ისრაელის კომპანია J GROUP Global (JGG) საქართველოს ტყეების გადასარჩენად უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტს იწყებს. იგეგმება ქართული ტყის მსოფლიო ბრენდად ქცევა. პროექტში ისრაელის სამი უნივერსიტეტის მეცნიერები ჩაერთვებიან, რომლებიც ქართული ეკო სისტემის აღდგენის გარდა, საქართველოში ისეთი უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაზე იმუშავებენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მოსალოდნელი წყალდიდობების წინასწარ დადგენა და მისი პრევენცია, ასევე ტყეებში ხანძრების გაჩენის პრევენცია. "კვირის პალიტრას " აღნიშნული პროექტის დეტალებზე J GROUP Global (JGG)ის კვლევისა და განვითარების ექსპერტი, თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე ზოგასი ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.
- რამდენიმე თვის წინ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე ვიყავით და ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ტყეებით დავინტერესდით. საქართველოს ტყეები წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოს ტყეებში სავალალო მდგომარეობაა. ტყეების ეკოსისტემის მთლიანი დეგრადაცია მიდის, ამას ემატება ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, უკანონო ჭრა, რომელიც საქართველოში არსებულ უნიკალურ და უიშვიათეს ხის ჯიშებს ანადგურებს. ეკოლოგიური გარემოსადმი მოსახლეობის დამოკიდებულება სამწუხაროდ გულგრილია. ჩვენი კომპანიის საპატრიარქოსთან, გარემოსდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, შევთანხმდით, რომ ავაღორძინოთ ქართული ტყეები. ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის სამი უნივერსიტეტის მეცნიერები და შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტებთნ ერთად. ქართული ნიადაგების ხეების ჯიშების და მისი დაავადებების მეცნიერული შესწავლა და მისი აღდგენა მოხდება.
- რამ გამოიწვია ტყეების ეკოსისტემის დეგრადაცია, ხეების დაავდება და ნიადაგის ეროზია?
- ორი ძირითადი მიზეზია. ერთ-ერთი კლიმატის ცვლილებაა. ძირითადად უფრო ადამიანური ფაქტორის გამო დაიწყო ტყეების დეგრადაცია. სხვა ფაქტორებიც არის. ამ ეტაპზე ზუსტად არ შეგვიძლია მიზეზის დადგენა. ამიტომ არის კვლევები საჭირო. ისრაელის სამი უნივერსიტეტის პროფესორების ხელმძღვანელობით და უახლესი ტექნოლოგიებით სერიოზული სამეცნიერო კვლევები ჩატარდება.
- ეს ეხება მხოლოდ ტყეებს, თუ სოფლის მეურნეობის ნიადაგების შესწავლაც მოხდება?
- ამ ფონდის მიზნობრიობა პირველ ეტაპზე მხოლოდ სატყეო სისტემის გაჯანსაღებაზე ზრუნვაა. ისრაელში არის ადგილები, სადაც თავიდან აღდგა ტყეები. ახლიდან გავაშენეთ. ამ პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იყო უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვა. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის პოლიტიკაა. გვაქვს ისეთი ტექნოლოგია, რომლის დანერგვის შემთხვევაში მოსალოდნელი ხანძრების შესახებ წინასწარ შეტყობინების გაგზავნა შეუძლია. ხანძრების შემთხვევაში, ზიანდება არა მხოლოდ ტყე, არამედ სასოფლო სამეურნეო ნიადაგებიც, რაც დიდ ზარალს აყენებს ასევე სოფლის მეურნეობას. პროექტის მიზანია ასევე, საქართველოს მოსახლეობამ ტყესთან დამოკიდებულების გადაფასება მოახდინოს. ქართულ მოსახლეობაში რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მხოლოდ
ეკონომიკური დამოკიდებულება, მოჭერი გათბი, ან გადაამუშავე.
გაგრძელება