ახალგაზრდა ქალები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში მრავალი მიზეზის გამო წევრიანდებიან, მათ შორის სურვილის გამო, რომ შეუერთდნენ ქალთა სამეგობროს, რომელსაც საერთო რწმენა აერთიანებს.
დასავლურმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს ეს მოტივაციები თუ სურს, რომ აღმოფხვრან ქალების ტერორისტებად გარდაქმნა. სპეციალისტების თქმით, ქალები, რომლებიც სირიაში მიდიან, თავს პილიგრიმებად აღიქვამენ, რომლებსაც მისია აქვთ, რეგიონის ისლამურ უტოპიად გარდაქმნის.
კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ქალები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ახალბედების რეკრუტირებასა და პროპაგანდის სოციალური მედიით გავრცელებაში. ახალგაზრდა გოგონები ხშირად მოწყვლადი არიან ჯიჰადისტების რიტორიკისადმი, რომელიც უხატავს მათ სიკეთის და ბოროტების დაპირისპირების მაგალითს და სიკეთის მხარეს ყოფნას სთავაზობს. ახალგაზრდა ასაკში ისინი კითხვის ქვეშ აყენებენ საკუთარ იდენტობას. ზოგი მათგანი აცხადებს, რომ დასავლურ ცივილიზაციაში კულტურულად და სოციალურად იზოლირებულია და მშვიდ ნავსაყუდელს და დაცვას ხედავს ისლამში.
კვლევის თანახმად, 550 გოგონაზე მეტი, ზოგი მათგანი 13 წლის ასაკის, უკვე გაემგზავრა ისლამურ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.
მომზადებულია businessinsider.com-ს მიხედვით.