პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს რა საშინელებაც ხდება, როგორ შეიძლება ამასთან თვითმფრინავის ბიჭების დაკავშირება?!"
"დღეს რა საშინელებაც ხდება, როგორ შეიძლება ამასთან თვითმფრინავის ბიჭების დაკავშირება?!"

მას შემ­დეგ, რაც რუ­სუ­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის ეგ­ვიპ­ტე­ში ჩა­მო­ვარ­დნას ტე­რო­რის­ტუ­ლია აქ­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცა და ტე­რო­რის­ტებ­მა საფ­რან­გეთ­ში ტე­რაქ­ტე­ბის მთე­ლი სე­რია მო­ა­წყვეს, ჩვენ­ში კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნეს 1983 წლის ნო­ემ­ბე­რი, რო­დე­საც 7-მა ქარ­თველ­მა ახალ­გზარ­დამ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით, თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა სცა­და.

გმი­რე­ბი თუ ტე­რო­რის­ტე­ბი? - ასე სა­კი­თხი ჩვენ­ში აქამ­დეც არა­ერ­თხელ და­ის­ვა, ამ­ჯე­რად ეს სა­კი­თხი კი­დევ ერთხელ იქცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის თე­მად. ჟურ­ნა­ლის­ტმა და იუ­მო­რის­ტმა ბა­კურ სვა­ნი­ძემ "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის ფრაგ­მენ­ტსაც გთა­ვა­ზობთ: "სა­მარ­ცხვი­ნოა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ცხა­რე­ბუ­ლი კა­მა­თობს თე­მა­ზე - სა­მო­ქა­ლა­ქო მგზავ­რე­ბით სავ­სე თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა არის თუ არა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი! არა­და, ამ ტე­რაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი დღემ­დე "რო­მან­ტი­კად" ასა­ღებს! ნა­ძირ­ლო­ბაა, რო­დე­საც ტე­რო­რის­ტებს უწო­დე­ბენ "გმი­რებს"! ხაზს ვუს­ვამ - არ ვმსჯე­ლობ თე­მებ­ზე: მღვდე­ლი იყო თუ არა დამ­ნა­შა­ვე, უნდა მი­ე­სა­ჯათ თუ არა დახ­ვრე­ტა, მოკ­ლეს თუ არა სტი­უ­არ­დე­სა... და­მამ­ცი­რებ­ლად ექ­ცე­ოდ­ნენ თუ არა მგზავ­რებს და ა.შ... მე ვამ­ბობ მხო­ლოდ იმ აქ­სი­ო­მას, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად არის ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რას აპ­რო­ტეს­ტებ - საბ­ჭო­თა რე­ჟიმს თუ მე­ფის რუ­სეთს!.."

ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- ეს ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი არ ყო­ფი­ლა, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა იყო! მე, დღე­საც ქედს ვიხ­რი თვითმფრი­ნავ­ზე შტურ­მი­სას და­ღუ­პუ­ლი გო­გოს წი­ნა­შე, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­ვი­ჯე­რებ, რომ ბი­ჭე­ბი ვინ­მეს ცუ­დად მო­ექ­ცნენ... რო­გორც ვიცი, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბით გა­რე­დან და­ცხი­ლეს თვითმფრი­ნა­ვი და ადა­მი­ა­ნე­ბი სწო­რედ ამ დროს და­ი­ღუპ­ნენ. დღემ­დე არა­ვის უთ­ქვამს, რომ ბი­ჭებ­მა ვინ­მე მოკ­ლეს. ეს იყო ამ­ბო­ხი იმ სა­ში­ნე­ლი სის­ტე­მის მი­მართ, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობ­დით. ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი მათ და თი­თო­ე­უ­ლი უკი­დე­გა­ნოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ჰუ­მა­ნუ­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლად კულ­ტუ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. დღეს რა სა­ში­ნე­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბიც ხდე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამას­თან თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის და­კავ­ში­რე­ბა?! ვფიქ­რობ, რომ ეს ძა­ლი­ან დიდი უზ­ნე­ო­ბაა ვფიქ­რობ, რომ საქ­მე­ში ნაკ­ლე­ბად ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ ასე!

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"დღეს რა საშინელებაც ხდება, როგორ შეიძლება ამასთან თვითმფრინავის ბიჭების დაკავშირება?!"

"დღეს რა საშინელებაც ხდება, როგორ შეიძლება ამასთან თვითმფრინავის ბიჭების დაკავშირება?!"

მას შემდეგ, რაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ეგვიპტეში ჩამოვარდნას ტერორისტულია აქტის კვალიფიკაცია მიეცა და ტერორისტებმა საფრანგეთში ტერაქტების მთელი სერია მოაწყვეს, ჩვენში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1983 წლის ნოემბერი, როდესაც 7-მა ქართველმა ახალგზარდამ, საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით, თვითმფრინავის გატაცება სცადა.

გმირები თუ ტერორისტები? - ასე საკითხი ჩვენში აქამდეც არაერთხელ დაისვა, ამჯერად ეს საკითხი კიდევ ერთხელ იქცა სოციალურ ქსელში განხილვის თემად. ჟურნალისტმა და იუმორისტმა ბაკურ სვანიძემ "ფეისბუკის" გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ: "სამარცხვინოა, როდესაც საზოგადოება გაცხარებული კამათობს თემაზე - სამოქალაქო მგზავრებით სავსე თვითმფრინავის გატაცება არის თუ არა ტერორისტული აქტი! არადა, ამ ტერაქტს საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღემდე "რომანტიკად" ასაღებს! ნაძირლობაა, როდესაც ტერორისტებს უწოდებენ "გმირებს"! ხაზს ვუსვამ - არ ვმსჯელობ თემებზე: მღვდელი იყო თუ არა დამნაშავე, უნდა მიესაჯათ თუ არა დახვრეტა, მოკლეს თუ არა სტიუარდესა... დამამცირებლად ექცეოდნენ თუ არა მგზავრებს და ა.შ... მე ვამბობ მხოლოდ იმ აქსიომას, რომ სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება, აუცილებლად არის ტერორისტული აქტი! მიუხედავად იმისა, რას აპროტესტებ - საბჭოთა რეჟიმს თუ მეფის რუსეთს!.."

ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:

- ეს ტერორისტული აქტი არ ყოფილა, ეს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო! მე, დღესაც ქედს ვიხრი თვითმფრინავზე შტურმისას დაღუპული გოგოს წინაშე, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებ, რომ ბიჭები ვინმეს ცუდად მოექცნენ... როგორც ვიცი, საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით გარედან დაცხილეს თვითმფრინავი და ადამიანები სწორედ ამ დროს დაიღუპნენ. დღემდე არავის უთქვამს, რომ ბიჭებმა ვინმე მოკლეს. ეს იყო ამბოხი იმ საშინელი სისტემის მიმართ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ძალიან კარგად ვიცნობდი მათ და თითოეული უკიდეგანოდ განათლებული, ჰუმანური და გამორჩეულად კულტურული ადამიანი იყო. დღეს რა საშინელი ტერორისტული აქტებიც ხდება, როგორ შეიძლება ამასთან თვითმფრინავის ბიჭების დაკავშირება?! ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი უზნეობაა ვფიქრობ, რომ საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანები ფიქრობენ ასე!

გაგრძელება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ