პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ითქვა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ოკუპაციასთან დაკავშირებით
რა ითქვა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ოკუპაციასთან დაკავშირებით

აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის შეხ­ვედ­რა­ზე პრა­ღის ფორ­მა­ტის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი, სატ­რან­სპორ­ტო და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ხა­სი­ა­თის სა­კი­თხე­ბის გარ­და, ოკუ­პა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს.

ქარ­თულ-რუ­სუ­ლი დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში, პრა­ღა­ში, გუ­შინ გა­მარ­თუ­ლი მო­რი­გი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძემ ისა­უბ­რა ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი და­კა­ვე­ბე­ბის, გა­ლის რა­ი­ო­ნის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ქარ­თუ­ლი ენის შე­ზღუდ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მავ­თულხლარ­თე­ბის აღ­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე. ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯე­ბი წარ­მო­ად­გენს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის პრინ­ცი­პის, ადა­მი­ა­ნუ­რი ნორ­მე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას. ყო­ვე­ლი­ვე ეს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქ­მნის ქვეყ­ნი­სა და მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ით­ქვა, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ქარ­თუ­ლი მხა­რე იყე­ნებს და მო­მა­ვალ­შიც გა­მო­ი­ყე­ნებს მის ხელთ არ­სე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ ბერ­კე­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით. შეხ­ვედ­რა­ზე ხაზი გა­ეს­ვა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­გორც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის პრობ­ლე­მე­ბის გან­ხილ­ვი­სა და მოგ­ვა­რე­ბის უმ­თავ­რეს ფორ­მატს", - ნათ­ქვა­მია მთვა­რობ­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გან­ხი­ლულ იქნა პრა­ღის ფორ­მა­ტის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი, სატ­რან­სპორ­ტო და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ხა­სი­ა­თის სა­კი­თხე­ბი და მიღ­წე­ულ იქნა კონ­კრე­ტუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი, კერ­ძოდ, რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ნო­მენკლა­ტუ­რის გა­ფარ­თო­ე­ბის, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის ზრდის კუ­თხით.

"აღი­ნიშ­ნა, რომ 2015 წლის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვამ გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით 8,9%-ით იკლო და 530,3 მლნ აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპორ­ტი შემ­ცირ­და 47,1%-ით და გა­ნი­სა­ზღვრა 112 მლნ აშშ დო­ლა­რით. აღი­ნიშ­ნა, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვის კლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იმ­ჩნე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო გა­და­ზიდ­ვე­ბის კუ­თხით. კერ­ძოდ, 2015 წლის იან­ვარ-სექ­ტემ­ბერ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და რო­გორც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო, ისე სა­ა­ვი­ა­ციო მი­მოს­ვლის მო­ცუ­ლო­ბა, რა­მაც ხელი შე­უ­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას (14,6%)", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე რუ­სულ­მა მხა­რემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რათა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბის­თვის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მი ამოქ­მედ­დეს.

გარ­და ამი­სა, გან­ხი­ლულ იქნა ასე­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხე­ბი, კერ­ძოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში იხ­დი­ან სას­ჯელს ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­ღე­ბულ იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ჩვე­ნი ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე და­უბ­რუნ­დე­ბა სა­კუ­თარ ოჯახს.

ქარ­თულ-რუ­სუ­ლი დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში პრა­ღა­ში მო­რი­გი შეხ­ვედ­რა გუ­შინ გა­ი­მარ­თა. ქარ­თუ­ლი მხრი­დან შეხ­ვედ­რა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან და რე­გი­ო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი კვან­ჭა­ხა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტრან­სპორ­ტის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ქე­თე­ვან სა­ლუქ­ვა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. რუ­სე­თის მხრი­დან შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ­ნი იყ­ვნენ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნიტ­რის მო­ად­გი­ლე, სტატს-მდი­ვა­ნი გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი, ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი იგორ პეტ­რო­ვი და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დსთ-ის ქვეყ­ნე­ბის მე-4 დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ქარ­თვე­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მაქ­სიმ ლიტ­ვი­ნო­ვი. პრა­ღა­ში მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რის თა­რი­ღი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ზუს­ტდე­ბა.

რა ითქვა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ოკუპაციასთან დაკავშირებით

რა ითქვა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ოკუპაციასთან დაკავშირებით

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გარდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, პრაღაში, გუშინ გამართული მორიგი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადამიანების სისტემატური დაკავებების, გალის რაიონის სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის შეზღუდვისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მავთულხლართების აღმართვის თაობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ამგვარი ნაბიჯები წარმოადგენს როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის, ადამიანური ნორმების უხეშ დარღვევას. ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ითქვა, რომ ზემოაღნიშნულის პრევენციისთვის ქართული მხარე იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ დიპლომატიურ ბერკეტებს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების განხილვისა და მოგვარების უმთავრეს ფორმატს", - ნათქვამია მთვარობსი ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ განხილულ იქნა პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები და მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნომენკლატურის გაფართოების, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით.

"აღინიშნა, რომ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,9%-ით იკლო და 530,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთში საქართველოს ექსპორტი შემცირდა 47,1%-ით და განისაზღვრა 112 მლნ აშშ დოლარით. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის კლების მიუხედავად, შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთის მიმართულებით ქართული კომპანიების მიერ სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების კუთხით. კერძოდ, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საავტომობილო, ისე საავიაციო მიმოსვლის მოცულობა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას (14,6%)", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რათა უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.

გარდა ამისა, განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იხდიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით და აღინიშნა, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღაში მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა. ქართული მხრიდან შეხვედრაში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი კვანჭახაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან სალუქვაძე მონაწილეობდნენ. რუსეთის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე, სტატს-მდივანი გრიგორი კარასინი, ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი იგორ პეტროვი და საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის საქართველოს განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმ ლიტვინოვი. პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"