''ჩემი ცოლის დაქალებში'' ''X ფაქტორის'' სექს სიმბოლო თიკო მოსემღვდლიშვილი გამოჩნდა. მისი გმირი კატას დავალებით შეეცდება, ცოტნე ცოტაშვილი მოხიბლოს. თიკოს სერიალთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ძალიან მიხარია, რომ ასეთ რეიტინგულ სერიალში მიმიწვიეს. დიდი მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, რომ დამაკავეს და მადლობა ''რუსთავი 2''-ს. ძალიან აქტიურად არ ვარ სერიალში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია, რომ ჩემს საქმეს ვემსახურები. კამერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს. გიორგი ლიფონავას არ ვიცნობდი, მაგრამ ჩვენი ერთად მუშაობის დებიუტი კარგად შედგა.