პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით უსინათლო სამყაროს ფერადი აღქმებისა და სოფო ხუციშვილის შესახებ - "ცოტა არაჯანსაღი საზოგადოება ვართ..."
რა ვიცით უსინათლო სამყაროს ფერადი აღქმებისა და სოფო ხუციშვილის შესახებ - "ცოტა არაჯანსაღი საზოგადოება ვართ..."

"ნი­ჭი­ე­რის" ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტია, ხა­ტავს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი ასეც გა­აც­ნო. მცი­რე დრო­ში ისე­თი ფე­რა­დი ტილო შექ­მნა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი და ჟი­უ­რი გა­ო­ცე­ბუ­ლი და­ტო­ვა...

უსი­ნათ­ლოა, ოღონდ, მას ეს ხელს არ უშ­ლის იმა­ში, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყოს.

სოფო ხუ­ციშ­ვი­ლის მსგავ­სი პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია. თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით ადა­მი­ა­ნებს სტი­მულს აძ­ლევს და სით­ბო­თი ავ­სებს.

საკ­მა­ოდ გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ მომ­ცა.

- სამ-წლი­ნა­ხევ­რის რომ ვი­ყა­ვი, გრი­პი შე­მე­ყა­რა, რა­საც თვა­ლე­ბის ან­თე­ბა და­ერ­თო. როცა უკვე თავ­ლე­ბი ჩა­მი­წით­ლდა, მშობ­ლებ­მა ცნო­ბილ კლი­ნი­კა­ში წა­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც არას­ო­რად და­ი­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა, - უამ­რა­ვი "გენ­ტა­მი­ცი­ნი" მი­მა­ღე­ბი­ნეს, რა­მაც თვა­ლის მე­ო­რა­დი და­ა­ვა­დე­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, ნელ-ნელა მხედ­ვე­ლო­ბის დაკ­ლე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვა.

- ეს უკვე რა ასაკ­ში მოხ­და?

- სამ­წლი-ნა­ხევ­რის გახ­ლდით, პრობ­ლე­მა რომ და­ი­წყო და სა­ბო­ლო­ოდ, 4 წლი­სა უკვე ვე­ღარ ვხე­დავ­დი.

- სა­ნამ მხედ­ვე­ლო­ბა გქონ­და, იმ პე­რი­ო­დი­დან რა გახ­სოვს, - რო­გო­რი იყო სამ­ყა­რო?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ­ფე­რი მახ­სოვს, ყველ­ფე­რი ბუნ­დო­ვა­ნია, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ფრაგ­მენ­ტე­ბი მახ­სენ­დე­ბო­დეს, მაგ­რამ რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია, არ ვიცი, მა­გას მა­შინ ვი­ტყვი, როცა მხედ­ვე­ლო­ბა და­მიბ­რუნ­დე­ბა.

- რამ­დე­ნი ოპე­რა­ცია გაქვს უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი?

- ორი წე­ლია, რაც ზე­დი­ზედ ოპე­რა­ცი­ებს ვი­კე­თებ. პირ­ვე­ლი 2013 წელს გა­მი­კეთ­და, მერე - 2014-ში და ახლა ერთ კვი­რა­ში სტამ­ბოლ­ში ისევ მივ­დი­ვარ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­სა­მე ოპ­რა­ცი­ის­თვის ვემ­ზა­დე­ბი.

- ბავ­შვო­ბა­ში რა­ტომ არ გა­გი­კე­თეს ოპე­რა­ცია?

- პა­ტა­რა­ო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და, - ასე ამ­ბობ­დნენ ექი­მე­ბი. შე­საძ­ლოა, მხედ­ვე­ლო­ბა აღ­დგეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­ი­აკრგოს, ამი­ტომ გა­რის­კვად არ ღირს. ჯერ თვა­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, გა­ი­ზარ­დოს და გარ­და­ტე­ხის ასა­კის შემ­დეგ გა­კეთ­დე­სო. მოკ­ლედ, ახლა უკვე 23 წლის ვარ და 20 წლი­სას გა­მი­კეთ­და პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია.

- რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო ამ ორმა ოპე­რა­ცი­ამ?

- მხო­ლოდ შუქს ვხე­დავ და რა­ღაც სი­ლუ­ე­ტებს, მა­გა­ლი­თად, თუ დიდი სა­გა­ნია ჩემ წინ, სი­ლუ­ე­ტის სა­ხით ჩანს, ოღონდ, ადა­მი­ა­ნია თუ უსუ­ლო სა­გა­ნი, კონ­კრე­ტუ­ლად, ვერ ვარ­ჩევ.

- მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ, რო­გორ გან­ვი­თარ­და შენი ცხოვ­რე­ბა, სად სწავ­ლობ­დი, რა გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღე?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­წუ­ხა­როდ, უსი­ნათ­ლო­თათ­ვის ერ­თა­დერ­თი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სკო­ლაა. ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო არ არის იმის­თვის მზად, რომ ჰქონ­დეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა ისე, რო­გორც ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­შია. ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნიც არ მქონ­და, სხვა სკო­ლა­ში შევ­სუ­ლი­ყა­ვი. იძუ­ლე­ბით მი­მიყ­ვა­ნეს იქ, სა­დაც ვის­წავ­ლე კი­დეც. საკ­მა­ოდ კარ­გად ვსავ­ლობ­დი, "ოქ­როს მე­დალ­ზე" და­ვამ­თავ­რე.

2012 წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტი რომ გავ­ხდი, ბა­ტონ­მა შაშ­კინ­მა, მი­ნის­ტრი რომ იყო, ლონ­დონ­ში სპე­ცი­ა­ლურ კურ­სებ­ზე გამ­გზავ­ნა. აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და და დღე­საც ასე­ვე ვაგ­რძე­ლებ. მარ­თლაც, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე.

- სად სწავ­ლობ?

- გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მომ­წონ­და ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი, ბევ­რი კარ­გი რამ მსმე­ნო­და მას­ზე და იქ სწავ­ლა ამი­ტომ მო­მინ­და. სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვარ.

- რო­გორ სწვა­ლობ, რო­გორ იღებ გა­ნათ­ლე­ბას, სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა არ­სე­ბობს?

- არა სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ეს სა­კი­თხიც მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია, არ არ­სე­ბობს ჩვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, გა­რე­მო. დე­დის დახ­მა­რე­ბით ვა­ხერ­ხებ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას. მი­კი­თხავს და მე ვი­მახ­სოვ­რებ.

- სოფო, სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი ხარ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ანუ სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი.

- ზუს­ტად ეგ მინ­დო­და, "ნი­ჭი­ერ­შიც" ამი­ტომ მი­ვე­დი, რომ სხვის­თვის სტი­მუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მგო­ნი, გა­მო­მი­ვი­და...

- ნამ­დვი­ლად გა­მო­გი­ვი­და. ხატ­ვა რო­დის და­ი­წყე?

- ზო­გა­დად ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს გარ­შე­მო, ვი­საც სა­კუ­თარ აზ­რებს, ემო­ცი­ებს ვუ­ზი­ა­რებ, მაგ­რამ არის ისე­თი სა­კი­თხე­ბი, თე­მე­ბი, როცა კი­დევ სხვა ფორ­მით მინ­და, სა­კუ­თა­რი გან­ცდი­ლი გა­მოვ­ხა­ტო, ამი­ტომ ყო­ველ­თვის გვერ­დით მაქვს ფურ­ცე­ლი და ფან­ქა­რი.

თა­ვი­დან­ვე ასე იყო, რო­დე­საც ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი ხოლ­მე, ჩემს ოთახ­ში გან­ვმარ­ტოვ­დე­ბო­დი და თით­ქოს ჩემი რა­ღაც ემო­ცია გა­დამ­ქონ­და ფურ­ცელ­ზე. ასე და­ი­წყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ხატ­ვა.

- რო­გორ სა­ზღვრავ და არ­ჩევ, რო­მე­ლი ფერი რო­დის უნდა გა­მო­ი­ყე­ნო?

- მაქვს ჩემი ფე­რე­ბი, მაგ­რამ არ ვიცი, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ისი­ნი, - მათ ჩემს გრძნო­ბებს ვუ­კავ­ში­რებ. თუ მწვა­ნე­ში დავ­ხა­ტე, ვინც კარ­გად მიც­ნობს, მიხ­ვდე­ბა, რომ იმ წუ­თას მშვი­დი გან­წყო­ბა მაქვს, რად­გა­ნაც მწვა­ნე ჩემ­თვის სიმ­შვი­დეს­თან ასო­ცირ­დე­ბა.

- თუ ფერი არ იცი, რო­მე­ლია და რო­გო­რია, რა­ნა­ი­რად ხვდე­ბი?

- ჰო, მაგ­რამ აქ დე­დის დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა. მას ვთხოვ, ესა თუ ის ფერი მო­მა­წო­დოს. თუ წი­თელ­ში ვხა­ტავ, ე.ი. იმე­დი­ა­ნად ვარ, ან სიყ­ვა­რუ­ლის გან­ცდე­ბი მაქვს. წი­თე­ლი ფერი ჩემ­თვის სიყ­ვა­რულ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხომ არ ხარ?

- ამ ეტაპ­ზე არა...

- რო­გორც ჩანს, იყა­ვი...

- დიახ, მაგ­რამ და­ვას­რუ­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა (იცი­ნის).

- რო­გო­რი ხარ როცა გიყ­ვარს?

- ერთ დი­ლას, როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, დე­დამ მი­თხრა, - შვი­ლო, რა ბედ­ნი­ე­რი თვა­ლე­ბი გაქ­ვსო... მაგ დროს ვგრძნობ, რომ ჩემ­გან სხი­ვე­ბი გა­დის, ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა მინ­და, რომ სხვას გა­ვუ­ზი­ა­რო.

- რას გვე­ტყვი იმ ნა­მუ­შე­ვარ­ზე, რო­მე­ლიც "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე წარ­მო­ად­გი­ნე?

- წი­თე­ლი, რო­გორც გი­თხა­რით, იმედ­თან ასო­ცირ­დე­ბა და მინ­დო­და, ხალ­ხი იმე­დით ამევ­სო იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბით დათ­რგუნ­ვი­ლია. მინ­დო­და, მეთ­ქვა, რომ თუ იმე­დით არ ვცხოვ­რობთ, ცხოვ­რე­ბას აზრი არ აქვს. ყო­ველ­თვის უნდა გვქონ­დეს იმე­დი და ვი­საც ის და­კარ­გუ­ლი აქვს, მსურ­და და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა. ლურ­ჯი ფერი ჩემ­თვის სი­ახ­ლეს­თან ასო­ცირ­დე­ბა.

რო­გორც პრო­ექ­ტში აღ­ვნიშ­ნე კი­დეც, ზღვა მიყ­ვარს და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს ხოლ­მე, რომ სა­ა­თო­ბით ვიჯ­დე მის ნა­პირ­ზე და მის ხმას ვუს­მი­ნო. ჩემი ერთ-ერთი ოც­ნე­ბაა, ვუ­ყუ­რო მზის ჩას­ვლას ზღვის ნა­პირ­ზე, რად­გა­ნაც მაგ დროს სა­ო­ცა­რი ფე­რე­ბია იქ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ზე ლა­მა­ზია, ვიდ­რე წარ­მო­მიდ­გე­ნია. მოკ­ლედ, ასე უნებ­ლი­ედ გავთქვი ჩემი ოც­ნე­ბა.

- კი­დევ რა გი­ტა­ცებს და გიყ­ვარს?

- მოგ­ზა­უ­რო­ბა თბილ ქვეყ­ნებ­ში.

- უცხო ქვე­ყა­ნას რო­გორ აღიქ­ვამ?

- გვერ­დით მყო­ფი ხომ მყავს და ის მე­უბ­ნე­ბა და მიხ­სნის ყვე­ლა­ფერს. რი­თაც ჩემი შეხ­ვედ­რა ახალ ხალ­ხი­თან, კულ­ტუ­რას­თან ხდე­ბა, რა­საც ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ენერ­გია მო­აქვს.

- რო­გორ გგო­ნია, რითი გან­სხვავ­დე­ბით უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი მხედ­ვე­ლე­ბის­გან?

- მგო­ნი, არაფ­რით, ისე­ვე მიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა, ხატ­ვა, ფეხ­ბურ­თი, რო­გორც მხედ­ველთ. "ბარ­სე­ლო­ნა" რომ იყო ჩა­მო­სუ­ლი, ავ­დე­ქი და სტა­დი­ონ­ზე წა­ვე­დი, თავი არ შე­მი­ზღუ­დავს, უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე. უბ­რა­ლოდ, იმით გან­ვსხვდე­ბით მხედ­ვე­ლე­ბის­გან, რომ მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი ვართ. უფრო მე­ტად აღ­ვიქ­ვამთ გარ­შე­მო ყვე­ლა­ფერს. ყო­ველ­თვის ვგრძნობ ადა­მი­ა­ნის "აუ­რას". იმას, რა­საც დედა ვერ ხვდე­ბა, მე არ გა­მო­მარ­ჩე­ბა.

- რას იტყვი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე?

- არა­ვინ მი­წყი­ნოს, მაგ­რამ მგო­ნი, ცოტა არა­ჯან­სა­ღი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვართ...

თუ და­ი­ნა­ხა­ვენ ადა­მი­ანს, ვისც ვერ ეს­მის, ან ვერ ხე­დავს, ვერ და­დის, ამ­ბო­ბენ, - რა სა­ცო­და­ვია? იმას კი ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მე უბ­რა­ლოდ ვერ ვხე­დავ, თო­რემ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მეს­მის.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღა­ცე­ბი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აკ­ლია. არ არის სა­ჭი­რო მა­ინ­ცდა­მა­ინც თვა­ლი და ყური, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი იყო. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ყუ­რიც აქვს, თვა­ლიც და არ იცის, ვინ არის შოთა რუს­თა­ვე­ლი.

- ინ­ტერ­ნეტ­თან, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­თან თუ გაქვს წვდო­მა?

- ძა­ლი­ან კარ­გად ვსარ­გებ­ლობ "ფე­ის­ბუ­ი­ქით", "სკა­ი­პით" და ინ­ტერ­ნე­ტის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს ხმო­ვა­ნი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც უსი­ნათ­ლო­ებს კომ­პი­უ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

- შენი ერთი ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ კი გვი­თხა­რი. კი­დევ რა გინ­და, რომ აგიხ­დეს, გარ­და იმ უმ­თავ­რე­სი­სა, რა­საც მხედ­ვე­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ჰქვია.

- ბევ­რი ოც­ნე­ბა მაქვს, ერთ-ერთი "კამპ ნო­უ­ზე", ბარ­სე­ლო­ბა­ში მოვ­ხვდე და ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მაშს და­ვეს­წრო, შევ­ხვდე მათ და ვუ­თხრა, რომ ისი­ნი მე­სიმ შე­მაყ­ვა­რა. მათი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

რა ვიცით უსინათლო სამყაროს ფერადი აღქმებისა და სოფო ხუციშვილის შესახებ - "ცოტა არაჯანსაღი საზოგადოება ვართ..."

რა ვიცით უსინათლო სამყაროს ფერადი აღქმებისა და სოფო ხუციშვილის შესახებ - "ცოტა არაჯანსაღი საზოგადოება ვართ..."

"ნიჭიერის" ერთ-ერთი კონკურსანტია, ხატავს და საზოგადოებას თავი ასეც გააცნო. მცირე დროში ისეთი ფერადი ტილო შექმნა, რომ მაყურებელი და ჟიური გაოცებული დატოვა...

უსინათლოა, ოღონდ, მას ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ საზოგადოების აქტიური წევრი იყოს.

სოფო ხუციშვილის მსგავსი პოზიტიური ადამიანი იშვიათად შემხვედრია. თავისი არსებობით ადამიანებს სტიმულს აძლევს და სითბოთი ავსებს.

საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ მომცა.

- სამ-წლინახევრის რომ ვიყავი, გრიპი შემეყარა, რასაც თვალების ანთება დაერთო. როცა უკვე თავლები ჩამიწითლდა, მშობლებმა ცნობილ კლინიკაში წამიყვანეს, სადაც არასორად დაიწყეს მკურნალობა, - უამრავი "გენტამიცინი" მიმაღებინეს, რამაც თვალის მეორადი დაავადება ჩამოაყალიბა, ნელ-ნელა მხედველობის დაკლება და საბოლოოდ, მხედველობის დაკარგვა.

- ეს უკვე რა ასაკში მოხდა?

- სამწლი-ნახევრის გახლდით, პრობლემა რომ დაიწყო და საბოლოოდ, 4 წლისა უკვე ვეღარ ვხედავდი.

- სანამ მხედველობა გქონდა, იმ პერიოდიდან რა გახსოვს, - როგორი იყო სამყარო?

- სიმართლე გითხრათ, არფერი მახსოვს, ყველფერი ბუნდოვანია, შეიძლება რაღაც ფრაგმენტები მახსენდებოდეს, მაგრამ რამდენად რეალურია, არ ვიცი, მაგას მაშინ ვიტყვი, როცა მხედველობა დამიბრუნდება.

- რამდენი ოპერაცია გაქვს უკვე გაკეთებული?

- ორი წელია, რაც ზედიზედ ოპერაციებს ვიკეთებ. პირველი 2013 წელს გამიკეთდა, მერე - 2014-ში და ახლა ერთ კვირაში სტამბოლში ისევ მივდივარ, ფაქტობრივად, მესამე ოპრაციისთვის ვემზადები.

- ბავშვობაში რატომ არ გაგიკეთეს ოპერაცია?

- პატარაობაში სამედიცინო ჩარევა არ შეიძლებოდა, - ასე ამბობდნენ ექიმები. შესაძლოა, მხედველობა აღდგეს, მაგრამ მალევე დაიაკრგოს, ამიტომ გარისკვად არ ღირს. ჯერ თვალი ჩამოყალიბდეს, გაიზარდოს და გარდატეხის ასაკის შემდეგ გაკეთდესო. მოკლედ, ახლა უკვე 23 წლის ვარ და 20 წლისას გამიკეთდა პირველი ოპერაცია.

- რა შედეგი გამოიღო ამ ორმა ოპერაციამ?

- მხოლოდ შუქს ვხედავ და რაღაც სილუეტებს, მაგალითად, თუ დიდი საგანია ჩემ წინ, სილუეტის სახით ჩანს, ოღონდ, ადამიანია თუ უსულო საგანი, კონკრეტულად, ვერ ვარჩევ.

- მხედველობის დაკარგვის შემდეგ, როგორ განვითარდა შენი ცხოვრება, სად სწავლობდი, რა განათლება მიიღე?

- საქართველოში სამწუხაროდ, უსინათლოთათვის ერთადერთი სპეციალიზირებული სკოლაა. ჩვენი სახელმწიფო არ არის იმისთვის მზად, რომ ჰქონდეს ამ მიმართულებით განვითარებული სისტემა ისე, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. ამიტომ არჩევანიც არ მქონდა, სხვა სკოლაში შევსულიყავი. იძულებით მიმიყვანეს იქ, სადაც ვისწავლე კიდეც. საკმაოდ კარგად ვსავლობდი, "ოქროს მედალზე" დავამთავრე.

2012 წელს აბიტურიენტი რომ გავხდი, ბატონმა შაშკინმა, მინისტრი რომ იყო, ლონდონში სპეციალურ კურსებზე გამგზავნა. აქტიური ცხოვრება მქონდა და დღესაც ასევე ვაგრძელებ. მართლაც, კარგი განათლება მივიღე.

- სად სწავლობ?

- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. მომწონდა ეს სასწავლებელი, ბევრი კარგი რამ მსმენოდა მასზე და იქ სწავლა ამიტომ მომინდა. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ვარ.

- როგორ სწვალობ, როგორ იღებ განათლებას, სპეციალური ლიტერატურა არსებობს?

- არა სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ეს საკითხიც მოუწესრიგებელია, არ არსებობს ჩვენნაირი ადამიანებისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოები, გარემო. დედის დახმარებით ვახერხებ განათლების მიღებას. მიკითხავს და მე ვიმახსოვრებ.

- სოფო, საუკეთესო მაგალითი ხარ ადამიანებისთვის, ანუ სტიმულის მიმცემი.

- ზუსტად ეგ მინდოდა, "ნიჭიერშიც" ამიტომ მივედი, რომ სხვისთვის სტიმული ვყოფილიყავი და მგონი, გამომივიდა...

- ნამდვილად გამოგივიდა. ხატვა როდის დაიწყე?

- ზოგადად ბევრი მეგობარი მყავს გარშემო, ვისაც საკუთარ აზრებს, ემოციებს ვუზიარებ, მაგრამ არის ისეთი საკითხები, თემები, როცა კიდევ სხვა ფორმით მინდა, საკუთარი განცდილი გამოვხატო, ამიტომ ყოველთვის გვერდით მაქვს ფურცელი და ფანქარი.

თავიდანვე ასე იყო, როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი ხოლმე, ჩემს ოთახში განვმარტოვდებოდი და თითქოს ჩემი რაღაც ემოცია გადამქონდა ფურცელზე. ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ხატვა.

- როგორ საზღვრავ და არჩევ, რომელი ფერი როდის უნდა გამოიყენო?

- მაქვს ჩემი ფერები, მაგრამ არ ვიცი, რამდენად რეალურია ისინი, - მათ ჩემს გრძნობებს ვუკავშირებ. თუ მწვანეში დავხატე, ვინც კარგად მიცნობს, მიხვდება, რომ იმ წუთას მშვიდი განწყობა მაქვს, რადგანაც მწვანე ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება.

- თუ ფერი არ იცი, რომელია და როგორია, რანაირად ხვდები?

- ჰო, მაგრამ აქ დედის დახმარება მჭირდება. მას ვთხოვ, ესა თუ ის ფერი მომაწოდოს. თუ წითელში ვხატავ, ე.ი. იმედიანად ვარ, ან სიყვარულის განცდები მაქვს. წითელი ფერი ჩემთვის სიყვარულთან ასოცირდება.

- შეყვარებული ხომ არ ხარ?

- ამ ეტაპზე არა...

- როგორც ჩანს, იყავი...

- დიახ, მაგრამ დავასრულეთ ურთიერთობა (იცინის).

- როგორი ხარ როცა გიყვარს?

- ერთ დილას, როცა შეყვარებული ვიყავი, დედამ მითხრა, - შვილო, რა ბედნიერი თვალები გაქვსო... მაგ დროს ვგრძნობ, რომ ჩემგან სხივები გადის, ჩემი ბედნიერება მინდა, რომ სხვას გავუზიარო.

- რას გვეტყვი იმ ნამუშევარზე, რომელიც "ნიჭიერის" სცენაზე წარმოადგინე?

- წითელი, როგორც გითხარით, იმედთან ასოცირდება და მინდოდა, ხალხი იმედით ამევსო იმიტომ, რომ საზოგადოება თავისი პრობლემებით დათრგუნვილია. მინდოდა, მეთქვა, რომ თუ იმედით არ ვცხოვრობთ, ცხოვრებას აზრი არ აქვს. ყოველთვის უნდა გვქონდეს იმედი და ვისაც ის დაკარგული აქვს, მსურდა დამებრუნებინა. ლურჯი ფერი ჩემთვის სიახლესთან ასოცირდება.

როგორც პროექტში აღვნიშნე კიდეც, ზღვა მიყვარს და დიდი სურვილი მაქვს ხოლმე, რომ საათობით ვიჯდე მის ნაპირზე და მის ხმას ვუსმინო. ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, ვუყურო მზის ჩასვლას ზღვის ნაპირზე, რადგანაც მაგ დროს საოცარი ფერებია იქ. დარწმუნებული ვარ იმაზე ლამაზია, ვიდრე წარმომიდგენია. მოკლედ, ასე უნებლიედ გავთქვი ჩემი ოცნება.

- კიდევ რა გიტაცებს და გიყვარს?

- მოგზაურობა თბილ ქვეყნებში.

- უცხო ქვეყანას როგორ აღიქვამ?

- გვერდით მყოფი ხომ მყავს და ის მეუბნება და მიხსნის ყველაფერს. რითაც ჩემი შეხვედრა ახალ ხალხითან, კულტურასთან ხდება, რასაც ძალიან დადებითი ენერგია მოაქვს.

- როგორ გგონია, რითი განსხვავდებით უსინათლო ადამიანები მხედველებისგან?

- მგონი, არაფრით, ისევე მიყვარს ლიტერატურა, ხატვა, ფეხბურთი, როგორც მხედველთ. "ბარსელონა" რომ იყო ჩამოსული, ავდექი და სტადიონზე წავედი, თავი არ შემიზღუდავს, უდიდესი სიამოვნება მივიღე. უბრალოდ, იმით განვსხვდებით მხედველებისგან, რომ მეტად მგრძნობიარეები ვართ. უფრო მეტად აღვიქვამთ გარშემო ყველაფერს. ყოველთვის ვგრძნობ ადამიანის "აურას". იმას, რასაც დედა ვერ ხვდება, მე არ გამომარჩება.

- რას იტყვი ჩვენს საზოგადოებაზე?

- არავინ მიწყინოს, მაგრამ მგონი, ცოტა არაჯანსაღი საზოგადოება ვართ...

თუ დაინახავენ ადამიანს, ვისც ვერ ესმის, ან ვერ ხედავს, ვერ დადის, ამბობენ, - რა საცოდავია? იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ მე უბრალოდ ვერ ვხედავ, თორემ არაჩვეულებრივად მესმის.

ამ მიმართულებით რაღაცები ჩვენს საზოგადოებას აკლია. არ არის საჭირო მაინცდამაინც თვალი და ყური, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყო. შეიძლება ვიღაცას ყურიც აქვს, თვალიც და არ იცის, ვინ არის შოთა რუსთაველი.

- ინტერნეტთან, სოციალურ ქსელთან თუ გაქვს წვდომა?

- ძალიან კარგად ვსარგებლობ "ფეისბუიქით", "სკაიპით" და ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი ვარ, ვინაიდან არსებობს ხმოვანი პროგრამა, რომელიც უსინათლოებს კომპიუტერის გამოყენებაში ეხმარება.

- შენი ერთი ოცნების შესახებ კი გვითხარი. კიდევ რა გინდა, რომ აგიხდეს, გარდა იმ უმთავრესისა, რასაც მხედველობის დაბრუნება ჰქვია.

- ბევრი ოცნება მაქვს, ერთ-ერთი "კამპ ნოუზე", ბარსელობაში მოვხვდე და ჩემი საყვარელი ფეხბურთელების თამაშს დავესწრო, შევხვდე მათ და ვუთხრა, რომ ისინი მესიმ შემაყვარა. მათი დიდი გულშემატკივარი ვარ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია