მიმოწერის აპლიკაცია ტელეგრამმა, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოებით და პრივატულობით, დაადასტურა, რომ ოთხშაბათს ათეულობით საჯარო არხი დახურა, რომელსაც ”ISIS-ი პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებდა”.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაიბლოკა 78 არხი, რომელიც ISIS-თან დაკავშირებულ აქტივობას ეწეოდა. კომპანიაში აგრეთვე განაცხადეს, რომ მალე გაჩნდება მარტივი ხერხი უსიამოვნო საჯარო კონტენტის დასარეპორტებლად.
ტელეგრამი მიმოწერის აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლების უსაფრთხოებაზე აკეთებს აქცენტს. აპლიკაცია ძალიან პოპულარულია საერთაშორისო დონეზე. მისი გამოწერების რიცხვი 50 მილიონს ცდება.
ტელეგრამის საიტზე კომპანია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბლოკავენ ტერორიზმთან დაკავშირებულ არხებს, ისინი არ ბლოკავენ სიტყვის თავისუფლებას, იმ ადგილებშიც კი, სადაც თავისუფალი სიტყვა იდევნება.
მომზადებულია mashable.com-ს მიხედვით.