პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ - ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ისტორია, მიზნები და ფინანსები
ყველაფერი "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ - ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ისტორია, მიზნები და ფინანსები

რო­გორც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ისალ­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" 2006 წელს, ერაყ­ში, 11 რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მუ­რი ჯგუ­ფის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შე­იქ­მნა, რომ­ლის სათ­ვე­ში "ალ ქა­ი­დას" ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია იდგა. პირ­ვე­ლად კვა­ზი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წარ­მო­ნაქ­მნის შექ­მნა 2013 წლი­დან და­ი­წყეს. ექ­სტრე­მის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ მსოფ­ლი­ოს თავი 2014 წელს გა­აც­ნო, როცა სი­რი­ა­სა და ერაყ­ში დიდი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­ი­პყრო და ე.წ. ხა­ლი­ფა­ტი გა­მო­ა­ცხა­და. დაჯ­გუ­ფე­ბამ და­უნ­დო­ბე­ლი სი­სას­ტი­კის გამო ად­ვი­ლად მო­ი­პო­ვა ხალ­ხი­სა და მსოფ­ლი­ოს სი­ძულ­ვი­ლი. მათ მიერ ჩა­დე­ნილ სას­ტიკ ქმე­დე­ბებ­ში შე­დის მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბი, გა­ტა­ცე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჯა­როდ თა­ვის მოკ­ვე­თა.

თუმ­ცა ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ რა­დი­კალ ის­ლა­მის­ტებ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა, აშშ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცია კი დაჯ­გუ­ფე­ბის მტრად გა­და­იქ­ცა. დღეს იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­საც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" აკონ­ტრო­ლებს 8 მი­ლი­ო­ნამ­დე სუ­ნი­ტი მუ­სულ­მა­ნი ცხოვ­რობს.

რა უნდა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს"?

2014 წლის ივ­ნის­ში დაჯ­გუ­ფე­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და "ხა­ლი­ფა­ტის" შექ­მნა, რო­მე­ლიც იმარ­თე­ბა შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით და რომ­ლის სა­თა­ვე­შიც დგას ხა­ლი­ფა - მათ­თვის ალა­ჰის მო­ად­გი­ლე დე­და­მი­წა­ზე. დე­და­ქა­ლა­ქად კი სი­რი­ის ქა­ლა­ქი რაყა გა­მო­ა­ცხდა. "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" მო­ი­თხო­ვა, რომ მუ­სულ­მა­ნურ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც არ უნდა ეცხოვ­რათ მუ­სულ­მა­ნებს, ყველ­გან ყო­ფი­ლიყ­ვნენ დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რის, აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დის ერ­თგულ­ნი. დაჯ­გუ­ფე­ბამ ასე­ვე გა­მო­ა­ცხა­და, რომ ყვე­ლა სხვა ჯი­ჰა­დის­ტურ დაჯ­გუ­ფე­ბებს მათი უზე­ნა­ე­სო­ბა უნდა ეღი­ა­რე­ბი­ნათ. ბევ­რი მარ­თლაც ასეც მო­იქ­ცა, მათ შო­რის ბევ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მთა­ვარ კონ­კუ­რენტს - "ალ-ქა­ი­დას" გა­მო­ე­ყო.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მო­ი­შო­როს ყვე­ლა, ვინც ალა­ჰის მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბას ხელს შე­უშ­ლის. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ დღეს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა მუ­სულ­მა­ნებ­სა და მათ მტრებს შო­რის უკა­ნას­კნე­ლი ბრძო­ლის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მოხ­დე­ბა სამ­ყა­როს აღა­სას­რუ­ლის წინ და მას მოჰ­ყვე­ბა გან­კი­თხვის დღე ანუ ყი­ა­მა­თი.

მუ­სულ­მა­ნუ­რი ეს­ქა­ტო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, სი­რი­ის ქა­ლა­ქი და­ბი­კი, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის სა­ზღვრი­დან 10 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, მი­იჩ­ნე­ვა მუ­სულ­მა­ნუ­რი არ­მა­გე­დო­ნის ად­გი­ლად, ანუ სწო­რედ აქ გა­ი­მარ­თე­ბა ის უკა­ნას­კნე­ლი ბრძო­ლა. ამი­ტო­მაც აირ­ჩი­ეს სა­კუ­თა­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის სა­ხე­ლად "და­ბი­კი".

რო­მელ ტე­რი­ტო­რი­ებს აკონ­ტრო­ლებს ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა?

გაგ­რძე­ლე­ბა

ყველაფერი "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ - ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ისტორია, მიზნები და ფინანსები

ყველაფერი "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ - ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ისტორია, მიზნები და ფინანსები

როგორც ტერორისტული ორგანიზაცია "ისალმური სახელმწიფო" 2006 წელს, ერაყში, 11 რადიკალური ისლამური ჯგუფის გაერთიანებით შეიქმნა, რომლის სათვეში "ალ ქაიდას" ადგილობრივი ორგანიზაცია იდგა. პირველად კვაზი ტერიტორიული წარმონაქმნის შექმნა 2013 წლიდან დაიწყეს. ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ საბოლოოდ მსოფლიოს თავი 2014 წელს გააცნო, როცა სირიასა და ერაყში დიდი ტერიტორიები დაიპყრო და ე.წ. ხალიფატი გამოაცხადა. დაჯგუფებამ დაუნდობელი სისასტიკის გამო ადვილად მოიპოვა ხალხისა და მსოფლიოს სიძულვილი. მათ მიერ ჩადენილ სასტიკ ქმედებებში შედის მასობრივი მკვლელობები, გატაცება და ადამიანებისთვის საჯაროდ თავის მოკვეთა.

თუმცა ტერორისტულმა დაჯგუფებამ რადიკალ ისლამისტებში სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა, აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო კოალიცია კი დაჯგუფების მტრად გადაიქცა. დღეს იმ ტერიტორიაზე, რასაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს 8 მილიონამდე სუნიტი მუსულმანი ცხოვრობს.

რა უნდა "ისლამურ სახელმწიფოს"?

2014 წლის ივნისში დაჯგუფებამ ოფიციალურად გამოაცხადა "ხალიფატის" შექმნა, რომელიც იმართება შარიათის კანონების მიხედვით და რომლის სათავეშიც დგას ხალიფა - მათთვის ალაჰის მოადგილე დედამიწაზე. დედაქალაქად კი სირიის ქალაქი რაყა გამოაცხდა. "ისლამურმა სახელმწიფომ" მოითხოვა, რომ მუსულმანურ სამყაროში, სადაც არ უნდა ეცხოვრათ მუსულმანებს, ყველგან ყოფილიყვნენ დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ერთგულნი. დაჯგუფებამ ასევე გამოაცხადა, რომ ყველა სხვა ჯიჰადისტურ დაჯგუფებებს მათი უზენაესობა უნდა ეღიარებინათ. ბევრი მართლაც ასეც მოიქცა, მათ შორის ბევრი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ კონკურენტს - "ალ-ქაიდას" გამოეყო.

"ისლამური სახელმწიფოს" მთავარი მიზანია მოიშოროს ყველა, ვინც ალაჰის მსოფლიო აღიარებას ხელს შეუშლის. ისინი აცხადებენ, რომ დღეს შექმნილი ვითარება მუსულმანებსა და მათ მტრებს შორის უკანასკნელი ბრძოლის მომასწავებელია, რომელიც მოხდება სამყაროს აღასასრულის წინ და მას მოჰყვება განკითხვის დღე ანუ ყიამათი.

მუსულმანური ესქატოლოგიის მიხედვით, სირიის ქალაქი დაბიკი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული, მიიჩნევა მუსულმანური არმაგედონის ადგილად, ანუ სწორედ აქ გაიმართება ის უკანასკნელი ბრძოლა. ამიტომაც აირჩიეს საკუთარი პროპაგანდისტული ჟურნალის სახელად "დაბიკი".

რომელ ტერიტორიებს აკონტროლებს ტერორისტული დაჯგუფება?

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა