საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლის ემოციური პოსტი - ''თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მან იცოდა, რომ არ დავტოვებდი''
შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლის ემოციური პოსტი - ''თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მან იცოდა, რომ არ დავტოვებდი''

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თეა აბაშ­მა­ძე ემო­ცი­ურ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს.

"ჩემ­მა 2 წლის ბიჭ­მა წარ­ბი გა­ი­ხეთ­ქა. სკვერ­ში თა­მა­შობ­და, მე სუ­რათს ვუ­ღებ­დი და და­ე­ცა. თავი წვე­ტი­ან ბორ­დი­ურს ჩა­მო­არ­ტყა. ჭრი­ლო­ბა პა­ტა­რა, მაგ­რამ ღრმა აღ­მოჩ­ნდა. სის­ხლმა წამ­ში და­უ­ფა­რა თვა­ლე­ბი, სახე... ხელ­ში ავი­ტა­ცე და შეშ­ლი­ლი­ვით გა­ვი­ქე­ცი.

იმ ქუ­ჩა­ზე ტრავ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი იყო და მის­კენ მივ­ქრო­დი. ვგრძნობ­დი,

რომ ნაც­ნო­ბე­ბი მომ­დევ­დნენ, მაგ­რამ ვე­რა­ვინ მე­წე­ო­და. შევ­ვარ­დი კლი­ნი­კა­ში და ასე სირ­ბი­ლით შე­ვა­ჭე­რი ქი­რურგს. საპ­რო­ცე­დუ­რო­ში შეგ­ვიყ­ვა­ნეს, ლა­ში­კო ტი­რი­ლის­გან გუ­ლა­მომ­ჯდა­რი სლუ­კუ­ნებ­და. მხო­ლოდ ერთს ვე­უბ­ნე­ბო­დი: "მე შენ­თან ვარ! მე შენ­თან ვარ!"

ქი­რურ­გმა: - გა­დით, ბავ­შვს ჩვენ მივ­ხე­დავ­თო.

წყნა­რად ვუ­პა­სუ­ხე:

- ბავ­შვს მე და­ვი­ჭერ, რომ არ იმოძ­რა­ოს- მეთ­ქი.

ქი­რურ­გმა შე­მომ­ხე­და და - კარ­გი, დარ­ჩიო.

სახე გა­უ­წ­მინ­დეს და ნა­კე­რე­ბის და­დე­ბა და­ი­წყეს. მე მის პა­ტა­რა სხე­ულს ჩემი ხე­ლე­ბით ვა­კა­ვებ­დი, რომ არ ეფარ­თხა­ლა. თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ­დით ერ­თმა­ნეთს, მან იცო­და, რომ არ დავ­ტო­ვებ­დი, რომ ვუშ­ვე­ლი­დი...

წლე­ბის შემ­დეგ, ჩემს თვალ­წინ 7 წლის, უც­ნობ ბიჭს მან­ქა­ნამ და­არ­ტყა. ძა­ლი­ან არა, მაგ­რამ და­ცე­მი­სას თავი გა­უ­ტყდა. მარ­ტო იყო, არა­ვინ ახ­ლდა. ეტყო­ბა იქვე ცხოვ­რობ­და. მძღო­ლი გად­მოხ­ტა, ასა­კი­ა­ნი კაცი იყო. შე­წუ­ხე­ბულ­მა არ იცო­და რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო. სას­წრა­ფოდ ვეცი ბავ­შვს, ჩავ­სვი მან­ქა­ნა­ში და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ქა­ნე. მა­შინ­დე­ლი­ვით შე­ვა­ჭე­რი ქი­რურგს, ნა­კე­რე­ბის და­დე­ბა­ზე მა­საც და­ვა­დე­ქი.

- დედა მალე მოვა- მეთ­ქი.

ისიც მი­ყუ­რებ­და თვა­ლებ­ში, მაგ­რამ არა ისე, რო­გორც ჩემი ბიჭი მა­შინ. მე ხომ მისი დედა არ ვი­ყა­ვი".

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლის ემოციური პოსტი - ''თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მან იცოდა, რომ არ დავტოვებდი''

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლის ემოციური პოსტი - ''თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მან იცოდა, რომ არ დავტოვებდი''

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

''ჩემმა 2 წლის ბიჭმა წარბი გაიხეთქა. სკვერში თამაშობდა, მე სურათს ვუღებდი და დაეცა. თავი წვეტიან ბორდიურს ჩამოარტყა. ჭრილობა პატარა, მაგრამ ღრმა აღმოჩნდა. სისხლმა წამში დაუფარა თვალები, სახე... ხელში ავიტაცე და შეშლილივით გავიქეცი.

იმ ქუჩაზე ტრავმატოლოგიური იყო და მისკენ მივქროდი. ვგრძნობდი,

რომ ნაცნობები მომდევდნენ, მაგრამ ვერავინ მეწეოდა. შევვარდი კლინიკაში და ასე სირბილით შევაჭერი ქირურგს. საპროცედუროში შეგვიყვანეს, ლაშიკო ტირილისგან გულამომჯდარი სლუკუნებდა. მხოლოდ ერთს ვეუბნებოდი: "მე შენთან ვარ! მე შენთან ვარ!"

ქირურგმა: - გადით, ბავშვს ჩვენ მივხედავთო.

წყნარად ვუპასუხე:

- ბავშვს მე დავიჭერ, რომ არ იმოძრაოს- მეთქი.

ქირურგმა შემომხედა და - კარგი, დარჩიო.

სახე გაუწმინდეს და ნაკერების დადება დაიწყეს. მე მის პატარა სხეულს ჩემი ხელებით ვაკავებდი, რომ არ ეფართხალა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, მან იცოდა, რომ არ დავტოვებდი, რომ ვუშველიდი...

წლების შემდეგ, ჩემს თვალწინ 7 წლის, უცნობ ბიჭს მანქანამ დაარტყა. ძალიან არა, მაგრამ დაცემისას თავი გაუტყდა. მარტო იყო, არავინ ახლდა. ეტყობა იქვე ცხოვრობდა. მძღოლი გადმოხტა, ასაკიანი კაცი იყო. შეწუხებულმა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. სასწრაფოდ ვეცი ბავშვს, ჩავსვი მანქანაში და საავადმყოფოში გავაქანე. მაშინდელივით შევაჭერი ქირურგს, ნაკერების დადებაზე მასაც დავადექი.

- დედა მალე მოვა- მეთქი.

ისიც მიყურებდა თვალებში, მაგრამ არა ისე, როგორც ჩემი ბიჭი მაშინ. მე ხომ მისი დედა არ ვიყავი''.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს