ფრანგული მედიის ცნობით, ქალი, რომელმაც გუშინ პარიზში, სან-დენის გარეუბანში თავი აიფეთქა, იდენტიფიცირებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის 26 წლის ჰასნა აიტბულასენია.
მის შესახებ ცნობილია, რომ ის ორმაგი მოქალაქეა; მას აქვს როგორც საფრანგეთის, ასევე მაროკოს მოქალაქეობა.
როგორც ფრანგული პრესა წერს, თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ის ტელეფონით თანამზრახველს დაუკავშირდა, რომელიც სავარაუდოდ, მის სიახლოვეს იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ადამიანი, რომელსაც მან სიკვდილის წინ დაურეკა, მისი ბიძაშვილია.
ინტერნეტგამოცემა dhnet.be კი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც, გამოცემის მტკიცებით, სწორედ 26 წლის თვითმკვლელი ტერორისტია ასახული.