2016 წლის ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ააიპ ქუთათელ-გაენათის ეპარქიის დაფინანსება ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარით განისაზღვრა.
"ქალაქში არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლები საჭიროებენ გარკვეულ მხარდაჭერას," - აღნიშნულია 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში.
ქუთათელ-გაენათის ეპარქიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს განსაზღვრული დაფინანსება 35 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, წლის ბოლოს ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 68 ათასი ლარი შეადგინა.
წყარო: kutaisipost.ge