ბა. ისე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს, თით­ქოს იმ სახ­ლის დი­ა­სახ­ლი­სი მარ­თლაც მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

კრის­ტის გა­რეგ­ნუ­ლად ცნო­ბილ მსა­ხი­ობ, პე­ნე­ლო­პა კრუზს ამ­სა­გავ­სე­ბენ. ამი­ტო­მაც ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ამ რე­ჟი­სო­რის­თვის კრის­ტი ისე­ვე გახ­დეს წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი, რო­გორც ალ­მა­დო­ვა­რის­თვის თა­ვის დრო­ზე პე­ნე­ლო­პა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

კრისტი ყიფშიძე - ესპანელი მკითხავი, როლი ფილმისთვის, რომელიც გენიალურ გიტარისტს, პაკო დე ლუსიოს ეძღვნება

კრისტი ყიფშიძე - ესპანელი მკითხავი, როლი ფილმისთვის, რომელიც გენიალურ გიტარისტს, პაკო დე ლუსიოს ეძღვნება

მოდელმა კრისტი ყიფშიძემ ესპანელი მკითხავის როლი განასახიერა. ხშირად ასეც ხდება, როცა მოდელებს მსახიობობაც უწევთ. კრისტისთვის ამ ამპლუაში ყოფნა პირველი არ არის, კინოში სხვა დროსაც უთამაშია. ფილმზე "ვისაუბროთ პაკოზე" უცხოელი კინორეჟისორი, ჟენია გორინი მუშაობს. პრემიერა თებერვალში იგეგმება, სურათს მონაწილეობის მიღება ესპანურ კინოფესტივალშიც მოუწევს. გადაღებებისას მოდელს არაერთ ცნობილ მსახიობთან მოუწია ურთიერთობამ.

პროექტი გენიალურ გიტარისტს, პაკო დე ლუსიოს ეძღვნება, მაგრამ როგორც რეჟისორი ამბობს, ეს კინო იმაზე არ არის გათვლილი, თუ რა საოცრად უკრავდა პაკო ინსტრუმენტზე, აქ გენიოს მუსიკოსს სხვა გენიოსი გიტარისტები წარმოაჩენენ.

კრისტი:

- ჩემი სცენები უძველეს და ულამაზეს ქალაქ ვენჰერში გადავიღეთ, რომელიც საკმაოდ მაღლა, მთაშია. სახლსა და ეზოში, რომელიც იმ კონკრეტულ სიტუაციაში ჩემს პერსონაჟს ეკუთვნოდა, ანუ მკითხავს, მთლიანად იქაურად ვიგრძენი თავი... ფილმში ბათუმელი მუსიკოსებიც უკრავენ.

რეჟისორის თქმით, ქართველები ძალიან ჰგვანან ესპანელებს და ამიტომაც დააკავა ისინი.

კრისტი:

- ფილმის რეჟისორი მეგობრის საშუალებით, მოსკოვში გავიცანი. მან ჩემში ამ კონკრეტული როლის შემსრულებელი დაინახა და გადაღება შემომთავაზა. ძალიან საინტერესო სამუშაო იყო, არ არის ჩვეულებრივი მხატვრული ფილმი. მასში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, მაგალითად, კარტერი, ჯიბსი კინგი... ფილმის მანძილზე მე ვხსნი ტაროს კარტს, რომელზეც გამოსახულები არიან მუსიკოსები.

პაკო დე ლუსიო მსოფლიო დონის გიტარისტი იყო, რომელსაც რეჟისორი კარგად იცნობდა და მისთვის ფილმის მიძღვნა გადაწყვიტა.

- იხილავს თუ არა ამ ნამუშევარს ქართველი მაყურებელი?

- თებერვალში ამ გენიოსი მუსიკოსის გარდაცვალების დღეა და სწორედ მაშინ იგეგმება პრემიერაც. მთავარი პრემიერა კი მოსკოვში გაიმართება. შემდეგ მას ესპანეთის კინოფესტივალზე გაიტანენ. უნდათ, რომ თბილისური პრემიერაც შედგეს, ვნახოთ.

- როდის მიმდინარეობდა გადაღებები?

- მაისში, ესპანეთში 10 დღე ვიყავით. ვცხოვრობდით ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ კადისში, საიდანაც კოლუმბი სამოგზაუროდ გავიდა, იმ პორტშიც გადავიღეთ რამდენიმე სცენა. ვიღებდით ასევე სხვადასხვა ქალაქში. სამუშაოდ კარგი პირობები შემიქმნეს და ამიტომაც არ გამჭირვებია როლის მორგება. ისე კომფორტულად ვგრძნობდი თავს, თითქოს იმ სახლის დიასახლისი მართლაც მე ვყოფილიყავი...

კრისტის გარეგნულად ცნობილ მსახიობ, პენელოპა კრუზს ამსაგავსებენ. ამიტომაც ამბობენ, რომ შესაძლოა, ამ რეჟისორისთვის კრისტი ისევე გახდეს წარმატების მომტანი, როგორც ალმადოვარისთვის თავის დროზე პენელოპა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება