რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი გოგიჩაიშვილი "პირველი არხიდან" გამოუშვეს. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელობა იყო.
"რა ხდება საზოგადოებრივ ტელევიზიაში?
დაიწყო ნადირობა ნიჭიერ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ადამიანებზე.
ადამიანი, რომლის სახელთანაც არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა "ბასტი-ბუბუ", სადაც არაერთი ნიჭიერი თაობა გაიზარდა, ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობას მიუძღვნა - გიორგი გოგიჩაიშვილი "გოგიჩა" , ტელევიზიიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს.